მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება კვირაცხოვლობას
წმ. ზიარების შესახებ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II.
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში

XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთმა მიიერთა ყირიმის სახანო, რუსეთის ძალების დიდი ნაწილი შავი ზღვის აუზის ტერიტორიებზე იდგე, აშკარად გამოიკვეთა რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც. კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ ირანს და ოსმალეთს რუსეთიც დაემატა. ამ სამ სახელმწიფოს შორის რუსეთი ყველაზე ძლიერი იყო. ცხადი ხდებოდა რომ ვერც ოსმალეთი და ვერც ირანი რუსეთს წინააღმდეგობებს ვე გაუწევდა. ერეკლე II ამ ყველაფერს ხვდებოდა და ცდილობდა , რუსეთის სამხრეთისკენ სწრაფვა მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა. შექმნილ ვითარებაში აშკარა პრორუსული პოლიტიკის გატარება გარკვეულ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული, მართალია ამ პერიოდისათვის ოსმალეთიც და ირანიც საგრძნობლად დასაუსტებულები იყვნენ, მაგრამ მათ იმდენი ძალა მაინც ჰქონდათ რომ საქართველოსთვის სერიოზული დარტყმა მიეყენებიათ. მით უმეტეს რომ საქართველო ამ დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მთელი საქართველოს მოსახლეობა 700-800 ათას არ აღემატებოდა. ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინ იდგა. ასეთ ვითარებაში ძლიერი მფარველის ძიება სრულიად ბუნებრივი იყო. ირანის და ოსმალეთის მფარველობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. შექმნილ ვითარებაში ევროპას საქართველოს დახმარების სურვილი არ ჰქონდა, რჩებოდა ერთადერთი ქვეყანა რუსეთი.

შექმნილ ვითარებაში რუსეთის ინტერესებში შედიოდა კავკასიონის ქედის გადმოლახვა. ორმხრივი დაინტერესება აშკარა იყო, მაგრამ რუსეთს სურდა მოლაპარაკებები ისე წაეყვანა თითქოს ამ ყველაფრის ინიციატორი ერეკლე იყო. რუსი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერეკლეს რუსეთისთვის მიემართა ოფიციალური თხოვნით მფარველობაში მიღების შესახებ. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ერეკლე დათანხმდა და 1782 წლის 21 დეკემბერს ოფიციალურად მიმართა ეკატერინე II-ს იმპერიის მფარველობაში ქართლ-კახეთის მიღების შესახებ. ეს ფაქტი რუსეთის მთავარსარდლისთვის ძალიან მნიშვნელოვან იყო . რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათჰ ალი ხაბმა მოშალა ლაშქრობა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ , ხოლო ერეკლეს მეტოქე ქართლის ტახტზე ალექსანდრე ბაქარის ძე დააპატიმრეს. ერეკლე II-მ იმპერატორს გაუგზავნა სპეციალური სათხოვარი პუნქტები რომელშიც ჩამოთვლილი იყო პირობები რომლის შემდეგ ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდოდა. რუსეთის მთავრობამ დაიწყო ხელშეკრულების ტექსტის მომზადება. იმპერატორ ეკატერინე II-ის მოთხოვნით, ქართლ-კახეთის ტრაქტატში გაფორმდა არა ქვეშევრდომის არამედ სრულიად რუსეთის იმპერიის მფარველობაში შსული ქვეყანა.

1783 წლის ბოლოს ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა და კავკასიის ხაზის სარდალს გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს უფლებამოსილება მიეცა საქართველოს წარმომადგენელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების პროექტი ერეკლეს გაეგზავნა . სამეფო საბჭოზე მისი დეტალურად განხილვის შემდეგ გადაწყდა მისი მიღება. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელებმა იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს რუსეთთან მეგობრობის პირობებს. რუსეთის მხრიდან ტრაქტატს ხელს აწერდა გენერალი პავლე პოტიომკინი. 1784 წლის 24 იანვარს , მას შემდეგ რაც პეტერბურგიდან მიიღეს ეკატერინე II-ის სარატიფიკაციო სიგელი, ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ერეკლე II-მ . ტრაქტატი ძალაში შვიდა.ტრაქტატი ითვალისწინებდა ორმხრივ ვალდებულებებს.


