მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სულს ნუ დაივიწყებთ
ღმერთმა განაქარვოს უმეცრებაჲ ერისა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
აწყურის ციხე
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში

სამცხე სათაბაგოს დიდი ნაწილი , ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მიუხედავად ამის სამცხის მთავრები ყველა გზას ხმარობდნენ რათ ოსმალეთის ფარგლებიდან გამოსულიყვნენ. სამცხის ათაბაგი მანუჩარ II . ცდილობდა ირანის დახმარებით ოსმალეთა განდევნას. ამ მიზნით 1605 წელს მანუჩარი ირანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა შაჰ აბას I-თან. შაჰი ხვდებოდა თუ რა დიდ უპირატესობებს მოიპოვებდა ის თუ მანუჩარს მის მხარეს გადაიყვანდა. ამ მიზნით შაჰი მანუჩარს სრულ დახმარებებს ჰპირდებოდა, სინამდვილეში კი სამცხის სრული დაპყრობა სურდა. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ სამცხეში ოსმალეთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა, მისი მეუღლე, სიმონ I-ის ასული ელენე. ელენემ დახმარებისთვის ირანს მიმართა. ირან-ოსმალეთის ომში, ელენემ ქართლის ჯარის დახმარებით შესძლო ახალციხის აღება, ამ ბრძოლაში ყიზილბაშბიც მონაწილეობდნენ. ახალციხის დაკავების შემდეგ აბას I-მა ათაბაგად მანუჩარის შვილი მანუჩარ III ცნო. ბრძოლის ამ ეტაპზე შაჰი მანუჩარის ვასალობას კმაყოფილდებოდა და მის ნამდვილ ზრახვებს არ ამჟღავნებდა. შაჰისთვის მთავარი იყო სამცხის მოსახლებისთვის ეჩვენებინა რომ ირანი სამცხეში ლმობიერ პოლიტიკას ატარებდა ვიდრე ოსმალეთი. ქართველებმა ქალაქი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს, ოსმალებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს და ქალაქი აიღეს. ქართლი და კახეთი ამ პერიოდში ყიზილბაშებთან სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი და სამცხის დახმარებას ვერ ახერხებდნენ.

ქართლის პოლიტიკოსები მათ შორის თეიმურაზ I ირანის წინააღმდეგ ოსმალეთის გამოყენებას აპირებდა, ამიტომ მათ სამცხის დახმარება ნაკლებად შეეძლოთ. მაგრამ ირანი არ აპირებდა სამცხის ასე მარტივად დათმობას. XVII საუკუნის 20-იან წლებში ირანელებმა ახალციხე კვლავ დაიკავეს. ამჯერეად შაჰმა საჭიროდ არ ჩათვალა სამცხის მანუჩარისთვის დატოვება, სამცხე ყიზილბაშეებს ჩააბარა რომლებიც მოსახლეობის გაყიზილობაშებას შეუდგნენ. ცხადი გახდა რომ ირანის და ოსმალეთის ზრახვები სამცხესთან მიმართებაში არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ოსმალები ძირითადად მესხეთის და სამცხის ნაწილის დაკავებისთვის იბრძოდა , რადგან სამცხის დიდი ნაწილი : ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი უკვე დიდი ხანია დაპყრობილი ჰქონდა ოსმალეთს. ამან განაპირობა ის რომ 1625 წელს ბასიანის ბრძოლაში ყიზილბაშების მოწინააღმდეგე უკვე მანუჩარ III იყო. მარაბდის ბრძოლისას ქსნის ხეობაში ყიზილბაშთა განადგურების შემდეგ გიორგი სააკაძე სამცხეში გადავიდა. 1625 წელს ასპინძასთან ბრძოლაში , მან ყიზილბაშები სასტიკად დაამარცხა აიღო აწყურის და ხერთვისის ციხეები. ამის შემდეგ ახალციხე ყიზილბაშებმა თავისით დატოვეს. გიორგი სააკაძემ დახმარება სულთანს სთხოვა, სულთანი დახმარების გაწევას დაჰპირდა სინამდვილეში კი არაფერი გააკეთა. ოსმალეთს ხელს აძლევდა რომ ირანს საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოეგზავნა , ამით საქართველოს ჯარის რაოდენობა შემცირდებოდა და ეს ოსმალებს შემდგომში საქართველოსთან ბრძოლისას გამოადგებოდა. ამიტომ იყო რომ სულთანი გიორგი სააკაძეს ბრძოლის გაგრძელებას ურჩევდა. გიორგიმ სამცხე მალე დატოვა და ქართლში დაბრუნდა.


^

ხერთვისის ციხე


მანუჩარ III იძულებული გახდა სულთანს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. ირან-ოსმალეთის ბრძოლაში ოსმალეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თუ ვის მხარეს დაიჭერდა სამცხე. ამიტომ სულთანი ამჯერად დათმობაზე წავიდა და მანუჩარს ქრისტიანობის უარყოფა არ მოსთხოვა. ისე დაამტკიცა ათაბაგად. უკან დაბრუნებული მანუჩარი გზაში მისმა ბიძამ მოაწამვლინა.

1639 წელს ირანსა და ოსამალეთს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი დაიკარგა. სამცხე-საათაბაგოში მცხოვრებ ქართველებს მხოლოდ თავიანთი თავის იმედირა უნდა ჰქონოდათ. ისინი მარტოდმარტო აღმოჩნდნენ ოსმალეთის პირისპირ. ბრძოლა უთანასწორო იყო. მოსახლეობის ნაწილი ტოვებდა სამცხეს , ნაწილი მაჰმადიანდებოდა ნაწილი კი ინარჩუნებდა მართლმადიდებლობას. ამ დროიდან იწყება კათოლიკობის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში. ოსმალები კათოლიკეებს უფრო ნაკლებად ავიწროებდნენ ვიდრე მართლმადიდებლებს. ამიტომ ქართველობის ნაწილმა მაჰმადიანობის მიღებას კათოლიკობა არჩია.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0