მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება, წარმოთქმული შენდობის კვირას
საქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
სოლომონ I
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში

1703 წელს ოსმალთა სულთანის ბრძანებით დიდი ჯარი შეიჭრა დასავლეთ საქართველოში . მათი მიზანი იყო საქართველოს ამ მხარის საბოლოოდ დამორჩილება. ქართველები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს მაგრამ ძალები უთანაბრო იყო. ოსმალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს გურია, იმერეთი და სამეგრელო. მაგრამ სულთანის კარზე მომხდარი გადატრიალების გამო ჯარმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და დასავლეთ საქართველო დატოვა. დასავლეთ საქართველო ამჯერად გადაურჩა ოსმალთა დაპყრობას, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთული იყო. ამ ომის გამო ქვეყანა აოხრდა , რის შემდეგაც იმერეთში სამეფო ტახტის დასაკავებლად ბრძოლები დაიწყო.

ასეთ ვითარებაში 1721 წელს იმერეთის ტახტზე ავიდა ალექსანდრე V. ალექსანდრე ვახტანგ VI-ის კარზე იყო აღზრდილი და მისი მხარდაჭერით სარგებლობდა. ალექსანდრეს გამეფებისთანავე ოსმალებმა დაიკავეს შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპიროები. თურქთა გარიზონები იდგა : ბათუმში, ფოთში, სოხუმში და სხვა ქალაქებშიც. ამის შედეგად დასავლეთ საქართველოს მოესპო გასასვლელი შავ ზღვაზე. ქვეყნის შიდა რაიონებიც ოსმალებს ეკავათ. ოსმალთა ჯარი იდგა : ქუთაისის, ბაღდათის და შორაპნის ციხეებშიც. ალექსანდრე მოკავშირეებს ეძებდა ოსმალებთან საომრად , ამიტომ მან რუსეთში ელჩობა გააგზავნა , მაგრამ დახმარებაზე უარი მიიღო. იმერეთში ძლიერი ხელისუფლება არ იყო ამიტომ მეფეს უკვე მთავრებიც აღარ ემორჩილებოდნენ. ასეთ ვითარებაში მეფის კუთვნილი ციხეების და მიწების დიდი ნაწილი თავადების ხელში გადავიდა. 1752 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა სოლომონ I-მა.

გამეფებისთანავე სოლომონმა აკრძალა ტყვის სყიდვა. ამის გამო მის წინააღმდეგ გამოვიდნენ საკუთარი ბიძები, საკუთარი ბაბუა და დედაც კი. მათ მოახერხეს სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება, მაგრამ ის მალევე ავიდა ტახტზე. მეფემ ირგვლივ შემოიკრიბა წვრილი თავადები და აზნაურები. სოლომონი ხვდებოდა რომ ურჩი თავადების დასჯა რთული იქნებოდა სანამ ქვეყანაში ოსმალთა ჯარი იდგა, ამავდროულად ოსმალები ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ქვეყანაში ტყვის სყიდვას. სოლომონმა უპირველეს ამოცანად იმერეთიდან ოსმალთა განდევნა დაისახა.


^

იმერეთის სამეფოს გერბი


1757 წელს სოლომონ I-ის დასამორჩილებლად იმერეთში დიდი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ჯარის დიდი ნაწილი ხრესილის ველზე დაბანაკდა. ბრძოლის დაწყებამდე სოლომონმა ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, რათა ოსმალებს დახმარება არ მიეღოთ. 1757 წლის 14 დეკემბერს ქართველები შეტევაზე გადავიდნენ . ოსმალთა რიგებში სოლომონის ბაბუა ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავი როსტომ რაჭის ერისთავი იმყოფებოდა. ოსმალებმა ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს და ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ.

1758 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ , კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ. 1759 წელს სოლომონმა საგანგებო საეკლესიო კრება მოაწყო. კრების გადაწყვეტილებით ტყვის სყიდვაში მონაწილე ყველა პირი სასტიკად უნდა დასჯილიყო. ეკლესიამ მხარი დაუჭირა მეფის უმკაცრეს ღონისძიებებს. სოლომონის მოღვაწეობა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის გაძლიერებისაკენ ოსმალთა სულთანს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ოსმალებმა ილაშქრეს იმერეთში და ქუთაისში მეფედ სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი დასვეს. სოლომონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი ოსმალებმა იმერეთი დატოვეს, სოლომონმა ტახტი დაიბრუნა , თეიმურაზი გაიქცა. სოლომონის უკომპრომისო ბრძოლის შედეგად 1767 წლის ხელშეკრულებით, ოსმალეთი იმერეთს ცნობდა არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ სამეფოდ.

1768 წელს სოლომონ I-მა საბოლოოდ დაამარცხა თეიმურზი და ციხეში გამოკეტა. მეფემ როსტომ რაჭის ერისთავიც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა, მისი საერისთავო კი გააუქმა. 1768 წელს სოლომონმა თავისი ელჩი მაქსიმ ქუთათელი გააგზავნა რუსეთში. მაქსიმის რუსეთში ჩასვლისას მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. რუსეთი დაინტერესებული იყო კავკასიაში ოსმალეთთან ომით, რის გამოც კავკასიაში გენერელ ტოტლებენის მცირერიცხოვანი ჯარი გამოიგზავნა. 1769 წელს ტოტლებენი უკვე იმერეთში იყო. ქართვლების და რუსების ჯარმა შორაპნის ციხე აიღეს. ამ დროს სოლომონს მოუვიდა ცნობა იმერეთში ოსმალთა შემოჭრის შესახებ, სოლომონმა ბრძოლისთვის მზადება დაიწყო .ტოტლებენი კი ქართლში დაბრუნდა. რუსები იმერეთში ხელახლა ასპინძის ბრძოლის შემდეგ გადავიდნენ , ტოტლებენი იმერეთში თავისი მოსაზრებით მოქმედებდა და სოლომონის რჩევებს არ ითვალისწინებდა. მალე ტოტლებენი რუსეთში გაიწვიეს ახალმა სარდალმა არ გაითვალისწინა გაფრთხილება და ზაფხულში ფოთისთვის ბრძოლა დაიწყო . ჯარი კოლხეთის ჭაობში ვერ იბრძოდა , ამიტომ უამრავი ჯარისკაცი ციებ-ცხელებით დაავადდა. 1772 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა იმერეთი და სრულიად საქართველო. 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ქუჯუკ-კაინარჯის ზავი, ზავის თანახმად რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე თურქების გავლენას იმ შემთხვევაში თუ ის დასავლეთ საქართველოდან ხარკის აღებას შეწყვეტდა.

1778 წელს სოლომონს აუჯანყდა თავისი შვილი ალექსანდრე. მეფემ აჯანყება ჩაახშო. ამ მოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა. 1780 წელს ოსმალები აფხაზეთის მხრიდან ოდიშში შემოიჭრნენ. დადიანს სოლომონიც მიეხმარა და რუხის ციხესთან ოსმალები დამარცხდნენ. ამის შემდეგ ოსმალები უკვე აჭარა გურიის მხრიდან შემოიჭრნენ. მეფემ საპასუხო ღონისძიების გატარება განიზრახა და შეტევისთვის მზადება დაიწყო. ქართველებმა დაიკავეს ქობულეთის მხარე და ბათუმს მიადგნენ. მაგრამ უკან დაბრუნებისას ჩასაფრებულ მტერს წააწყდნენ . ქართველთა თავადადებამ იხსნა მეფე ტყვეობისაგან. 1784 წელს სოლომონ I გარდაიცვალა, ის გელათში დაკრძალეს.

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მეფემ თავის მემკვიდრედ ძმისშვილი დავით არჩილის ძე დაასახელა. დავითი ამავე დროს ერეკლეს შვილიშვილიც იყო. სოლომონის გარდაცვალებისას დავითი 12 წლის იყო და ბაბუსათან იზრდებოდა. ამით ისარგებლა სოლომონის ბიძაშვილმა დავით გიორგის ძემ და დასავლეთ საქართველოს ტახტზე ავიდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0