^

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II 



    ქართლ-კახეთის მეფე საქვეყნოდ საუკუნოდ უარყოფდა თავის დამოკიდებლობას სხვა რომელიმე ქვეყნისადმი და მხოლოდ რუსეთის მეფის უზენაესობას და მფარველობას აღიარებდა.

    საქართველოს სამეფო ტახტზე ასული მეფე რუსეთს უნდა დაემტკიცებინა, მასვე უნდა გამოეგზავნა სამეფო ნიშნებიც.

    საგარეო პოლიტიკა ამიერიდან ქართლ-კახეთს მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით უნდა ეწარმოებინა, საჭიროების შემთხვევაში ქართლ-კახეთი მთელი თავისი ძალით რუსეთის მხარეს უნდა გამოსულიყო."

თავის მხრივ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთს ჰპირდებოდა მფარველობას და საგარეო მტრისგან დაცვას. რუსეთის იმპერატორი იმედოვნებდა რომ საქართველოს ისტორიული საზღვრები აღდგებოდა. რუსეთი ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. რუსეთის იმპერატორი პირობას იძლეოდა რომ ქვეყნის ტახტი ერეკლეს შთამომავლებს დარჩებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩამდგარიყო რუსეთის 2 ბატალიონი საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი ძალებიც გამოიგზავნებოდა. გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთი რუსეთზე დამოკიდებული ხდებოდა ,მაგრამ სუვერენულ ქვეყნად მაინც რჩებოდა. ამ ტრაქტატს ორეივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე II იმედოვნებდა რომ, ამის შემდეგ ქვეყანა დაცული იქნებოდა ირანისა და ოსმალეთისგან. რუსეთმა უომრად გადმოლახა კავკასიონის ქედი და ამ რეგიონში უაღრესად ხელსაყრელი პირობებში აღმოჩნდა.

ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ორი ბატალიონი უკვე 1783 წელს ნოემბეში შემოვიდა , ხოლო 1784 წელის იანვარში ერეკლემ საზეიმოდ მიიღო იმპერატორის ერთგულების ფიცი. ამ ამბავმა ამიერკავკასიის მაჰმადიან სახანოებს შიშის ზარი დასცა. თავდაპირველად საქართველოს მეზობელი სახანოები ნახევრად მორჩილების გამოცხადებითა და ერთგულების აღთქმით ცდილობდნენ რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას. შეშინდნენ დაღესტნელი მთიელებიც. მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა ოსმალეთის მტკიცე პოზიციამ.


