მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



იერუსალიმში ვიზიტის შესახებ
სინდისის შესახებ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კახეთის სამეფო
კახეთის სამეფო

 XI - XII საუკუნეებში

კახეთის სამეფო — ქართული ფეოდალური სახელმწიფო XI საუკუნისა და XII საუკუნის დასაწყისში. ბიზანტიასთან გიორგი I-ის ურთიერთობის გართულებით ისარგებლა კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკე III-მ, განუდგა საქართველოს მეფეს,
ვიკიციტატა    
„დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა"

ამიერიდან მთელი XI საუკუნის განმავლობაში კახეთის სამეფო მთლიანი საქართველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის" ტიტულს ატარებდნენ. კახეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას მდ. ქსნიდან (დასავლეთით) ალჯიგანჩაიმდე (აღმოსავლეთით) და დიდოეთ-ხუნძახიდან (ჩრდილოეთით) მტკვრამდე (სამხრეთით). მის ფარგლებში შედიოდა ჰერეთის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი — ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი (ბელაქნის, ქაზათალის, კახის და შაქრის რაიონები).

ამიტომ თუ ქართულ წყაროების მიხედვით კახეთის მფლობელი ოფიციალურად „რანთა და კახთა მეფედ" იწოდებოდა, არაბულ წყაროებში იგი „შაქთა და გურჯთა მეფედ" ანუ იმავა „რანთა (ჰერთა) და კახთა მეფედ" იხსენიება. კვირიკემ ახალშექმნილი სახელმწიფოს ცენტრი თელავში გადაიტანა, ააგო სასახლე (დღევანდელი „ძველი გალავანი" თელავში), ჩაატარა გარკვეული ადმინისტრაციული რეფორმა — სამეფო დაყო 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, შტორის, ვეჯინის, ხორნაბუჯის და მაჭის). ფაქტობრივად, როგორც ჩანს, კვირიკემ შერყეული ძცელი ვითარება აღადგინა. პირველ ხანებში კახეთის მეფეები გაერთიანებული საქართველოს მეფეების მოკავშირედ გამოდიოდნენუცხო აგრესორებთან ბრძოლაში. მაგ., კვირიკე III გიორგი I-ს ეხმარებოდა ბიზანტიასთან ბრძოლაში, ხოლო ბაგრატ IV-ს — განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც ბაგრატ IV-მ ენერგიული ღონისძიებები გაატარა კახეთის სამეფოს საქართველოდან კვლავ შესაერთებლად, კახთა მეფეები თურქ-სელჩუკებს დაუკავშირდნენ და ამ გზით შეეცადნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღსართან I-მა, კახეთის სამეფო რომ შეენარჩუნებინა, ქრისტიანობაც კი დათმო და გამაჰმადიანდა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება დროებითი იყო, რადგან გაერთიანებული საქართველოს მეფეს კახეთის სამეფოში საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ჰქონდა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი აზნაურების სახით (აშოტ მარილელი, ხახულა, გურნი, ვაჟინის ერისთავი წირქვალელი და სხვა). სწორედ დიდებულ აზნაურთა ამ დასის, კერძოდ, არიშინიანისა და მისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო დავით აღმაშენებელმა XII საუკუნის დასაწყისში კახეთის უკანასკნელი მეფის აღსართან II-ის შეპყრობა და კახეთის სამეფოს შემოერთება.

ამიერიდან კახეთის სამეფო გაერთიანებული საქართველოს ადმინისტრაციული წესწყობილებისდა კვალად რამდენიმე ადმინისტარციულ ერთეულად დანაწილდა (კახეთის, ჰერეთის საერისთავოები, ხორნაბუჯის სანაპირო, „არიშინის ადგილი").


 1465—1762 წლებში

კახეთის სამეფო — გვიანდელი საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სამეფო (1465—1762). მისი პოლიტიკური საზღვრები იყო: დასავლეთით მდ. არაგვი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდ. მტკვარი, ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედი (ადგილ-ადგილ საზღვარი ქედს გადაღმაც გადადიოდა: პირიქით ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთის და წახური კახეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა).

XVII საუკუნის დასაწყისამდე კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდება, შემდეგ მიემართებოდა ჩრდილოეთით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშისწყლის (გიშჩაი) გაყოლებით კავკასიონის წედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა დასავლეთით ყაფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. დედაქალაქი გრემი, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან თელავი.

