მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
ალექსანდრე ეპისკოპოსის დასაფლავებაზე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა,
რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი". ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა". მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!"

 

ბულატ ოკუჯავას ნათლობა

რამდენიმე წლის წინ ბულატ ოკუჯავას ცოლი, ოლგა ფსკოვო-პეჩორის მონასტერში ჩავიდა. მამა იოანე კრესტიანკინთან საუბარში მან დაიჩივლა, რომ მისი ქმარი მოუნათლავია და სარწმუნოებისადმი გულგრილი, რაზეც მამა იოანემ მშვიდად უპასუხა: „ნუ ღელავ, მას თავად მონათლავ". ქალი გაოგნდა: „როგორ თუ თავად მოვნათლავ?" „აი, ასე, მონათლავ", - უპასუხა მოძღვარმა. „რა დავარქვა, ბულატი ხომ მართლმადიდებლური სახელი არაა?" „დაარქმევ იოანეს, როგორც მე", - უპასუხა მამა იოანემ.

და აი, სიკვდილის წინ, პარიზში ბულატმა ცოლს უხმო და უთხრა, რომ მონათვლა სურდა. ის უკვე გადიოდა ამქვეყნიდან და მღვდლის მოყვანას ვეღარ ასწრებდნენ. საბედნიეროდ, ოლგას გაახსენდა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში მღვდელმსახურის გარეშეც შეიძლება ნათლობის აღსრულება. ქალმა მომაკვდავს ჰკითხა: „რა გინდა დაგარქვა?" „ივანე", - იყო პასუხი. მართლაც, ქალმა მონათლა მომაკვდავი მეუღლე და მხოლოდ მოგვიანებით გაახსენდა, რომ ამის შესახებ თხუთმეტი წლის წინ ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხუცესს ესაუბრა.

 

ელცინი მონასტერში

1995 წლის ცხელ ზაფხულში ბორის ელცინმა ცნობილი ფსკოვო-პეჩორის მონასტერი მოინახულა. როდესაც მღვიმეებს ათვალიერებდა, სახელმწიფოს მეთაურმა გაკვირვებით იკითხა, თუ რატომ არ იგრძნობოდა ხრწნის სუნი: მიცვალებულები ხომ მიწაში არ იყვნენ ჩაფლულნი, არამედ ნიშებში ესვენა, ხელითაც კი შეეხებოდი მათ. პრეზიდენტს უპასუხეს: „ეს ღვთის სასწაულია". ექსკურსია გაგრძელდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მან იგივე კითხვა გაიმეორა. „ასე ინება უფალმა", - იყო პასუხი. გამოსვლისას პრეზიდენტმა არქიმანდრიტს წასჩურჩულა: „გამიმხილეთ საიდუმლო, - რას უსვამთ მიცვალებულებს?" „ბორის ნიკოლაევიჩ, - უპასუხა მან, - თქვენს გარშემო არის ისეთი კაცი, ვისაც ცუდი სუნი ასდის?" „რა თქმა უნდა, არა". „მაშ, ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ შეიძლება ცუდი სუნი სდიოდეს ვინმეს ზეციური მეუფის სიახლოვეს?"

ფსკოვო-პეჩორის სავანის დაარსების ისტორია ამ მღვიმეების აღმოჩენას უკავშირდება. მღვიმეთა სასწაულებრივი თვისება ისაა, რომ როდესაც მასში გარდაცვლილს შეასვენებენ, ხრწნის სუნი სრულიად ქრება. დღეისათვის მღვიმეებში 14 ათასზე მეტი კაცია დაკრძალული.

 

ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილი

სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა.

ავზნიანი ყრმის გან...
წმიდა კოზმან აღმსა...
წმიდა მოწამენი, უვ...
წმიდა ღირსმოწამენი...
მოგვთა თაყვანისცემ...
ღვთისმშობელი თავის...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მამა ანტონ მესვეტე მარტომყოფელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ კვირაცხოვლობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...