^

გარსევან ჭავჭავაძე


რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ანალოგიური ტრაქტატი იმერეთთანაც დაედო, ამაზე სულთანმა რუსეთს აგრძნობინა რომ ამას უომრად არ დაუშვებდა. რუსეთი იძულებული გახდა იმერეთთან ტრაქტატის დადებაზე უარი ეთქვა. ოსმალეთი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მისი მოწოდებით ” სარწმუნოების დაცვის ლოზუნგით” ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აღდგნენ ამიერკავკასიის ხანები და დაღესტნელი მთიელები. ერეკლეს განუდგნენ და ხარკი შეუწყვიტეს ერევნის და განჯის ხანებმა . ერეკლეს უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ყაზახ-შამშადილუს თათრები. ლეკებმა გაახშირეს თავდასხმები კახეთის სოფლებზე. რუსეთის ორი ბატალიონი და ერეკლე II-ის ძალები საკმარისის არ იყო მაჰმადიანთა მოსაგერიებლად. ერეკლე რუსეთისგან დამატებითი ჯარების გამოგზავნას ითხოვდა, რუსები ჯარის გამოგზავნაზე თავს იკავებდნენ. რუსეთს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად ქართლ-კახეთის გაძლიერება და მეზობლებზე გაბატონება. ამავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიამ რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. ამ ყველაფრის მეთაური იყო შეიხ მანსური. ამ მოძრაობამ მოიცვა ჩეჩნეთი და გავრცელდა ჩერქეზეთში და დაღესტანში. შეიხ მანსურთან ურთიერთობები დაამყარა ავარიის დაღესტნელმა ხანმა ომარმა, რომელმაც დიდი ჯარი გამოგზავნა ქართლ-კახეთში სალაშქროდ. 1785 წელს კახეთის საზღვრებს მოადგა ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქარი. ერეკლემ ქართლიდან ჯარი ვერ გამოიყვანა რადგან ახალციხის მხრიდან ოსმალთა შემოსევას ელოდა. მოსავლის აღების დრო იყო და კახეთიდანაც სათანადო ჯარი ვერ შეიკრიბა. კახეთის მცირერიცხოვანი ჯარით და რუსეთის ორი ბატალიონით მტრების შეჩერება შეუძლებელი იყო . ერეკლემ მოსახლეობა ციხეებში გახიზნა თვითონ კი ჯარით თელავში დადგა. ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და ბორჩალოსკენ გაემართა. ერკლე ფეხდაფეხ დაედევნა მტერს მაგრამ ცუდი გზების გამო არტილერიის სწრაფი გადაადგილება შეუძლებელი იყო. ომარ-ხანმა ახტალა გაძარცვა . აქედან 800 ზე მეტი ტყვე და დიდძალი ვერცხლის ფული წაიღო. ამის შემდეგ ახტალას მუშაობა ფაქტიურად გაჩერდა რამაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მოუტანა. რუსებმა მხოლოდ ის მოახერხეს რომ 1000 ჩერვონეცი გაუგზავნეს ავარიელ ხანს და ქვეყნის აოხრებაზე ხელის აღება სთხოვეს. ერეკლე იძულებული გახდა მშვიდობა დიდ გამოსასყიდად მოეპოვებინა. მას საქართველოს დარბევის შესაწყვეტად 5 000 მანეთის გადახდა მოუწია.


^

კრწანისის ბრძოლა 1795 წელი


ერეკლე II მიხვდა რომ რუსეთის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ერეკლე შეეცადა რუსეთის გარდა სხვა მოკავშირეც მოეძებნა. ქართლ-კახეთის მეფემ ელჩი გაგზავნა ეგვიპტეში, სადაც ძალაუფლება იმ დროს ქართველი მამლუქი ბეგების ხელში იყო . მამლუქებმა სიხარულით მიიღეს ერეკლეს ელჩი, მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამ დროს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშასთან. ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენლები დიდი პატივით მიიღო ირანის შაჰობის კანდიდატმა აღა-მაჰმად-ხანმა, თუმცა რაც უფრო ძლიერდებოდა ის მით უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიოდა ქართლ-კახეთის მიმართ. 1786 წელს გაიმართა თათბირი რომელზეც უნდა გადასინჯულიყო საგარეო კურსი, მაგრამ ეს არ მოხდა. პრორუსული ორიენტაციის შეცვლა მკვეთრად გაართულებდა ურთიერთობებს რუსეთთან . უკვე ერეკლეს არც ოსმალეთი და არც ირანი ენდობოდა.

1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. იმავე წელს რუსეთმა ჯარი გაიყვანა ქართლ-კახეთიდან. რუსეთმა ჯარის გაყვანა იმით ახსნა , რომ თითქოს ეს საშუალებას მისცემდა ქართლ-კახეთს მოეგვარებინა ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.

1789 წელს დავით არჩილის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის მიმდინარე ბრძოლისაგან დაღლილი იმერელი თავდაზნაურობა ქართლ-კახეთში ჩამოვიდნენ და ერეკლეს იმერეთის შეერთება შესთავაზეს. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების განსახილველად. დარბაზის უმრავლესობა იმერეთის შეერთების მომხრე იყო. ორდღიანი განხილვის შემდეგ ერეკლმ განაცხადა რომ, ის ვერ შემოიერთებდა იმერეთს და ვერ წაართმევდა ტახტს მის შვილიშვილს. ამ დროს იმერეთი ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და მისი შემოერთებით გამწვავდებოდა ურთიერთობები ოსმალეთთან. 1789 წელს იმერეთში გამეფდა დავით არჩილის ძე რომელმაც თავისი ბაბუის პატივსაცემად სოლომონ II იწოდა.