კახეთის სამეფოს ისტორია შეიძლენა 3 ძირითად პერიოდად გაიყოს: 1. სამეფოს წარმოქმნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე; 2. XVII საუკუნის დასაწყისიდან 1744 წლამდე; 3. 1744—1762 წლები.


 ადრეული ისტორია

კახეთის სამეფო წარმოიქმნა ფეოდალური საქართველოს დაშლის შედეგად, სამცხის ათაბაგის ყვარყვარე II-ის მიერ ქართლის მეფის გიორგი VIII-ის დატყვევების (1465) შემდეგ კახეთის ერისთავებმა და წარჩინებულებმა თავიანთი დამოუკიდებელ მთავრად დასვეს ერთ-ერთი ადგილობრივი ერისთავი დავითი. 1466 გიორგი VIII-მ ქართლის სამეფოს დაკარგვის შემდეგ დაამარცხა დავითი, დამკვიდრდა კახეთში და სათავე დაუდო კახეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. გიორგი VIII-ის (კახეთში გიორგი I) დროს გაუქმდა საერისთავოები და ერისთავების გამგებლობაში მყოფი სამეფო სამფლობელო მოურავებს გადაეცათ. მოურავობის ინსტიტუტი კახეთის მეფეების ხელში ადგილობრივი ფეოდალების მორჩილებაში ყოლის ეფექტური საშუალება იყო. ამ სახელოს იღებდნენ კახეთის ძლიერი ფეოდალური საგვარეულოების ცალკეული წარმომადგენლები სხვა თანამოგვარეებისაგან (სახლიკაცებისაგან) დამოუკიდებლად, რაც საფუძველს აცლიდა ამ სახლების ერთიანობას.

კახეთში ფეოდალური გვარების საერთო-სახასო მიწათმფლობელობასთან შედარებით უფრო განვითარებული იყო კერძო-ინდივიდუალური (სათავისთავო) მიწათმფლობელობა. საქართველოს სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, სადაც XV და შემდეგ საუკუნებში შეუფერხებლად განვითარდა სათავადოთა სისტემა, კახეთის სამეფოში XV—XVI საუკუნეებში სათავადოები არ აღმოცენებულა. მეფის ხელისუფლება აქ შედარებით ძლიერი იყო. ამ საუკუნეებში ეკომინიკიური წინსვლას განიცდიდა. ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა. წარმოიქმნა ახალი ქალაქები. გარეშე ძალა აქ რაიმე შესამჩნევ ზეგავლენას ვერ ახდენდა. XVII საუკუნის II ნახევრიდან კახეთის სამეფოც დაიწყო სათავადოების ჩამოყალიბება (არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც ქართლისა და საქართველოს სხვა ნაწილების ანალოგიური სატავადოები კახეთშიც არსებობდა თვით XV—XVI საუკუნეებში).

კახეთის სამეფოში თავადთა წოდებას შეადგენდნენ უძლიერესი ფეოდალები (ჩოლოყაშვილები, მაყაშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები, ჯორჯაძეები, ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ვახვახიშვილები და სხვა), რომელთაც აგრეთვე უმაღლესი სამოხელეო თანამდებობანი ეპყრათ (სახლთუხუცესობა, ბოქაულტუხუცესობა, ეშიკაღასბაშობა, მდივანბეგობა, მოლარეთუხუცესობა, აგრეთვე მსხვილი სამოურავოების განმგებლობა და სხვა). ამათზე დაბლა იდგნენ აზნაურები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მოქცეული ტავადებისა და ეკლესია-მონასტრებია ყმობაში, ისინი ძირითადად სამეფო ყმები იყვნენ.

კახეთის სამეფოში შედიოდა: ალავერდის, ბოდბის, რუსთავის (მარტყოფის), სამების, ნინოწმინდის, ჭერემის, ნეკრესის, ხარჭაშნის და სხვა საეპისკოპოსები. ეპისკოპოსებს მეფე ნიშნავდა. კახეთი სამხედრო-ადმინისტრაციული თვალსაზრისით სადროშოებად იყო დაყოფილი, რომელტაც სათავეში, განსხვავებით საქართველოს სხვა ნაწილებისაგან, ეპისკოპოსები ედგნენ. ეპისკოპოსობა მემკვიდრეობითი თანამდებობა არ იყო, ამიტომ ისინიყოველმხრივ მეფეზე იყვნენ დამოკიდებული. ზოგჯერ ამა თუ იმ სადროშოს სათავეში მეფის მიერ დანიშნული უფლისწული იდგა. თავისებურება შეინიშნება მწარმოებელი საზოგადოების სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობაშიც, საგლეხო მიწათმფლობელობაში. აქ ძირითადად ჭარბობდა სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა, რაც თავის მხრივ განსაზღვრავდა ბეგარა-ყალანის გაწერის წესსაც. მკვიდრი გლეხობა 2 ძირითად სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიად იყოფოდა: მოყალნეებად და მსახურებად. მოყალნე გლეხები საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით 4 ძირითად კატეგორიად იყოფოდნენ: 1. „შემძლენი" ანუ „დიდი მოსავლის პატრონნი"; 2. „ამათ ქუედანნი" ანუ „ნაკლების მოსავლის პატრონნი"; 3. „მცირე შეძლების" მქონენი და 4. „შეუძლებელნი" ანუ „ბეზმისქინნი". მსახურები გლეხთა უმაღლეს ფენას ქმნიდნენ. მოყალნეებისაგან განსხვავებით მათ უფრო პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ, სამსახურიც უფრო საპატიო ეკისრებოდათ და საპატიო გამოსაღებისაგან (ყალან-ბეგარისაგან) მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლებული იყვნენ. მათ ევალებოდათ უმთავრესად ბატონის ხლება-მოლაშქრეობა, მოსახლეობდა და საბატონო მეურნეობის გაძღოლაში სხვადასხვა დამხმარე ფუნქციის შესრულება. კახეთის სამეფოში იყვნენ „გარემოსულნიც". თავშეწირულნი, ნებითმოსულნი (ნებიერნი), ხიზანნი და მონასყიდენი (ნასყიდნი).

XV—XVI საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მესაქონლეობდა (მ. შ. მეცხვარეობა), მეაბრეშემეობა, მოჰყავდათ ტექნიკური მცენარეები და სხვა. პროდუქტის ნაწილი სასაქონლოდ მზადდებოდა. ვიტარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, ხელოსნური წარმოება. აღმოცენდა და განვითარდა ახალი ქალაქები: გრემი, ბაზარი. კახეთის ფეოდალურ ეკანომიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის მთისა და ბარის ეკონიმიკურ კავშირურთიერთობას. კახეთის მეფემ ალექსანდრე I-მა (1476—1511) მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ქართლის სამეფოსთან, შაქისა და შირვანის სახანოებთან. უზუნ-ჰასანის, იაყუბ-ყაენის (1477, 1488—1489) და შაჰ ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობათა დროს ალექსანდრე I-მა ფორმალური მორჩილებით მშვიდობა შეინარჩუნა. მისი მეფობის დროს კახეთის სამეფომ (პირველმა ქართულ სამეფოებს შორის) ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან. 1483 მოსკოვში ჩავიდა კახეთის მეფის პირველი ელჩობა, რომელშიც შედიოდნენ ნარიმანი, დამიანე და შაქელი ხოზემაურემი, 1492 იანვარში — მე-2 ელჩობა. კახეთის მეგემ გიორგი II-მ (ავგიორგი) მიზნად დაისახა ქართლის შემოერთება, მაგრამ მარცხი განიცადა. უშედეგო გამოდგა კახეთის დასაუფლებლად ქართლის მეფის ცდაც: 1520 ქართლის მეფე დავით X იძულებული გახდა კახეთის მეფედ ეცნო ლევანი (1520—1574). მათ შორის დაიდო შეთანხმება გარეშე მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმოების შესახებ, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხორციელდებოდა. 1524 ლევანმა შაქის დაპყრობა სცადა, მაგრამ ირანის შაჰის ჩარევის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია.

