საიტის მენიუ
ჩვენთან არს ღმერთი










ჩვენი გამოკითხვა
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სტუმარი | მომხმარებელი |
100%
სულ საიტზეა 2 ადამიანი
დღეს შემოვიდა 0 მომხმარებელი

საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი

ჩვენთან არს ღმერთი










თქვენი რეკლამა


სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ქართლის სამეფო
ქართლის სამეფო
ქართლის სამეფო, ფეოდალური სახელმწიფო 1484-1762, საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომლის ცენტრი იყო ქ. თბილისი.
თითქმის ორნახევარი საუკუნის გამნავლობაში უცხოელ დამპყრობთა განუწყვეტელი შემოსევებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებულ საქართველოს XV საუკუნის შუა წლებში ახალი აგრესიული სახელმწიფო ოსმალეთი დაუმეზობლდა. საქართველოში გაძლიერდა შინაფეოდალური ომები. 1463 საქართველოს მეფე გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში (ახლანდელი ჩხარის ჩრდილო-აღმოსავლეთით) დაამარცხა ბაგრატ ბაგრატიონმა, რომელმაც თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა (შემდეგში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI). 1465 სამცხე-საათაბაგოს მთავარმა ყვარყვარე II-მ გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელმაც 1466 ქართლი დაიჭირა და თავი მეფეთა მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებულმა გიორგი VIII-მ ვერ შეძლო ტახტის დაბრუნება, კახეთში გადავიდა და საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. ქართლისა და იმერეთის მეფე გახდა ბაგრატ VI (1466-1478) ქართლ-იმერეთის სამეფოში შინაფეოდალური ბრძოლები გრძელდებოდა მეფე კონსტანტინე II-ის (1478-1505) დროსაც. 1483 არადეთის ბრძოლაში ყვარყვარე II-მ დაამარცხა კონსტანტინე II, ამით ისარგებლა ბაგრატ VI-ის ძემ ალექსანდრემ და 1484 თავი დასავლეთ საქართველოს მეფედ გამოაცხადა. კონსტანტინე II-ის ცდა, აღედგინა ქართლ-იმერეთის ერთიანობა, 1489 მარცხით დამთავრდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართლის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას.
XV საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II და კახეთის სამეფოს სხვა პოლიტიკური მოღვაწენი იძულებული გახდნენ შერიგებოდნენ შექმნილ ვითარებას, ზავი დაედოთ კახეთისა და იმერეთის მეფეებთან და ათაბაგთან. სამცხე-საათაბაგო თუმცა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ფაქტობრივად სამთავრო იყო. სამეფო სამთავროებს შორის ბრძოლა გრძელდებოდა. 1513 წელს ქართლის სამეფომ კახეთის სამეფო დაიპყრო,მაგრამ ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა სამეფომ მხოლოდ 1513-1520 წლებამდე იარსება. მას ბოლო მოუღო ირან-ოსმალეთის აგრესიამ. 1518 წელს ქართლის სამეფო იძულებული გახდა მიეღო სპარსეთის სახელმწიფოს ვასალობა. 1520 წელს კახეთის დამოუკიდებელი სამეფო კვლავ აღდგა. სამეფო-სამთავროთა გაერთიანებისათვის ბრძოლის მარცხი იმითაც იყო გაპირობებული, რომ სხვა სამეფოები ქართლის სამეფოს პირველობას არ უთმობდნენ. ქართლის სამეფო ცდილობდა თავი დაეღწია ირანის ვასალობისაგან. ამის გამო 1522 წელს ქართლს ყიზილბაშთა ლაშქარი შემოესია. დამპყრობლებმა ქ. თბილისის დაიკავეს (თელეთის ბრძოლა). 1524 წელს ირანში შინაური ბრძოლის გამწვავების პირობებში ქართლის სამეფომ თბილისი დაიბრუნა და, როგორც ჩანს, ვასალობისაგან განთავისუფლდა. ამ დროიდან 16 წლის განმავლობაში ქართლის სამეფო ფაქტობრივად სუვერენული სახელმწიფო იყო. 1541-1554 წლებში ირანის შაჰი თამაზ I ოთხჯერ შემოესია ქართლს. თბილისი აიღო და ქალაქში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. ქართლის მეფემ ლუარსაბ I-მა (1527-1556) პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა. 1547 წლის იანვარში შაჰი მეორედ შეესია ქართლს, მოარბია ჯავახეთი, რომელიც ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ათაბაგ ქაიხოსრო II-ს დაუმორჩილა, მაგრამ ქართლი ბრძოლას განაგრძობდა. ლუარსაბმა კვლავ დაიბრუნა ჯავახეთი.
მომწონს
+98
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |