მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება უძღები შვილის კვირას
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამო

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

აფხაზთა სამეფო

აფხაზთა სამეფო

„აფხაზთა სამეფო", ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII საუკუნის 80-90-იანი — X საუკუნის 80-იანი წწ.). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.

დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში აფხაზმა ფეოდალებმა, მთავარ ლეონ II-ის მეთაურობით, როგორც ჩანს, ისარგებლეს ეგრისის მმართველი წრეების პროგრესული ნაწილის მხარდაჭერით. VIII საუკუნის ბოლოს ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. ამ აქტში მას დაეხმარა მისი ახლო ნათესავი ხაზართა ხაკანი (ლეონის დედა ხაზართა მეფის ასული იყო). სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო" აფხაზთა სამთავროს წამყვანი როლის გამო ახალ სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.

ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დაახლოებით ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთათისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლი, კახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.

აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა.

აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთი ინტერესებით. აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა ჯერ კიდევ IX საუკუნეში გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და დაუქვემდებარეს მცხეთის კათალიკოსს. აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია იყო ბიჭვინთა (აფხაზეთის საკათალიკოსო). X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა გაავრცელა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში).

აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: "აფხაზეთის", ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.

აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.

978 წელს ადგილობრივმა „აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა მთელ ქართლზე, აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტის "არაკანონიერ" მიმტაცებლად ითვლებოდნენ [საჭიროებს წყაროს მითითებას]. XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გახდა გაერთიანებული საქართველოს მეფე.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0