შაქ-შირვანის დაუფლებისათვის ბრძოლამ კახეთს სარგებლობდა ვერ მოუტანა. პირიქით, დააჩქარა ყიზილბაბაშური ირანის მიერ ამ ქვეყნების ინკორპორაცია (1938 ირანმა შირვანი დაიპყრო, 1551 — შაქი), რაშიც ძალაუნებურად ლევანსაც მოუხდა მონაწილეობის მიღება. კახეთის სამეფო ყიზილბაშია ურდოების უშუალო შემოსევების მუდმივი საფრთხის ქვეშ მოექცა. XVI საუკუნეში გაძლიერებული საშამხლო კახეთს ეცილებოდა პირიქით თემების (წახურის, დიდოეთის) მფლობელობაში. ლევანი დაუკავშირდა შამხლის მოწინააღმდეგე ჩერქეზთა მთავარსა და მასთან ურთიერთობის გასამტკიცებლად ამ მთავრის ქალი მოიზვანა ცოლად. ლევანმა დაიმორჩილა გამდგარი თუშ-ფშავ-ხევსურეთიც. XVI საუკუნის 60-იან წლებში მან არადგინა პოლიტიკური კავშირი რუსეთთან. შეთანხმების შესაბამისად, რუს მეთოფეთა რაზმი კახეთის სამეფოს სანაპირო ციხეებში ჩააზენეს, მაგრამ რუსეთი მოერიდა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულებას. ამავე დროს ირანის შაჰის მოთხოვნასაც გაუწია ანგარიში და ეს ჯარი 1572 კახეთიდან უკან გაიწვია. 1578 ირან-ოსმალეთის ომის (1578—1590) დროს ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ სამცხე და ქართლი დაიკავა. მეფე ალექსანდრემ ოსმალთა სარდალს მორჩილება გამოუცხადა. კახეთი ამჯერადაც გადარჩა დარბევა-აოხრებას. კავკასიაში ოსმალთა ბატონობის დამყარების შემდეგ გაძლიერდა საშამხლოს მთიელთა თავდასხმები კახეთზე, ჩაიკეტა კახეთისათვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები როგორც ირანისაკენ, ისე თერგისა და ასტრახანისაკენ, კახეთის სამეფოს ოსმალთაგან საბოლოო დაპყრობა ემუქრებოდა. 1585 კახეთში ჩავიდა რუსეთის მეფის მოციქული რუსინ დანილოვი, რომელმაც ალექსანდრე II-ს შესთავაზა კავშირის შეკვრა რუსეთთან. კახეთიდან დაუყოვნებლივ გაიგზავნა ელჩობა (იოკაიმე მღვდლის ელჩობა რუსეთში), რომელიც კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღებას თხოულობდა. შემდეგ წელს საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვის ოფიციალური ელჩობა როდიონ ბირკინის მეთაურობით (ბირკინის ელჩობა კახეთში). 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფემ თავის დარბაისლებთან ერთად ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს", რომლითაც რუსეთის მეფის ქვეშევრდომად აღიარა თავი, ხოლო რუსეთმა იკისრა კახეთის დაცვა ყველა გარეშე მტრისაგან. ამ კავშირის წინააღმდეგი იყვნენ ოსმალეთი და სპარსეთი.


 ირანის ბატონობა

კახეთის სამეფოს ისტორიის მე-2 პერიოდი იწყება კახეთის წინააღმდეგ ირანის შაჰის აბას I-ის აგრესიით. 1603 ირან-ოსმალეთის ახალი ომი დაიწყო, აბას I ერევნის ციხეს შემოადგა და იხმო ქართლისა და კახეთის მეფეები. ალექსანდრე II დიდი ყოყმანის შემდეგ გამოცხადდა შაჰთან. აბას I-მა კახეთს ჩამოაშარა კაკ-ენისელი და იქ მუსლიმანური სასულთნო შექმნა. შაჰი ალექსანდრეს არ ენდობოდა, ამიტომ უკან გამობრუნებულს თან გაატანა მასთან მძევლად მყოფი ალექსანდრეს უმცროსი ვაჟი კონსტანტინე მირზა, რომელიც ვერაგულად დაეუფლა ტახტს. კახეთის სამეფოში კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო (კახეთის აჯანყება 1605). აჯანყებულებმა გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხეს და მოკლეს კონსტანტინე I. შაჰი აბას I იძულებული გახდა კახეთის მეფედ დაემტკიცებინა ალექსანდრეს შვილიშვილი თეიმურაზი (შემდეგში თეიმურაზ I), მაგრამ ოსმალეთთან მშვიდობის ჩამოდგებისთანავე, 1614—1617, აბას I-მა 4-ჯერ ილაშქრა კახეთში და ქვეყანა მიწასთან გაასწორა (აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში).

