- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)ვეცხლის მოყვარებისათვისმაცხოვარი ჩეუნი და უფალი გვასწავებს მეტყველი: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა". ცხადი რამ არის რომ ბოროტს მოგებას აყენებს, თორემ კეთილად მოგებას არ დააყენებს. კეთილად მოგებას რომ აყენებდეს, ოქრო და ვეცხლი უხმარი იქნება: თუ კეთილი მოგება დააყენა, ბოროტი ყოვლითურთ უკუთქმული და დაყენებული არის, და ვითარ უნდა იქმნეს სახმარი? დაბადებული სახმარი არ იყოს ერთს რასმე საქმეში არ იქმნება, ვითარცა იტყვის დამასკელი იოანე: „არა რაჲ არს დაბადებულთაგანი რაჲმე, რომელსა შინა არა დასდვა დამბადებელმან სახმარება რაჲმე"; და რადგან სახმარი არის თითოეული - ვეცხლისა და ოქროსას ბოროტად მოგებას აყენებს, თორემ კეთილის მოგებას არ აყენებს. საღმრთოს წერილიდამ მოვიღოთ ამისი დამამტკიცებელი სახე და სიტყვა. ისრალეთ ეგვიპტიდამ გამოსლუა რომ ეგულვებოდათ, მაშინ ღმერმან უბრძანა: თითოეულმან ისრაელმან ეგვიპტელთაგან ითხოონ ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და გამოსლუაზედ თან წამოიღონ ყოველი ეგვიპტელთ ჭურჭელი, ოქროსი და ვეცხლისა. ისრაელთ ჰყუჱს ეს ბრძანება და ეგვიპტის დიდება თან წაიღეს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა". ხედავთ, კეთილი მოგება არ დააყენა ღმერთმან. კეთილი მოგება ვითარ იყო, თუ ამის ცნობა გნებავს, ესრეთ ჰსცან. ფარაოს მეფე ისრალეთ ამუშაკებდა და სასყიდელს არ აძლევდა; ამისთვის სასყიდლად ეგვიპტელთ ოქრო და ვეცხლი მისცა ღმერთმან ისრაელთ. მიხედეთ აქ, თუ დააყენა ღმერთმან კეთილი მოგება. კიდევ ლევიტელნი ათისთავს მოიგებდნენ, ღმერთი არ აყენებდა, უფროსად ამცნებდა ათეულის მიღებას, ვითარ იგი ხმობს მოციქული: „და რომელი ლევის ძეთაგანი მღუდელობასა მიიღებენ, მცნება აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან"; კვლად იგი მოციქული პავლე არ აყენებს ჯეროვნად მოგებას და იტყვის: „უკეთუ ჩუჱნ სულიერი დავთესეთ, დიდ-რამე არსაა, რათა ჩუჱნ ხორციელი მოვიმკოთ". აწ ერთი სახე მისთვის მოვიღოთ, თუ ვითარს მოგებას აყენებს ღმერთი. ელისეს მსახურმან, გეზიმ, მისის უფლისა ნება არ იყო, ისე მოიგო ვეცხლი და დაისაჯა სულით და ხორცით; ეგრეთუჱ რომელიც ქრიტეს მსახური, ამისს მსგავს ვეცხლს აღიღებ, რომელიც ქრისტეს ნება და ბრძანება არ არის, გეზის მსგავსად სულით და ხორცით დაისჯები. კვლად ღმერთი ამის მსგავსს მოგებას აყენებს: მოღება გნებავს და მიცემა არა. ეს ქრისტეს ღვთისა ნება არ არის; ქრისტე უფალი ასე გიბრძანებს: „ყოველი რაოდენი გინდეს, რათა გიყონ თქუჱნ კაცთა, ეგრეთუჱ თქუჱნ ჰყავით მათდა მიმართ". მე უღირსი ამა სიტყუასა ესრეთ განგიმარტებ: ყოველი