მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ
დეკანოზ ღამბაშიძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი აღაპიტ პეჩორელი
ღირსი აღაპიტ პეჩორელი   კიეველი იყო წარმოშობით.  წმიდა  ანტონ პეჩორელის მოსწავლეს, მას  უვეცხლო მკურნალის სახელით იცნობდნენ. თუ მონასტრის  საძმოში ვინმე ავად გახდებოდა, ღირსი აღაპიტი მიდიოდა მასთან, თავდადებით უვლიდა,  თავის მიერ დამზადებულ ბალახების ნაყენს  ასმევდა და ავადმყოფი მისი ლოცვების მადლით გამოჯანმრთელდებოდა ხოლმე. მონასტრის ექიმს დახმარების თხოვნით მრავალი საეროც მიმართავდა. ამავე დროს კიევში მოღვაწეობდა გამოცდილი სომეხი ექიმი, რომელსაც უნარი შესწევდა ავადმყოფის სახის გამომეტყველებით გამოეცნო ავადმყოფობის ხარისხი და ზუსტად დაედგინა მისი გარდაცვალების თარიღიც. როდესაც ერთმა ასეთმა  განწირულმა ადამიანმა მიაკითხა წმიდა აღაპიტს, ღვთივსათნო მკურნალმა ლოცვით აგემა მას საკვები მონასტრის ტრაპეზიდან და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. წინასწარმეტყველების ვერგამართლების გამო შურით ავსილმა სომეხმა ექიმმა აღაპიტის მოწამვლა გადაწყვიტა, მაგრამ უფალმა დაიფარა მასზე  მსასოებელი და საწამლავმა არ იმოქმედა.წმიდა აღაპიტმა განკურნა ვლადიმერ მონომახი - მომავალში კიევის დიდი მთავარი.  მადლიერი  მონომახი მივიდა მონასტერში მკურნალის სანახავად, მაგრამ აღაპიტი დაიმალა და უარი თქვა საჩუქრებზე.როდესაც თვით აღაპიტი დასნეულდა,  მას ეწვია სომეხი ექიმი და გასინჯვის შემდეგ დაადგინა,  რომ ბერი სამ დღეში გარდაიცვლებოდა.  ღირსმა აღაპიტმა კი უარყო მისი დასკვნა და უთხრა, რომ მას ღმერთისაგან კიდევ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა მინიჭებული. სომეხმა ექიმმა აღთქმა დადო - თუ მისი სიტყვა არ ასრულდებოდა, მართლმადიდებელი ბერი შეიქნებოდა.წმიდა აღაპიტი აღესრულა ზუსტად 3 თვის შემდეგ, 1 (14) ივნისს. სომეხი ექიმი მივიდა პეჩორის მონასტრის იღუმენთან და ბერად აღიკვეცა.



ნანახია: 1563 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0