1618 თეიმურაზ I-ის ინიციატივით დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა საერთო ელჩობა გაგზავნეს რუსეთში დახმარების სათხოვნელად. 1624 კიდევ ახალი ელჩობა გაიგზავნა რუსეთში. ქართლ-კახეთში ირანის საწინააღმდეგო მოძრაობა გაიშალა. ქართლ-კახეთის ამოსაგდებად გამოგზავნილი ირანის არმია აჯანყებულმა ქართველებმა გ. სააკაძის მეთაურობით მარტყოფთან გაანადგურეს. გაერთიანებული და განთავისუფლებული ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზ I გამოცხადდა. აბას I-ის მიერ გამოგზავნილ ახალ დიდ ჯართან მარაბდის ბრძოლაში ქართლ-კახეთის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ მტერმა მიზანს ვერ მიაღწია. მალე 1626 წელს, ბაზალეთის ბრძოლაში თეიმურაზმა დაამარცხა გ. სააკაძე და ქართლ-კახეთიდან განდევნა. აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზი ირანს აუმხედრდა. ახალი შაჰმა სეფი I-მა თეიმურაზის წინააღმდეგ როსტომი გაგზავნა, რომელმაც შეძლო თეიმურაზ I-ის განდევნა ქართლ-კახეთიდან. 1634 წელს თეიმურაზ I-მა კვლავ დაიკავა კახეთი. 1639 მან საზეიმოდ მიიღო რუსეთის მეფის ერთგულების „ფიცის წიგნი". 1648 წელს შაჰის აბას II-ის ბრძანებით როსტომმა ყიზილბაშთა ჯარით კახეთში ილაშქრა. დაამარცხა თეიმურაზ I და აიძულა იმერეთში გადახვეწილიყო. თეიმურაზმა რუსეთიდან დახმარების მიღების მიზნით 1652 მოსკოვში გაგზავნა თავისი შვილიშვილი ერეკლე დავითის ძე დედამისთან, ელენე დედოფალთან ერთად. აბას II-მ კახეთი სამართავად გადასცა განჯის ხანს. კახეთში თურქმანთა ჩასასახლებლად მზადებას შეუდგნენ. ამ დიდ საფრთხეს კახეთის მოსახლეობა კარგად გრძნობდა. 1658 მოსკოვში ჩავიდა თეიმურაზ I. რუსეთი პოლინეთთან და შვედეთთან ომით იყო დაკავებული და საქართველოსთვის დახმარების გაწევა არ შეეძლო. ამით ისარგებლეს სპარსელებმა: მცირე ხანში კახეთში ჩაასახლეს თურქმანების 15000 ოჯახი.

კახეთის სამეფო 2 ნაწილად გაყვეს და სამართავად გადასცეს ყარაბაღის ბეგლარბეგსა და ნახჭევანის მმართველს. კახეთში იფეთქა მძლავრმა სახალხო აჯანყებამ. კახეთი ერთიანად გაიწმინდა ჩასახლებული თურქმანებისაგან (ბახტრიონის ბრძოლა). კახეთი ქართლის მეფემ ვახტანგ V-მდაიკავა. 1644 აბას II-მ კახეთი გადასცა ვახტანგ V-ის უფროს ვაჟს არჩილს. 1661 წლიდან თუშეთში იმყოფებოდა მოსკოვიდან წამოსული თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე, რომელმაც რამდენჯერმე სცადა კახეთის დაკავება, მაგრამ მამა-შვილთან (ვახტანგ V და არჩილ II) ბრძოლაში დამარცხდა და რუსეთში დაბრუნდა (1666). არჩილ II-მ დედაქალაქი თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი შენობა, სცადა ლეკიანობის ალაგმვა. ირანის შაჰმა სულეიმან I-მა არჩილ II-ს დაუპირისპირა ერეკლე ბატონიშვილი, რომელიც 1674 რუსეთიდან მოიწვია. არჩილი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ერეკლეს გამაჰმადიანება მოსთხოვა. 1677 ერეკლეს მაგივრად კახეთის მმართველად (ჯანიშად) დანიშნა გამაჰდადიანებული გორჯასპი კახაბრიშვილი (ბეჟან-ხანი), 1688-იდან 1703-მდე კახეთის განჯის ხანები მართავდნენ. ამ პერიოდში კახეთის სამეფოში მოიშალა ადგილობრივი მმართველობა, გაძლიერდა ლეკიანობა. დაღესტნელი მთიელები მასიურად ჩასახლდნენ აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე. ყოველივე ეს კახეთის მოსახლეობის თავდადებულ წინააღმდეგობას იქვევდა. 1703 შაჰი იძულებული გახდა კახეთში ხანების მმართველობა გაეუქმებინა და კვლავ ქართველ მეფეთა ხელისუფლება აღედგინა.

