მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ადამიანის გულისათვის
მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

იმერეთის სამეფო

იმერეთის სამეფო

იმერეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სახელმწიფო XV-XIX საუკუნეებში. წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან (XIII საუკუნის 30 წლები) დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როცა 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო. იმერეთის სამეფოში შემავალი ოდიშისა და გურიის სამთავროები XVI საუკუნის შუა წლებში ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVI საუკუნის დამდეგს იმერეთის სამეფოს აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი - სვანეთისა. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მეფეს ეპყრა და ხან ოდიშის მთავრებს.


 საზღვრები

იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, დასავლეთით ოდიშის სამთავროსაგან - მდინარე ცხენისწყალი, ჩრდილოეთით - კავკასიონის ქედი და სამხრეთით გურიის სამთავროსა და ახალციხის საფაშოსაგან - ფერსათის ანუ მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები ხშირად იცვლებოდა: დასავლეთით იმერეთის მეფეს საჭილაო-სამიქელაოს ოდიშის მთავარი ეცილებოდა, სამხრეთით საჯავახოს გურიელი ითვისებდა. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იყო. აქვე იყო მეფის მთავარი რეზიდენცია. XVII საუკუნეში იმერეთის სამეფოს 40 ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლო.
სოციალური წყობა

XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ამ სამეფოში დაახლოებით 120 ათასამდე მცხოვრები იყო. იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში, ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა და სხვა), რომელთაც საგადასახადო, ადმინისტრაციული და ნაწილობრივ სასამართლო იმუნიტეტი ჰქონდათ მოპოვებული და ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკავებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ (სათავადო).

XVIII საუკუნის შუა წლებში იმერეთის სამეფოში 100-მდე თავადი იყო. ისინი მეფის ან უფლისწულის ვასალები იყვნენ. მაგრამ თავადები, განსაკუთრებით დიდებული თავადები, "ხელმწიფობისაკენ" (სუვერენობისაკენ) მიისწრაფოდნენ და ამ ნიადაგზე იმერეთის მეფესა და მათ შორის განუწყვეტელი ბრძოლა იყო. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტოს) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა "დარბაზი" ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი მსხვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ. იმერეთის სამეფოს მართვა-გამგეობის სტრუქტურა ქართლისა და კახეთის სამეფოთა მიმსგავსებით იყო აგებული.
ტერიტორიული წყობა

1651-1661 იმერეთის სამეფო ოთხ სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ ანუ სასარდლოდ დაიყო: რაჭის, არგვეთის (ზემო იმერეთი), ვაკისა და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთის სამეფოში სარდლის სახელო, ისე როგორც სხვა სახელოები, მემკვიდრეობით ეპყრათ გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს: "ზემო ქვეყნის" ანუ "ზემო მხარისა" (ზემო იმერეთი) - წერეთლებს, ვაკისა (ქვემო იმერეთი) - წულუკიძეებს, ოკრიბა-ლეჩხუმისა - აგიაშვილებს და რაჭის - რაჭის ერისთავებს.

1769, რაჭის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, რაჭის სასარდლო ზემო იმერეთის სასარდლის შეუერთდა. იმერეთის სამეფოში ყველაზე მსხვილი ფეოდალი მეფე იყო, რომლის დომენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში იყო მოქცეული. სოლომონ II-ის დროს (1789-1810) მეფის დომენი 26 მოურავისაგან შედგებოდა. თითოეულ სამოურავოს საკუთრივ მეფის მოურავი განაგებდა. მაღალი თანამდებობის საერო მოხელეთა შორის იმერეთის სამეფოში უპირველესი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა.
რელიგია

იმერეთის სამეფოს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელშიც ხშირად "ჩრდილოსა და აფხაზეთის" ან "აფხაზ-იმერთა" ან კიდევ "პონტო ჩრდილოით აფხაზ-იმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად" იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI საუკუნის II ნახევარში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ - გელათში. აქ კათოლიკოსს ეჭირა წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც საკათალიკოსო ეკლესიად იყო ცნობილი. კათოლიკოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ როგორც იმერეთის სამეფოს, ისე დასავლეთ საქართველოს სამთავროების საეკლესიო მსახურნი. მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკური დაქსაქსულობისა, საეკლესიო სფეროში ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული იყო. იმერეთის სამეფოში 4 საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის. აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის მონასტრები და მრავალი სხვა ეკლესია-მონასტერი.
გარე და შინაომები

1555 ირან-ოსმალეთის შორის დადებული ამასიის ზავით იმერეთის სამეფოს გურია-ოდიშის სამთავროები და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო. ამის შემდეგ XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში იმერეთის სამეფო ოსმალეთის აგრესიის მუდმივი ობიექტი იყო. XVII საუკუნის I ნახევრიდან იმერეთის სამეფო ოსმალეთის სასარგებლოდ ყოველწლიურად ხარკს იხდიდა. ამავე საუკუნის 60-იან წლებში კი ქუთაისში ოსმალეთის გარნიზონი იდგა. იმერეთის მეფეს ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. განსაკუთრებით გამწვავდად დამოკიდებულება იმერეთის მეფესა და ლევან II დადიანს შორის. დადიანი განუწყვეტლივ თავს ესხმოდა.

იმერეთის სამეფოს XVII საუკუნის 30-იან წლებში კი იმერეთის მეფე გიორგი III ტყვედ ჩაიგდო და მისი განთავისუფლების საფასურად მეფის მემკვიდრისაგან მიიღო მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე ტერიტორიული საჭილაო-სამიქელაო, ჩხერისა და ჩიხორის ვაჭრები, მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და იარაღი, აგრეთვე თვალ-მარგარიტი. მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე გაბატონებული დადიანი ახლა უფრო თავისუფლად თარეშობდა მთელ ქვემო იმერეთში და ფაქტობრივად ეს ტერიტორია ქუთაისამდე მიტაცებული ჰქოდნა.


