მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 24
სტუმარი: 24
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 24
სტუმარი: 24
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ადამიანის გულისათვის
მშვიდობა ოჯახიდან იწყება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის
პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი

ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.

ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ ჩვენ ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო იგი შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გარდიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხა ეკალი. რამეთუ დავდუმენ მე, - ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას, განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად-დღე რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა! სჩანს რომ მან შთახედა სიღრმესა შინა გულისა და შეეშინა. იგრძნო რა, თუ ვითარ დაცემულ არს ბუნება კაცისა და რაოდენი ბოროტება ბუდობს მის გულში. რა ჰქმნა წინასწარმეტყველმა ესრეთსა შინა შეწუხებასა? ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვსთქუ, აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევო მე უღთოება გულისა ჩემისა. ესრეთითა ძალითა, ესრეთითა ღრმითა გრძნობითა წინასწარმეტყველი დავით განკითხავდა თავსა თვისსა და ემზადებოდა მონანებასა. წინასწარმეტყველი დავით თუ ესრეთ იქმოდა, რაიღა უნდა ვქმნათ ჩვენ, ძმანო; ვითარითა გრძნობითა და შიშითა უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ აღსარებასა და ზიარებასა?

კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორათაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს შენი სიცოცხლე და ბედნიერება; ყოველი ძალი და სიმტკიცე სულისა შენისა უნდა მოიხმარო ამ საქმისათვის. ეცადე, რომ ზიარებამ მოახდინოს შენში რომელიმე ცვლილება, დასტოვოს შენ გულში კვალი და ნიშანი. ეს დამოკიდებული არს ღვთის მადლზედ, მეტყვის ვინმე. მართალია, ძმაო, მაგრამ შენზედაც არის დამოკიდებული. რა ზომად დაემორჩილები ღმერთსა და ღირსი გახდები, იმზომად მიიღებ მადლსა ღვთისასა. ეცადე, რომ ის გრძნობა და ის მიდრეკილება, რომელიცა გვაქვს გულში, მიმავალსა ზიარებისადმი, დარჩეს მარადის შენთან. რა სასარგებლო იქმნება შენთვას, თუ ამ ერთის კვირის განმავლობაში ერიდები ცოდვას და მერმე კვალადვე მიიქცევი ცოდვისადმი; ახლა შეურიგდები და შეუნდობ ყოველს კაცს და მომავალში ხელ ახლად იწყებ ჩხუბს და მტერობასა; ახლა გაქვს გული წყნარი და ლმობიერი, დახშული ყოვლის ცუდის ჰაზრისა და საქმისა-თვის, ხოლო მომავალში გახსნი გულსა და შეუშვებ მას შინა ყოველსა ცოდვასა.

როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: ამისთვის ილოცვიდენ შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს. რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არ მოგეახლებიან შენცა ესენი, უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1335 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0