შაჰმა კახეთის მეფედ ერეკლე I დაამტკიცა, რომელიც აქამდე (1688—1703) ქართლის განაგებდა. შაჰმა ერეკლე I ირანში დაიტოვა, ხოლო კახეთში ჯანიშინად მისი უფროსი ვაჟიშვილი დავითი გაგზავნა. დავით II-ის (იმამყული-ხანის) მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ლეკიანობა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, ამასთან კახელი გლეხობა მასობრივად გადადიოდა ლეკების მხარეზე, რადგან მათთან „უბატონობას" ეძებდა. ადგილი ჰქონდა გლეხთა აქტიური ანტიფეოდალურ გამოსვლებსაც (ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711-1716) 1722-იდან კახეთს განაგებდა დავითის ძმა კონსტანტინე II (მაჰმადყული-ხანი), რომელსაც ირანის შაჰმა თბილისის დაკავება უბრძანა. 1723 წელს კონსტანტინემ თბილისი დაიკავა, ამასობაში ქართლში ოსმალები შეიჭრნენ და კონსტანტინე II კახეთში დაბრუნდა. მან ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ რუსეთიდან დახმარების მიღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. კონსტანტინე II დამარცხადა ოსმალებთან ბრძოლაში ჯერ ყაზახთან 1724, შემდეგ გუფასთან 1725 და ფშავში გაიხიზნა.

ამ ვითარებით ისარგებლეს ლეკებმა და განიხიზრახეს კახეთის მთლიანად დაკავება და გამაჰმადიანება. როდესაც ლეკებმა თვითონ მოინდომეს კახელი გლეხების ყმადქცევა, მოსახლეობამ ისინი კახეთიდან გააძევა. მეფე კონსტანტინე II თელავში დაბრუნდა. ლეკთა წვრილ-წვრილი თარეში მაინც გრძელდებოდა. ამავე დროს მათ მტკიცედ მოიკიდეს ფეხი გაღმა მხრის კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. 1727 ოსმალეთის სულთანმა საგანგებო ფირმანით დაუმტკიცა ჭარელ ლეკებს მათ მიერ მიტაცებული კახური მიწა-წყალი. ასე ჩამოსცილდა კახეთს საბოლოოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი (საინგილო), სადაც ჭარ-ბელაქნელი აღალარების სახელმწიფო ჩამოყალიბდა. კონსტანტინე II იძულებული გახდა ოსმალებს დაზავებოდა და ხარკი ეკისრა. კახეთის მოსახლეობა ბრძოლას ოსმალებისა და ლეკების წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა თეიმურაზ II. ეს მოძრაობა ირანის სარდალმა ნადირმა (თამაზ I ყული-ხანი) ქართლ-კახეთიდან ოსმალების გასაძევებლად გამოიყენა (1735), ხოლო თეიმურაზ II დააკავა და კახეთის მმართველად მისიძმისწული, გამაჰმადიანებული ალექსანდრე ბატონიშვილი (დავითის ძე), დანიშნა. მალე თეიმურაზ II-მ თავი დააღწია ირანელთა ტყვეობას და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. 1736 წელს იგი ირანის დამსჯელი ჯარის სარდალმა სეფი-ხანმა ვერაგულად დაატყვევა და ისპაანში გაგზავნა. ირანის შაჰმა ნადირმა თეიმურაზი კახეთის მმართველად დააბრუნა (1738), ხოლო ინდოეთში სალაშქროდ მისი ძე ერეკლე (შემდეგში ერეკლე II) იახლა. ნადირ-შაჰი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიზო: 1743 მან კახეთი ხარკისაგან გაათავისუფლა, კახეთს მხოლოდ 500-კაციანი ნოქრის გამოყვანა ევალებოდა. ქვეყანა შედარებით დამშვიდდა, მოსახლეობა მომრავლდა. კახეთისაკენ მასობრივად მიემართებოდნენ ქართლიდან აყრილი გლეხები. 1743 წელს არაგვისხეველები ბეჟან ერისთავს აუჯანყდნენ და მოკლეს (არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742-1746). მათ თავიანთ პატრონად თეიმურაზ II მიიწვიეს. ნადირ-შაჰმაც არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს დაუმტკიცა. 1744 თეიმურაზმა ქსნის ხეობაც დაიკავა. თეიმურაზი და ერეკლე აქტიურად დაეხმარნენ ნადირ-შაჰს ოსმალებისა და მათ მხარეზე მდგომი ქართლის თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. აჩაბეთის ბრძოლაში ერეკლეს მეთაურობით კახელებმა დაამარცხეს ოსმალთა ჯარი, 1744 ივნისში ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე II კახეთის მეფედ დანიშნა.