^

აღა-მაჰმად-ხანი


1790 წელს ერეკლე II ის მდივნის სოლომონ ლიონიძის ძალისხმაევით დაიდო ” ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა”. ამ ხელშეკრულებით იმერთის მეფე სოლომონ II, სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი , გურიის მთავარი სვიმონ გურიელი აღიარებდნენ ერეკლე II ის უპირატესობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნე 1883 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.

ქართლ-კახეთის რეაქციულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე დარეჯან დედოფალი. დარეჯანი მხოლოდ თავისი და შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მას ძალიან აწუხებფდა ის ფაქტი რომ ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი რომელიც ერეკლეს სხვა ცოლისგან ჰყავდა. დარეჯანი შიშობდა რომ გიორგის გამეფების შემთხვევაში, მისი მრავალრიცხოვანი შვილები დაიჩაგრებოდნენ . 1791-1792 წლებში დარეჯანმა და მისმა შვილებმა ერეკლეს მიაღებინეს კანონი ტახტის მემკვიდრეების და საუფლისწულოების შესახებ. მემკვიდრეობის კანონის მიღების შემდეგ ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე არამედ გვარში უფროსზე. საუფლისწულეოების კანონის მიღების შემდეგ თითოეულ ბატონიშვილს მიეცა 1003 კომლი ყმა , ხოლო მემკვიდრე გიორგის 4000. ამის შემდეგ უფლისწულები დასხდნენ საკუთარ მამულებში და მეფე მამას სარეთოდ აღარ ემორჩილებოდნენ. ბატონიშვილები, რეაქციულ თავადებზე უფრო რეაქციულად მოქმედებდნენ.

ქართლ კახეთს კი რეალუერი საფრთხე ემუქრებოდა აღა-მაჰმად ხანის მხრიდან. აღა-მაჰმად ხანი უკვე ერეკლესგან რუსეთთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტას მოითხოვდა. ის რომ აღა-მაჰმად-ხანი ქართლის წინააღმდეგ გამოილაშქრებდა ცხადი იყო. ერეკლე დახმარებას რუსეთს სთხოვდა. რუსეთი მას აიმედებდა, მაგრამ ჯარს არ აგზავნიდა. რუსეთი რომ ქართლ-კახეთს არ დაეხმარებოდა ეს აღა-მაჰმად ხანმაც იცოდა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს ირანელები სოღანლუღასთან ბრძოლაში დამარცხდნენ . აღა-მაჰმად-ხანი გაბრუნებას აპირებდა , მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. 11 სექტემბერს კრწანისის ველზე 5 000-მა ქართველმა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 000 ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო ქართული ერის ისტორიაში. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა , ქართველები დამარცხდნენ. 75 წლის ერეკლე ბრძოლის ველიდან ძალით გაიყვანეს შვილიშვილებმა. ქართლ-კახეთის ბედი გადაწყდა, დამარცხებულ ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა არაფრით არ შეეძლო. ირანის შაჰმა თბილისი აიღო და საშინლად გადაწვა. 1796 წელს რუსებმა ვითომდა აღა-მაჰმად-ხანის დასასჯელად ირანში ლაშქრობა მოაწყვეს. ამ შემთხვევაში რუსეთს სურდა განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო ლაშქრობა შეწყდა და ჯარი უკან დაბრუნდა. კრწანისის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა მძიმე გავლენა მოახდინა ერეკლეზე. აღა-მაჰმად-ხანის წასვლის შემდგომ მეფე თბილისში აღარ დაბრუნებულა. იგი თელავში გადავიდა სადავ გარადიცვალა კიდეც 1798 წლის 11 იანვარს . ერეკლე II სვეტიცხოველში დაკრძალეს.

ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა გიორგი XII-მ. გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. გიორგის მამის სიცოცხლეშივე რთული ურთიერთობები ჰქონდა მის ნახევარძმებთან. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ეს დამოკიდებულები კიდევ უფრო დაიძაბა. ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. გიორგი XII-მ სცადა მათი დამორჩილება მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი თავდები და აზნაურები ორ ჯგუფად დაიყვნენ ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ს ვაჟს დავითს , ხოლო მეორენი ერეკლე II-ის ძეს იულონს.

1799 წელს ქართლ-კახეთში რუსეთის ერთი პოლკი შემოვიდა გენერალ ლაზარევის მეთაურობით. ამ ჯარს ჩამოჰყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი XII-ის კარზა კოვალენსკი. გიორგის მთავარი საზრუნავი იყო რომ ტახტი გადასულიყო მის შთამომავლებზე და არა მის ნახევარძმებზე. რუსეთი ქართლ-კახეთში არსებულ ვითარებას კარგად იყენებდა. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააკმაყოფილა გიორგი XII-ის თხოვნა და ტახტის მემკვიდრედ დავითი დაამტკიცა. ამ ამბავმა გიორგის ნახევარძმების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი XII-მ ვიწრო წრეებთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო , შეეცვალა ტრაქტატის ზოგიერთი პირობა. კერძოდ, რუსეთს მიეცა უფლება ჩარეულიყო ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში. ამის სანაცვლოდ გიორგი გარანტიას ითხოვდა რუსეთისგან რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლებს დარჩებოდა. ეს გადაწყვეტილება თავად დავით გიორგის ძისთვისაც კი არ იყო ცნობილი.

გიორგი XII-ის მცდელობებს უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა. რადგან რუსეთის საიმპერატორო კარს ყველაფერი გადაწყეტილი ჰქონდა. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა მოაწერა ხელი მანიფესტს რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო უქმდებოდა და ის უშუალოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ხდებოდა. ათი დღის შემდეგ 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ გენერალმა ლაზარევმა , შეკრიბა თავადები და განუცხადა რომ ქვეყნის შემდგომ ბედს რუსეთის იმპერატორი გადაწყვეტდა. მომავალი მეფის საკითხს გენერალი საერთოდ არ შეეხო. ლაზარევის გვერდით მდგარმა სოლომონ ლიონიძემ თავადებს განუცხადა: გენერალი დავით გიორგის ძეს მეფობას ულოცავსო. ამის გამო სოლომონ ლიონიძემ მკაცრი შენიშვნა მიიღო, შეკრების შემდეგ სოლომონი დააპატიმრეს. მან გაქცევა მოახერხა და თავი იმერეთს შეაფარა.

ამასობაში 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი გამოქვეყნდა. ქართლ-კახეთის დროებით გამგებლად დავით გიორგის ძე დაინიშნა. 1801 წლის მარტში შეთქმულებმა პავლე I მოკლეს. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კავკასიის ხაზის მმართველ გენერალ კნორინგს დაავალა გაერკვია ვითარება ქართლ-კახეთში. კნორინგი ჩამოვიდა თბილისში სამეფოს გამგებელი დავით გიორგის ძე გადააყენა და ქვეყნის მმართველად გენერალი ლაზარევი დანიშნა. კნორინგმა შეისწავლა მდგომარეობა ქართლ-კახეთში და თავისი დასკვნა გაუგზავნა იმპერატორს რომელშიც ნათქვამი იყო რომ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობა არ შეიძლებოდა.


^

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII


ალექსანდრე I-ის მანიფესტი 1801 წლის 12 სექტემერს გამოქვეყნდა . 1802 წლის 12 აპრილის კი ეს მანიფესტი სიონის ტაძარში შეკრებილ თავდ-აზნაურობას გააცნეს. რუსეთმა უბრძოლველად მოახერხა ის რასაც ბრძოლით ირანი და ოსმალეთი ვერ ახერხებდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0