მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას
ღვთისმშობლის შობის დღე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ტერიტორიის ფორმირება
^
საქართველო სამეფო თავის ძლიერების ზენიტში - თამარის მეფობის პერიოდში

ტერიტორიის ფორმირება

საქართველოს ტერიტორია ისტორიული დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ორი გაერთიანება: დიაოხი (ტაო, ტაოხი) მდ. ჭოროხის აუზში და კოლხა (კოლხეთი) შავის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეზობელი ტერიტორიებიდან შემოჭრილი მტრების იერიშებმა დიაოხისა და კოლხას ძლიერებას ბოლო მოუღო.

ძვ. წ. VI საუკუნეში თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა: დასავლეთ საქართველოში ეგრისი, იგივე კოლხეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლის, იგივე იბერიის სამეფო. კოლხეთის სამეფო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა.

ქართული სახელმწიფოების ტერიტორიის სიდიდეზე უდიდეს გავლენას ახდენდა მეზობელი სახელმწიფოების აგრესიული პოლიტიკა. ბიზანტია და სპარსეთი ერთმანეთს ეცილებოდა გავლენის მოსაპოვებლად.

VII საუკუნეში საქართველოში არაბობა დამყარდა და სახელმწიფოს დიდი ნაწილი არაბთა არაბთა სახალიფოს დაექვემდებარა, რამაც X საუკუნის დასაწყისამდე გასტანა. თუმცა, უკვე VIII ს-ის ბოლოს ქვეყნის განაპირა პროვინციებში დამოუკიდებელი ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმნა დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქართული სამეფო-სამთავროების აღმოცენების, ასევე ბიზანტიელთა, არაბთა, თურქ-სელჩუკთა თუ სხვა მტრების წინააღმდეგ ბრძოლების ფონზე, ქართველები, მიუხედავად ტერიტორიული დანაკარგებისა, ძირითადად მაინც ინარჩუნებდნენ თავიან საცხოვრებელ მიწებსა და ტერიტორიებს.

X-XI სს-ის მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სამეფოები გაერთიანდა, ხოლო XI-XII სს-ში, დავით აღმაშენებლისა და თამაფის მეფობის ხანაში, ეს პროფესი ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ამავე დროიდან დამკვიდრდა ტერმინი "საქართველო". იმდროინდელი საქართველოს ტერიტორია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე (დერბენდი) და ოსეთიდან (ალანია) არაგაწამდე (სომხეთი) იყო გადაჭიმული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს თითქმის მთელი კავკასიის ტერიტორია საქართველოს მეფის მორჩილებისა და მფარველობის ქვეშ მოიაზრებოდა.

მონღოლთა შემოსევების შემდეგ (XIII ს.) საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი ტერიტორიაც თანდათანობით შემცირდა. საქართველო ორ ნაწილად გაიყო და, ამავდროულად, სამცხე უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. ასე გასტანა გიორგი V ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.) მეფობამდე. სწორედ მან შეძლო სამცხის კვლავ შემოერთება და ქვეყნის ხანმოკლე, მაგრამ ხელახალი გაერთიანება.

თემურ-ლენგის ლაშქრობებმა (1384-1404 წწ.), მოგვიანებით ირანელებისა და თურქების აგრესიულმა პოლიტიკამ, ჩრდილოკავკასიელთა შემოსევებმა და, ამასთანავე, შიდაპოლიტიკურმა რღვევებმა ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია და XVI ს-ის ბოლოს ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიშალა.

XVI-XVIII სს-ში საქართველოს ტერიტორია ირან-ოსმალეთს შორის განაწილდა, რასაც თან მოჰყვა მოსახლეობის ძალდატანებითი ისლამიზაცია. დაიკარგა ტერიტორიის გაკრვეული ნაწილი.

XVI ს-ის მეორე ნახევარში ოსმალეთმა საქართველოს ჩამოაცილა სამცხე-საათაბაგოს ფეოდალური სამთავრო, შაჰ-აბასმა (XVII ს.) - ლორეს ველი და მდ. დებედას ხეობა (ქართლი), კახეთში კი კაკენისელის მხარე (საინგილო) მიიტაცა.

XIX საუკუნის დასაწყისში მთელი საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. რუსეთში მონარქიის დამხობას და იქ კომუნისტური რეჟიმის დამყარებას საქართველოს გასაბჭოება მოჰყვა. ამ დროს საქართველომ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგა.

^

საქართველოს ტერიტორიის ცვლილება საუკუნეების განმავლობაში

1991 წელს საქართველომ აღიდგინა სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორია აღიარებული იქნა იმ საზღვრებში, რომელიც მას სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნისას ჰქონდა.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0