 1744—1762 წლები

მე-3 პერიოდი კახეთის სამეფოს ისტორიაში არის ქართლისა და კახეთის ფაქტობრივი გაერთიანების დასაწყისი. ქართლ-კახეთის ტახტზე ქრისტიანული წესით ასული მამაშვილი ერთობლივად მოქმედებდა როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე. 1746 ერეკლე II-ს მოუხდა ქსნის, არაგვის და თრუსის ხეობის მთიელების აჯანყების ჩახშობა. 1747 ქართლი და კახეთი აუჯანყდნენ ნადირ-შაჰს. საქართველოს მაგალითით აჯანყდნენ კავკასიის სხვა ქვეყნებიც და შემდეგ მთელი ირანიც. იმავე წელს ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანი გაუთავებელმა არეულობამ მოიცვა. თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლე II-მ დაამარცხა ქართლის ტახტის პრეტენდენტი აბდულა-ბეგი. თეიმურაზის დაბრუნების შემდეგ მამა-შვილი წარმატებით იბრძოდა ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის და ზედიზედ დაამარცხეს კავკასიაში გაბატონების მოსურნე ყიზილბაში ხანები (მაჰმა-ხანი 1749, ფანა-ხანი 1750).

ამ გამარჯვებების შედეგად ქართლ-კახეთს დამორჩილდნენ ერევნის, ნახჭევანის და განჯის სახანოები. დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთ კახეთის (ჭარ-ბელაქნის და კაკ-ენისელის დაბრუნების სალითხი. 1750 ერეკლე II-მ დაამარცხა პირაქეთა და დაღესტნელი ლეკთა გაერთიანებული ჯარი, 1751 წელს კი ქართლ-კახეთის ჯარი ქვეშევრდომ ხანთა დამხმარე ჯარებთან ერთად ჭარში შევიდა, მაგრამ ერეკლე-თეიმურაზის ჯარი დამარცხდა) (აგრის ბრძოლა 1751), რადგან მათ წინააღმდეგ გამოვიდა შაქრის ხანი აჯი-ჩალაბი, თანაც ქართლ-კახელებს მაჰმადიანმა ხანებმა უღალატეს. ერეკლემ და თეიმურაზმა მეორედ განიცადეს მარცხი აჯი-ჩალაბთან 1752 წლის დასაწყისში განჯის ბრძოლაში ისევ მაჰმადიანი ხანების ღალატის გამო, მაგრამ მამა-შვილმა ენერგიული ღონისძიებების შედეგად საბოლოოდ აჯი-ჩალაბი მაინც დაამარცხა. აღმოსავლეთ კახეთის შემოერთება მაინც ვერ მოხერხდა.

1752 ერეკლემ და თეიმურაზმა რუსეთში ელჩობა გაგზავნეს, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის მეთაურობით. ეს ელჩობაც უშედეგოდ დამთავრდა. ქართლ-კახეთის პოლიტიკური მდგომარეობის გარტლებით ისარგებლეს დაღესტნელმა ფეოდალებმა და წვრილ-წვრილ შემოსევებთან ერთად 2 დიდი ლაშქრობაც მოაწყვეს (მჭადიჯვრის ბრძოლა 1754, ყვარლის ალყა 1735), მაგრამ ისინი ერეკლემ ორივეჯერ სასტიკად დაამრცხა. ლეკიანობის აღსაკვეთად ქართლ-კახეთის სამეფო კარი არაერთ ღონისძიებას სახავდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ძალებით მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო, 1760 თეიმურაზ II პეტერბურგს გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ რუსეთი მაშინ პრუსიასთან ომში იყო ჩაბმული და ქართველთა თხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო.

თეიმურაზ II-ის პეტერბურგში გარდაცვალების (1762 წლის 8 იანვარი) შემდეგ ერეკლე II-მ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1762 წელს ქართლი და კახეთი ფორმალურადაც ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0