რაოდენიც კაცისა ქრისტეს ღვთისაგან შენ გნებავს, ეგეოდენი ქრისტეს შენ უნდა მისცე, ესე იგი, გლახაკს, ვითარ იგი გამცნებს ქრისტე: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ"; და თუ ასე მოიგებ, რომ მიცემა აღარ გნებავს, ამის მსგავსის მოღებისაგან გაყენებს უფალი, ამისთვის რომ საქმესა შინა მოციქულთასა ლუკა სწერს ქრისტეს მიერ ბრძანებულს და იტყვის: „თავადმან სთქუა, უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა". კვალად ვსთქუათ განცხადებით, რომელს მოგებას აყენებს ღმერთი. აყენებს ღმერთი მპარაობით მოგებას, ვითარცა ამცნო მოსეს: „ნუ იპარავ". კიდევ სხუა მაგალითი მოვიღოთ. ისრაელთა შორის აქარქარიმის ძემან იპარა ოქრო და ვეცხლი და სიკუდიდ დაისაჯა; ეგრეთუჱ, რომელიც მპარაობით ოქროსა და ვეცხლს მოიგებს, სულით სიკუდილს, ესე იგი საუკუნო წარწყმედას, მიეცემა. კიდევ აყენებს ღმერთი ამის მსგავსს მოღებას: შენ ვეცხლი და ოქრო მოიგო და ერთი ვინმე უბრალო და გლახაკი შეაწუხო, საუკუნოდ დაისჯები, ვითარცა იუდამან ვეცხლი მოიგო და უბრალო ქრისტე ვნებად მისცა; ეგრეთუჱ ერთს ვისმე, ანუ დიდს, ანუ მცირეს, ვნებას და მწუხარებას მისცემ, იუდას მსგავსად დაისჯები, თუ ოქროსა და ვეცხლის მიღების მიზეზისათვის, ერთი ვინმე მწუხარებასა და ვნებას მიეცი. კიდევ აყენებს ღმერთი ესევითარსა მოგებას: რომელთამე ჰურითა მიიღეს ვეცხლი და დაფარეს ქრისტეს აღდგომა: ეგრეთუჱ შენ ვეცხლისა და ოქროსათვის ქრისტეს საიდუმლოს დაფარავ და კეთილად ერსა არ განუცხადებ, - ვინც ვეცხლისათვის ქრისტეს აღდგომა დაჰფარა, შენც მასთან აღირაცხები! იმანაც ქრისტეს საკვირველება დაჰფარა ვეცხლისათვის, და შენს საკვირველს საქმეებს ჰფარავ ვეცხლის მოყვარებისათვის და ერს კეთილად არ ასწავებ და არ განუცხადებ. გაყენებს უფალი ესევითარის მოგებისაგან, როგორც ანანიამ მოიგო ვეცხლი და მცირედი მისცა ქრსიტეს მოწაფეთა და მოციქულთა, სხუა დაუფარა; ამისთვის „ანანია დაეცა და სულნი წარხდეს". ეგრეთუჱ შენ ოქროსა და ვეცხლს მოიგებ, მცირედს რასმეს მისცემ ქრისტეს მოწაფეთა და უმრავლესს დაუფარავ, ანანიას მსგავსად, სულიერებრივად დაეცემი, და როგორც ანანიას სული სიცოცხისა განეშორა, ისე შენგან სული საუკნოსა სიცოცხლისა (რომელ არს სული წმიდა) განგეშორება. იკითხავ: ყოველივე მას უნდა მივსცე, თუ რა ვჰყო? თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ესრეთ უნდა ჰყო: შენთვის და სხუათა ქრისტეს მოწაფეთათვის საერთოდ უნდა იყოს შენი მოგებული; მოწაფენი ქრისტესნი ასე იქცეოდნენ, ვითარცა სწერს ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა: „არცა ერთმან ვინმე ჰთქვის მონაგები თვისად". ეგების ეს საქმე ძნელად ვისმე აღუჩნდეს; აქ უფლის იესუს სიტყვა უნდა მოვიხსენოთ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლუად სასუფეველსა ცათასა". ვინც სიძნელე დასდუა მონაგების ერთად საზოგადოდ ხმარებისა, ნაცვალი სიძნელე ქრისტემან მიუგო შესამსგავსი, პირისპირ მდგომი. გაყენებს უფალი ესე ვითარის მოგებისაგან: ვითარცა ლაზარე გლახაკის ჟამში მდიდარე ვინმე რომ იყო, მან მრავალი სიმდიდრე მოიგო, და მისს სახლში მყოფი ლაზარე გლახაკი შიმშილისაგან იტანჯებოდა, - ამისთვის მდიდარი დაისაჯა ჯოჯხეთსა შინა, და აბრაჰამისაგან წვეთი წყლისა ითხოვა და ვერ მიემთხვა. ეგრეთუჱ შენ მრავალი სიმდიდრე გაქუს და გლახაკს მწუხარედ ჰხედავ და მის შორის სიმდიდრისაგან სუფევას არ მისცემ, მდიდრის მსგავსად ჯოჯხეთსა შინა დაისჯები და ვერცა თუ წვეთის შესამსგავსს მცირეს რასმე ღვთის მოწყალებას მიემთხუჱვი. - გაყენებს ღმერთი მტაცებლობით მოგებისაგან, ვითარცა გასწავებს უფალი იესუ: „ეკრძალენით და დაიცუჱნით თავნი თქუჱნნი ყოვლისაგან ჰანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თჳსი". ეს უფლის სიტყვა მოწყალებითი სწავლა და განკრძალვა არის; და თუ სიტყვისაგან უფლისა არ შეისმენ, ჰანგარებისა და ტაცებისაგან არ განეყენები, შესაძრწუნებელის რისხვის სიტყვა გესმას უფლისაგან პირითა მოციქულისათა: „არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ". რაოდენის უჯეროს ვეცხლის მოგებისაგან უფალი გაყენებს, ეს შემოკლებით მცირედ ითქუა. თუ არ შეიგონე და არ დააყენე უჯერო ვეცხლის მოგება, დიდი რამ ბრალი შეგემთხუევა; როგორც უჯეროდ უჯერდო ვეცხლიე მოგებად ითქუა გლახაკთ უწყალოება. მარტო ამას მიხედე, თუ რა დიდი ვნება სდევს, და ერთისა ამისგან სხუთა ძნელი ვნება შეისწავე და განეკრძალე. თუ შენ სიმდიდრით ჰსუფევ და რომელიც გლახაკ შენდა მახლობელად არის და ის უპოვარებისათვის სწუხს და მას გლახაკსა ხორციელის საქმისა და სახმრის მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, ქრისტეს შემაწუხებელთა ჰურიათა თანა შეირაცხები. - ვითარ? ჰურიანი სიმდიდრითა და შვებით აღსავსენი იშვებდნენ და ჰხმოვანედნენ და იზახდნენ ხელმწიფებით. ქრისტე მწუხარებით მყოფი წყალს ითხოვდა და არივინ მიუპყრა. ეგრეთუჱ შენ სიმდიდრით იშუებდ და ხელმწიფებრ იზახებ და გლახაკს სიღარიბისაგან მწუხარედ ჰხედავ და მას მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, - შენც ქრისტეს შემაწუხელებლთა ჰურიათა თანა აღირაცხები; გლახაკიც ქრისტედ შერაცხილი არის თვით ქრისტეს მიერ, ვითარცა ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ". ჰხედავ, საყუარელო, უჯეროდ ვეცხლის მოგებას და ქონებას რა ვნება შეუდგება! ანუ სრულიად უნდა მოიძაგო ოქრო და ვეცხლი, ანუ რომელიც თესლი და ვნება თან ჰყვება ოქროს და ვეცხლს, მისის ვნებისაგან განწმენდილი უნდა მიიღო. თუ ვითარ - მაგალითი უნდა მოვიღოთ. გველი შენ რომ შეიპყარ და სჭამო, გესლიანი არს და სიკუდილს მიგცემს. მკურნალისაგან თუ მიიღე, თრიაქ-ფარუქი, რომელიც არის გველი შემზადებული, არას გავნებს. ეგრეთუჱ ვეცხლი და ოქრო, შენის ძიებით და გონების წადილით თუ მიიღე, ვითარცა გუელი, ამის მსგავსად მკვლელ გექმნება; თუ ქრისტესაგან მიიღე, რომელიც მკურნალი არის სულთა და ხორცთა, მისგან მიღებული არას გავნებს. ეს საქმე აწ საღმრთო წერილიდამ დავამტკიცოთ. ისრაელთ რომ უფლის მცნებით მიიღეს ეგვიპტელთაგან ვეცხლი, გამოსვლის ჟამში, მათ არა ვნებია რა; ელისეს მსახურმა, გეზი, უფლის წინააღმდგომობით მიიღო ვერცხლი - სულით და ხორცით დაისაჯა; ეგრეთუჱ შენ, თუ უფლის მცნების მსგავსად მიიღებ ოქროსა და ვეცხლსა - არას გავნებს; თუ უფლის მცნების მსგავსად არ მიიღე და ურჩებით შეიკრიბე - სულით და ხორცით გეზისაებრ დაისჯები. თუ შესცთე, სიმდიდრის სურვილისაგან და უჯეროდ ვეცხლი და ოქრო შეიკრიბო, აქაც რომელსაც მაგალითს მოგახსენებ, მისდა მსგავსად უნდა ჰყო: თუ გესლიანი რამ საზრდელი მიიღო, მკურნალთან უნდა მიხვიდე და სამკურნალო წამალი მისგან უნდა ისწავო; ეგრეთუჱ გესლიანი უჯერო ვეცხლის შეკრება თუ ჰყო, მკურნალს ქრისტესთან უნდა მიხვიდე და წამალი საკურნებელი მისგან უნდა ისწავო და მიიღო, რომელსა გასწავებს და გეტყვის: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რათა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ საყოფელთაგან თქუენთა, შეგიწყნარენ თქუენ საუკუნეთა შინა საყოფელთა". მდაბიურად ასე ითქმის: სიცრუვის მამონას ვეცხლს ეძახის; ვეცხლის უხვად მიცემისაგან გალახაკნი მეგობრად უნდა მოვიგოთ, რომ როდესაც აქედამ სიკვდილისაგან მოვაკლდეთ, ქრისტემან შეგვიწყნაროს სასუფეველსა შინა ცათასა. ზემო თქმულთაგან ორი რამ წარმოჩნდა ვეცხლის გესლიანობის სამკურნალოდ: ერთი ესე რომ ქრისტეს ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, და მისგან მოვიღოთ კურნება; მეორე - გლახაკთა უნდა განვუყოთ. ახლა ეს ვიძიოთ, თუ ამათი უქნელობის მიზეზი ვისმე აქუს. რა მიზეზი უნდა აქუნდეს? თუ ვინმე იტყვის: „ქრისტეს რომ ვსთხოვოთ, არ მოგვცემს" - ეს ყოვლითურთ უჭეშმარიტო არის, ამისთვის რომ ქრისტეს სიტყუა ტყუილი არ იქნება, ვითარცა თვით ბრძანებს: „ცანი და ქუეყანა წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა-სადა წარხდეს", და ეს უტყუველი პირი ქრისტესი ბრძანებს: „ ითხოვდით და მოგეცესთ". და თუ იტყვი: „ვსთხოვე და არ მომცა" - კიდეც შენი მიზეზი არის, რომ არა მოგცა, ამისთვის რომ ბოროტად ითხოვ და არ მოგცა, ვითარცა იტყვის მოციქული იაკობ: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ"; თუ კეთილად ითხოვ, შენის იესოს მსგავსად ვინ უნდა მოგცეს? ვერა რომელიმე მსგავსად მისსა ვერ მოგცემს. სხუამ რომ მოგცეს, გაყუედრებს, და შენი იესო შენდა მომართ ყვედრებას არ ჰყოფს და სხუათაგან უფრო სავსებით მოგცემს, ვითარცა თვით გიბრძანებს: „მოგეცეს თქუენ სასწაული კეთილი, შეხრილი და დატენილი და ზედა-გარდათხეული". მეორედ გლახაკთ მიცემა ითქუა ვეცხლის მოყვარების სამკურნალოდ. და თუ ამის მიზეზად ამას ვინმე იტყვის, რომ სიმდიდრეს ვერ განვაბნევთ, ამას სოფელსა ამითი უნდა ვიცხოვროთო, - აწ ამისი ნაცვალი სიტყუა ვიძიოთ და სვთქუათ: საყუარელო, შენ რომ შეკრებას ეძახი, ვერ ჰხედავ, თორემ ეგ უფრო განბნევა არის; მაგრამ ვეცხლის მოყვარებას დაუბრმია შენი გონების თვალი და ვერ ჰხედავ, თუ შეკრებისაგან უფრო როგორ განაბნევ. იუდა ვეცხლის მოყვარებამან დააბრმო, ის შეჰკრებად ჰგონებდა - უფროსად განბნევა შეხუდა. თქუმულ არს მისთვის: „დააბნია ოცდაათი იგი ვეცხლი". ეგრეთუჱ შენ შეჰკრებას ჰგონებ, უწყოდე, უფროსადა განაბნევ, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს". რადგან გლახაკს არ განუყოფ შენს სიმდიდრეს, არც ქრისტესთან შეჰკრებ, მაშასადამე განაბნევ; შენ შენს საუნჯეს კეთილად ჰრაცხ, მაგრამ კეთილი არ არის: მღილი, მპარავი და ავაზაკი - ყოველივე შეეხება შენს საუნჯეს, და როგორ კეთილი საუნჯე იქნება? საკვირველი ეს არის: თუ გძულს ოქრო და ვეცხლი, გლახაკს რასათვის უშურველად არ მისცემ? თუ გიყუარს - რასათვის ასეთ საუნჯესა შინა არ დაჰმარხავ, რომ ვერც მღილი, ვერცა მპარავი მიეხოს, ვითარცა გიბრძანებს მაცხოვარი: „საუნჯე თქუენი იყავნ სადა მღილმან და მჭამელმან არა განრყუნის და სადა მპარავთა არა დათხარიან და განიპარიან". თუ საუნჯისა ამის ცნობა გნებავსთ, გლახაკთა შორის იპოვება ამისი მსგავსი საუნჯე; მათ შორის დაუნჯებულს ვნება არა შეეხება რა, ამისთვის, რომ თვით ქრისტე მცველი ექმნება, სიტყვისა ამისგან სჩანს: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ". თუ ასე არა ჰყოთ და სხუა გვარად ვეცხლის მოყვარებით შეიკრებ, აქაც ცთომილი ხარ. თუ ვითარ - ვსთქუათ. მოციქული პავლე იტყვის: „რომელსა ეგონოს თავის თვისი ვითარმედ არს რაჲმე და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს". სიტყვისა ამის მსგავსად, თავის-თავს აცდუნებს; მას თავისი თავი მდიდარი ჰგონია, მას არა აქუს რა მხოლოდ ერთის ტილოს მეტი. ამას მტკიცე აღმოჩინება მივსცეთ. მოციქული იტყვის: „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად". ჰსჩანს, რომ არცა რაჲ განღებად ძალ-გვიძს. როდესაც იშვა მდიდარი, სოფლად არა რაჲ-მე