სარწმუნოება – ლოცვანი
 
 
 
 

ლოცვანი

ლოცვანი სამშობლოსათვის

    ლოცვა ერისა და მამულისათვის

    ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რაჲთა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყუელსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა – ნათესავსა ამას ზედა ჩუენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯუენისა შენისაჲთა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსაარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისხმისყოფისაჲთა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდებისმეტყუელებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩუენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა საუკუნეთასა, ამენ.

    ლოცვა ქრისტეს-მოყვარეთა ერთათვის

    შენ შეგივრდებით და გევედრებით მარადის ყოვლითა გულითა ჩვენითა, ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, რათა მოწყალითა თვალითა მოიხილო ერსა ამას შენსა ზედა და სამკვიდრებელსა შენსა, რათა მოწყალე იქმნე ჩვენ ზედა, და ქვეყანასა ზედა ჩვენსა, რომელიცა ოხერ-იქმნა ცოდვათა ჩვენთაგან და წარტყვენულ ვიქმენით, და მონა მბრძოლთა ჩვენთა. მეუფეო, სათნო იყავ, რათა პირველივე განთავისუფლება მოგვმადლო, ვითარცა ძველ ოდესმე იაკობ სახე მიიღო რა მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა. სათნო-ყოფითა და ნებითა შენითა წარმოიყვანე ყოვლით ნათესავით მისითურთ, და მიუძეღუ მას შენსა კეთილსა მას ქვეყანასა აღთქმისა. და ვითარცა იგინი განათავისუფლენ, და შეუნდუენ ცოდუანი მათნი, ეგრეთვე დააყენე ყოველივე რისხვაი ჩვენზედა მოსრული. მოიქეც გულისწყრომისაგან შენისა. მომაქციე ჩვენ ღმერთო, და საცხოვნებელისა ჩვენისა მცნებათა ქმნასა ღირსმყვენ ჩვენ და განგვაშორე რისხვაი შენი ჩვენგან, ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩვენ, და ნუცა განაგრძობ რისხავასა შენსა თესლითი თესლამდე. ღმერთო შენ მომაქციენ ჩვენ, და მაცხოვნენ ჩვენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. მიჩვენე ჩვენ უფალო წყალობაი შენი, რათა ვისმინოთ შენმიერი მშვიდობაი და სიხარული. ჰე, უფალო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა, და უხმართა მონათა შენთა ჟამსა ამასა, და დაიფარე დიდებითა და მშვიდობითა ქვეყანაი ესე შენი. რამეთუ ძალისა და შეწევნისა შენისა მოსავ ვართ ჩვენ უღირსნი ესე, და ვსასოებთ, რათა მიმიძღვე ჩვენ წყალობისა და ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ. რამეთუ სხვა თვინიერ შენსა არავინ უწყით, და სახელსა წმიდასა შენსა უწოდთ შემწედ ჩვენდა. ნუ განმაგდებ ჩვენ სრულიად, არამედ აღჰსდეგ და აღემართე შენ შეწევნად ცოდვილთა და მდაბალთა მონათა შენთათვის, ვითარცა ძვირ-უხსენებელ ხარ, და შემნანებელ სიბოროტისა ჩვენისა, მოგვაქციენ წარტყვენისაგან ჩვენისა და დააყენე ღელვაი ბოროტთა. გვიხსენ ჩვენ ცოდვათა ჩვენთაგან, რათა განვისვენოთ ჩვენ ბოროტისაგან და გადიდებდეთ შენ მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და ყოვლად-წმიდასა სულსა შენსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ა მ ი ნ !

    ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
    საქართველოს მთლიანობისათვის,
    აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის


    ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

    სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

    სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.

    ჰოი, ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო, მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა, ნიჭი და ძალი მიტევებისა და ლმობიერებისა, განრინებად საცდურთაგან ბოროტისათა, რათა ჩვენ ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი გარნა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი, გიგალობდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ:

    წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.

    ამინ!

    ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

    ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის!

    ყოვლად წმიდაო სამებაო მამაო ძეო და სულო წმიდაო დიდება შენდა.

    ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, ურთიერთპატივისცემა და ლოცვა ერთმანეთის დღეგრძელობისათვის.

    განსაცდელი ესე ყოველი მოიწია, უფალო, ჩვენზედა უპირველესად შენგან და შენი წმინდა ეკლესიისაგან განშორებისა გამო. უფალო, დაგვიბრუნე მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება, რათა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გადიდებდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


add like button
 
   
 
 
 
 
ლოცვანი
ზოგიერთ ლოცვაში გამოყენებულია ამჟამად ხმარებიდან ამოღებული ძველი ქართული ხუთი ასო: ჲ - იოტა, ჳ - ვიე, ჱ - ე მერვე. ჴ - ხარი, ჵ - ჰოე. ჲ იკითხება როგორც ი, ჳ - როგორც ვი, ჱ - როგორც ეი, ჴ - ხ, ჵ - ჰოი.

 
   
   
 
მთავარი ჩვენი ტაძარი ბიბლია კონტაქტი 
 
მთავარი

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ჩვენს საიტზე.
"უფალი გფარავდეთ"