დადიანის მძლავრობამ იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660) აიძულა დახმარების სათხოვნელად რუსეთის ხელმწიფოსათვის მიემართა. 1649 მან თავისი ელჩი გაგზავნა რუსეთში და რუსეთის ხელმწიფეს ალექსი მიხეილის ძეს მფარველობაში მიღება და ოდიშის მთავრის წინააღმდეგ დონელი კაზეკების გამოგზავნა სთხოვა. 1650 რუსეთის მთავრობამ საპასუხო ელჩობა გამოგზავნა იმერეთში ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის მეთაურობით (ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა იმერეთში). ალექსანდრე III-მ და მისმა დიდებულებმა რუსეთის ხელმწიფოსადმი ვასალური ერთგულების ფიცი მიიღეს, მაგრამ ამ ელჩობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ ოდიშის სამთავროს საქმეები აირია. იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ ისარგებლა ამ გარემოებით და ოდიში დალაშქრა, დაიპყრო უნაგირას მთის აქეთ "აღმოსავლეთის კერძი" და იმერეთისა და ოდიშის საზღვრად მდ. ცხენისწყლის ნაცვლად უნაგირას მთა დააწესა. ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ (1660) იმერეთის სამეფო ფეოდალურ ანარქიამ მოიცვა. მეფის ხელისუფლება დასუსტდა. ბაგრატ IV სამჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან, ასეთივე იყო იმერეთის სხვა მეფეთა ბედიც. იმერეთის სამეფოში შექმნილი ვითარება ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ოსმალეთის აგრესიის გაძლიერებას.


1752, როცა სოლომონ I გამეფდა, იმერეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები (ქუთაისის, შორაპნის, ცუცხვათის, ბაღდადის) თურქებს ეპყრათ. სამეფოს შიგნით განკერძოებისათვის მებრძოლი არგვეთის თავადი ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავები მძლავრობდნენ. მათ ზურგს უმაგრებდა ოსმალეთი. იგი დიდი ხალისით აძლევდა თავშესაფარს და დამხმარე ლაშქარს იმარეთის მეფის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებს. ხშირად განგებ უპირისპირებდა მეფეს სამეფო სახლის რომელიმე წევრს ან ამა თუ იმ ძლიერ თავადს და ამით ცენტრალური ხელისუფლებას უფრო მეტად ასუსტებდა.
სოლომონ I-ის მეფობა

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I-ის მეფობაში (1752- 1784). სოლომონ I ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას, ხოლო ქვეყნის შიგნით - ფეოდალურ რეაქციას. მეფემ დაიმორჩილა თავადი აბაშიძეები, გააუქმა რაჭის საერისთავო, აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რაც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონმა დაამარცხა თურქი ინტერვენტები და XVIII საუკუნის 60-იან წლების მიწურულს გაათავისუფლა მათგან იმერეთის ციხესიმაგრეები (ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის). ამაში სოლომონს დიდად შეუწყო ხელი რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომმა და იმერეთის სამეფოში რუსთა სამხედრო კორპუსის შემოსვლამ გენ. ტოტლებენის მეთაურობით. ამ წარმატებებმა ხელი შეუწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებას იმერეთში. ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ ოამალთა აგრესიის საფრთხე მაინც არსებობდა. გურია-ოდიშის მთავრებიც არ ემორჩილებოდნენ მეფეს. სოლომონ I ოსმალთა ქვეშევრდომობისაგან იმერეთის საბოლოოდ განთავისუფლებას, მთავრების დამორჩილებას და ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას ცდილობდა. მან 1774 წელს (ისე როგორც ადრე, 1768 წელს) დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა. მაგრამ ამ დროს რუსეთს არ სურდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, იმავე 1783, სოლომონ I-მა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მის ცდას შედეგი არ მოჰყვა.
დაკნინება


სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძოლა. ფეოდალური შინაომები კვლავ განახლდა. 1784 წელს გამეფებული დავით II (გიორგის ძე) მალე ტახტიდან გადააგდო დავით არჩილის ძემ და 1789 წელს თვითონ გამეფდა სოლომონ II-ის სახელით. დამარცხებული დავით გიორგის ძე ბრძოლას განაგრძობდა. მხოლოდ XVIII საუკუნის მიწურულისათვის შეძლო სოლომონ II-მ სამეფოს საბოლოოდ შემომტკიცება. მაგრამ გამწვავდა მისი დამოკიდებულება ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანთან. თურქებიც განუწყვეტლივ არბევდნენ იმერეთის სამეფოს საზღვრისპირა ადგილებს. რუსეთის მთავრობა სარგებლობდა დადიანსა და იმერეთის მეფეს შორის ჩამოვარდნილი შუღლით და მას თავისი ინტერესებისათვის იყენებდა, ამავე მიზნით ეხმარებოდა იგი დადიანსაც. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ 1804 წლის 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. ელაზნაურის შეთანხმებით, რომლის პირობები რუსეთის მიერ იყო ნაკარნახევი, იმერეთის მეფე ყველაფერში რუსეთს უნდა დამორჩილებოდა. სოლომონი კი საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და რუსეთის იმპერატორის ვასალობას თხოულობდა. ურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა (იმერეთის აჯანყება 1810), მაგრამ 1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო და იქ თავისი მმართველობა დაამყარა.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0