მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



რწმენა და სიყვარული
მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

სიხარული და მწუხარება სწრაფად ცვლის ერთმანეთს ჩვენი ერის ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე, როგორც სიხარული, ასევე მწუხარება, ღვთისგანაა დაშვებული და ისევ და ისევ ჩვენი ხალხის სულიერ გამოღვიძებას, სულიერ აღდგომასა და ამაღლებას ემსახურება. განსაცდელი ყოველ ადამიანს და მით უმეტეს ერს აფხიზლებს, ბოროტისაგან ათავისუფლებს და სულიერად წმენდს. რა სჭირდება დღეს საქართველოს? ძალიან ბევრი რამ, თითქმის ყველაფერი სჭირდება საქართველოს, მაგრამ ყველაზე მეტად სჭირდება სულიერი ძალა, სულიერი შემწეობა და მადლი, მადლი სულისა წმიდისა, რომელიც ჩვენ და ჩვენს წინაპრებს ჩადენილ ცოდვებს შეგვინდობს, ჩვენს უძლურებას განკურნავს და ნაკლს აღავსებს. ნაკლი კი მართლაც ბევრი გვაქვს. ადამიანის სული უფსკრულსა ჰგავს, რომლის ავსება შეუძლებელია. თუ იგი უკეთურ გზას დაადგა, არ იცის საზღვარი ბოროტების კეთებისა, ისევე როგორც უსაზღვროა სიკეთე იმისა, ვინც მოყვასის სიყვარულით ცხოვრობს და ყოველდღიურად ცდილობს იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე გუშინ იყო. ამგვარი ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სათნოების კიბეზე და რაც უდრო უახლოვდება ღმერთს, მით უფრო გრძნობს თავის უღირსებას. უფალი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ სრულყოფილნი ვითარცა მამა ჩვენი ზეციური სრულყოფილ არს. ცხადია, ადამიანი ვერასოდეს ვერ გაუტოლდება ღმერთს სრულყოფილებით, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ მისი სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია. სამწუხაროდ ასევე დაუსრულებელია დაცემაც. ასე რომ ადამიანის სულს ვერაფერი ვერ ამოავსებს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ავსება მისი სულიერი სამყაროსი და ყოველი ჩვენგანიც სწორედ იმისთვისაა მიაწიდებული, რომ სული წმიდის ტაძარი გახდეს.

განვლილი 70 წლის ბანძილზე მრავალი ტაძარი და მონასტერი დაინგრა, მაგრამ ყველაზე მძიმე და სამწუხარო ის იყო, რომ მრავალმა ქართველმა წინაპართა მიერ აშენებული ტაძრების დანგრევით თავისი სულიერი ტაძარი დაანგრია. ეს ხილული და უხილავი ტაძრები ხომ ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამიტომაც იყო, რომ რაც არ უნდა დიდი გასაჭირი დასტეხოდა თავს საქართველოს, ტაძრებს მაინც აშენებდა, რადგან ამ გზით შენდებოდა ჩვენი ერის სულიერი ტაძარიც.

წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: უფალმან ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ე.ი. ერს ყველაზე მეტად ძალა და მშვიდობა სჭირდება, მარტო მატერიალური კეთილდღეობა კი არა, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალა, რაც თავისთავად საწინდარი გახდება მატერიალური დოვლათისა. მაგრამ ერმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღვთისაა, რადგან დავით წინასწარმეტყველი იმას კი არ ამბობს, რომ უფალმა ძალი ერსა მისცეს, არამედ - ერსა თვისსა, თავის ერსო. ხოლო ერი ღვთის მაშინაა, როცა იგი მის მცნებებს აღასრულებს, ანუ არა მხოლოდ სახელითაა ქრისტიანი, არამედ ცხოვრებით. ეს გრძნობა იმისა, რომ ჩვენ ღვთის ერი ვართ - ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, რადგან ისინი ქრისტიანულად ცხოვრობდნენ, ჩვენ კი არა გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ დავიბრუნოთ.

ჩვენს ისტორიაში მრავალგზისაა აღწერილი ისეთი შემთხვევა, როცა ქართველებს ისე უკიდურესად გასჭირვებიათ, რომ ხსნის გზა ვეღარსად დაუნახავთ, მაგრამ ღვთის შემწეობით სასწაულებრივად გადარჩენილან. გავიხსენოთ ასეთი შემთხვევა „ქართლის ცხოვრებიდან". მონღოლებმა დაპყრობილი საქართველოდანაც გაიყვანეს ჯარი სხვა ქვეყნების დასარბევად. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს იმ ქვეყნის მკვიდრი, სადაც ისინი იბრძოდნენ, მათი მხედართმთავრის კარავში შეიპარა და მოკლა იმის იმედით, რომ მკვლელობა ქართველებს დაბრალდებოდა და მონღოლები და ქართველები ერთმანეთს დაერეოდნენ. მონღოლებმა ეს მკვლელობა მართლაც ქართველებს დააბრალეს; საქართველოს უდიდესი საფრთხე დაემუქრა, რადგან ჯარის ამოწყვეტა, რომელიც ლამის ყველა ქართველ მამაკაცს აერთიანებდა, მთელი ერის ამოწყვეტას ნიშნავდა. ნაწილმა ქართველებისა გადაწყვიტა იარაღისათვის მოეკიდა ხელი და უბრძოლველაღ არ დაეთმო სიცოცხლე, მაგრამ შემდეგ ყურად იღეს გონიერი კაცის რჩევა, რომელმაც აუხსნა ლაშქარს, რომ მისი დაღუპვა საქართველოს დაღუპვას მოასწავებდა და ლოცვისაკენ მოუწოდა, რადგან მათი მშველელი დედამიწის ზურგზე არავინ იყო გარდა ღვთისა. მაშინ ქართველთა მხედრობამ დაიჩოქა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეევედრა: მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა. როცა დაჩოქილი ქართველები ასე ლოცულობდნენ და მონღოლთა ცხენოსანი ჯარიც უკვე დაიძრა მათ ამოსაჟლეტად, ამ დროს ტყიდან ნამდვილი მკვლელი გამოვიდა და მონღოლებს განუცხადა, რომ იგი ამ ქვეყნის მკვიდრი და მათი მხედართმთავრის მკვლელი იყო. მან მონღოლებს უამბო, რომ როცა ტყეში იმალებოდა და სასურველ შედეგს ელოდებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი გამოეცხადა, რომელმაც უსაყვედურა, რომ მის გამო ამდენი ადამიანი უნდა დაღუპულიყო, უბრძანა გაჰყოლოდა და ეთქვა, რომ მკვლელი თვითონ იყო, ამ ველზე გამოიყვანა და თვითონ გაუჩინარდა. ეს იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, რომელმაც მძიმე განსაცდელის ჟამს იხსნა ქართველთა ჯარი და საქართველო. დღესაც, ჩვენი ერის მძიმე განსაცდელის ჟამს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ერთადერთი შემწე და მშველელი უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია და თუ საქართველოს გადარჩენა გვსურს, ლოცვა, მარხვა და მოღვაწეობა უნდა გავაძლიეროთ, რათა ცოდვებიძაგან განვიწმინდოთ და ღვთის წყალობა დავიმსახუროთ.

უფალმა დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი დედობრივი კალთა სრულიად საქართველოს, ამინ.

18 ოქტომბერი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/5
ნანახია: 1523 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0