შემოუღია, - ვეერცა რას განიღებს, მხოლოდ ერთი ტილოს მეტს; და ერთი ტილო რა სიმდიდრე არის? მიჰხედეთ, რა ცთომაში არის ვეცხლის მოყვარე! ეგების სთქუას ვეცხლის მოყუარემ: ერთის ტილოს მეტი როგორ არ მაქუს-რა; ჩემი საუნჯე სრულებით ოქროთა და ვეცხლით სავსე არის. ვეცხლის მოყვარეო, ეგე შენი არა არის! გესმის მეუფის იესოს მიერ: „სხუანი დამაშურალ-არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუჱდით". შენზედ ეს სიტყვა არ ითქმის: დაჰშვერი და შეიკრიბე, მაგრამ შენს შრომილზედ სხუა შემოვა და სხუა მიიღებს, შენ ლიტონი და ცალიერი დაშთები. თქუმულსა ამას თუ არ ირწმუნებ, მე მდიდარს გიჩუჱნებ რომ თავისი სიმდიდრე არცა ცათა შინა აქუნდა და არცა ქუეყანასა ზედა. ეს ქრისტეს მიერი სიტყვით დაგიმტკიცო. ქრისტემან მდიდარს უთხრა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთ და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა". ჰსჩანს თავისი მონაგები მტკიცედ არა ჰქონია; თუ მტკიცედ ჰქონებოდა - „გაქუნდეს" ასე არ ეტყოდა, ასრე ეტყოდა: „გაქუს". მაგრამ ვეცხლის მოყუარეს არც ცათა შინა და არც ქუეყანასა ზედა მტკიცედ არა რაჲმე აქუს, - ზემო ქრისტეს მიერ თქუმულმა ესრეთ წარმოაჩინა. კიდევ ვსთქუათ, რომ ვეცხლის მოყუარეს არა-რაჲმე აქუს სიმდიდრე; სიმდიდრის ქონება ეს არის, როცა რამე ენებებოდეს კაცს, თავსის სიმდიდრისაგან მოპიოვოს; თუკი ვერას მოიპოვებს, რაც ენებება, მდიდარი არ იქნება. ახლა მას მდიდარსა მივხედოთ, რომელიც ლაზარა გლახაკის ჟამში მდიდარი იყო; ერთი წვეთი წყალი დასჭირდა, რა დიდის სურვილით ითხოვა, მაგრამ ვერ მოიპოვა! თუ მდიდარი იყო, სადა ჰსჩანს მისი სიმდიდრე? - არა სადა! ამისთვის არა ჰსჩანს, რომ უგვანად შეკრებილი იყო. ოქრო და ვეცხლი ამაოდ და ცუდად განიბნევა. თუ იძიებ, რომ რომელს სიმდიდრეს აქუს კეთილი მდგომარეობა, გიჩუენო ქრისტეს მიერ სიტყვით. უფალი იესო ბრძანებს: „რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდინ ეზოსა თვისსა, მშვიდობით არიან მონაგები მისი". როდესაც ქრისტეს შენს სიმდიდრეს ეზოს ჰსცავს, მაშინ შენი მონაგებიც მშვიდობით არის, და თუ ქრისტე არ სცავს, ყოვლითურთ უხმარი არის, ვითარცა არა ქონებული, ვითარცა ზემო წარმოვაჩინეთ ამისდა მაჩუენებლად საქმე მდიდრისა. მოვიდეთ და ქრისტესა და მოწაფეთა მისთა მიერ თქუმული ვეცხლი მოყვარებისა დასხნისათვის მაგალითად ვიხმაროთ. ქრისტემან ბრძანა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან იმრუშა და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა". მოწაფეთა მოახსენეს: „უკეთუ ესოდენი ბრალი არს დედაკაცისა თანა, არა-რა შეჰგავს ქორწინება". ქრისტემან უბრძანა: „არა ყოველთა დაიტიონ". ეგრეთუჱ სახედ ამისა მე უღირსი ვიტყვი: რომელიც უჯეროდ ვეცხლს შეიკრებს, ისიც ვეცხლის მოყუარე არის და რომელიც ჯეროვნად შეკრებულს როგორც ჯეროვანი არის, ისე გლახაკს არ განუყოფს, ისიც ვეცხლის მოყუარედ აღირაცხება; და თუ ესოდენი ბრალი არს ვეცხლისა, არა შეჰგავს მოგება; მაგრამ არა ყოველთა დაიტიონ, თორემ უმჯობესი - სრულიად მოუგებლობა არის, ვითარცა არს სიტყუა მაცხოვრისა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა". გნებავს ამის ცნობა, თუ სრულიად უპოვარება როგორ უმჯობესი არის სიმდიდრისაგან? მე გიჩუენო: მდიდათ ვაება აქუს ქრისტესაგან, ვითარცა ბრძანებს: „ვაჲ, თქუჱნდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქუენი"; და გლახაკთა ნეტარება აქუს იესოს მიერ: „ნეტარ იყვნენ გალახკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". მიჰხედენ, რაოდენად უმჯობესი შეიქმნა გლახაკი მდიდრისაგან: გალახკი ნეტარებაში არის და მდიდარი ვაებაში. უცხადესი წარმოჩენა ამის უმეტესი რაჲ იქმნება? მაგრამ ერთი სახე კიდევ მოვიღოთ მდიდრისა და გლახაკისა, თუ რომელი უმჯობესი არის. საეჭვო არ არის, რომ გლახაკი უმჯობესი არის: ლაზარე გლახაკი სასუფეველში და მდიდარი - ჯოჯოხეთსა შინა. აქ ერთი საკვირვო საქმე არის: უსულოსა და უგრძნობელსა ნივთზედ ყოვლითურთ ჯეროვნება ეს არის - შენ უნდა უფლებდე; და რადგან ვეცხლის მოყუარე ხარ, შენ ვეცხლის უფლად არა ჩანხარ; თუ უფალი ხარ, ეს როგორ არის, ხელით და ფერხით მისგან შეკრული და დამონებული ხარ: ხელი შეკრული გაქუს მოწყალებისათვის, რომ ერთი რამ ძვრა შენს ხელს მოწყალებისათვის არა აქუს; ფერხი შეკრული გაქუს და ეკკლესიასა შინა სვლას ვერ ახშირებ ამის მოშიშრებისათვის - ვეცხლი მპარავმან არ წარიღოს; თვალი მის მიერ დაბნელებული გაქუს და ქრისტეს მსგავს გლახაკს კეთილად მოწყალებით ვერ ჰხედავ. კრატისტოს ვინმე ბრძები ვეცხლისაგან თავისის თავის შეკრვასა და მონებას ჰხედვიდა, ამისთვის ყოველივე სიმდიდრე მისი ზღვაში გარდაყარა, და ვეცხლს თავისი თავი არ დაამონა. თუ გნებავს, რომ შენც განირინო თავისი თავი, ვეცხლის მონებისაგან, ხელი განხსენ და აღძარ გლახაკთა მოწყალებისათვის, ფერხი განხსენ სვლად ეკკელსიასა შინა ლოცვისათვის, თვალნი განაღე გლახაკთა მოწყალებით მიხედვისათვის; კრატისტომან ზღვაში განაბნია, შენც ზღვის მიმსგავსებულს ქრისტეს სიყვარულში (ესე იგი, გლახაკთა მოწყალებაში) განაბნიე, რათა წარმავალისა და განხრწნადისა წილ წარუვალი და განუხრწნელი მიიღო საუკუნო დიდებაჲ, აწდა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ. ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1325 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |