მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ფარისევლის და მეზვერის კვირიაკესა
მშვიდობა ოჯახიდან იწყება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პარასკევს


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პარასკევს

საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველისა სჯულისა წარჩინებული კაცი იობი, რომლისა სახელი და ცხოვრება ხშირად წაიკითხება აქ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, მეცხრესა თავსა მისისა წიგნისასა ესრეთ იტყვის თავზე: მე თავის მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა. რას ნიშნავს, ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუ თუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო! იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველის მოქმედებითა! იგი ესოდენ იყო კეთილი და კაცთმოყვარე, რომელ თანამედროენი მისნი იტყოდენ მას ზედა: იგი არის თვალი ბრმათათვის, ფერხი დავრდომილთათვის, საზრდო და ნუგეში მშიერთათვის. ამისათვისაც წმიდა ეკლესიაცა განგებ წინადაგვიგებს ჩვენ მისსა ცხოვრებასა დიდ მარხვაში, ვითარცა მაგალითსა მოთმინებისა და დიდისა სათნოებისა. ანუ იქნება თუმცა იგი მრავალთა კეთილთა საქმეთა ასრულებდა, გარნა ამასთანავე, ვითარცა კაცი, სუსტი შთავარდა მრავალთა ცოდვათა შინა. არა! მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. ამასთანავე იგი არ იტყვის: მე მეშინოდა რომელთამე საქმეთა შინა ჩემთა: ესე იგი არ გაარჩევს აქ და არ გაჰყოფს საქმეთა თვისთა, არამედ იტყვის საზოგდოდ ყოველთა, თვისთა საქმეთათვის; მაშასადამე რას ნიშნავს ეს სიტყვა? რისთვის ეშინოდა საქმეთა მისთა ამ მართალს კაცს?

ვგონებ, ძმაო ჩემო, შიში იობისა გაჩნდებოდა მით, რომელ იგი ღრმად გაშინჯავდა და სიმართლით ასწონვიდა ყოველთა თვისთა საქმეთა. სჩანს, რომ იგი არ იყო უდები, უზრუნველი და დაუდევნელი სულიერსა შინა ცხოვრებასა. სჩანს, რომ იგი ხშირად ფიქრობდა თვისთა საქმეთა ზედა, ხშირად გაიკითხვიდა თავის თავს. უთუოდ, რომ იგი ესრეთ იტყოდა თავის გულში: მართალია მე ვსცდილობ და მრავალს ქველის საქმეს ვასრულებ, გარნა ეს მისთვის, რომ ღმერთმა მომცა აღურაცხველი სიმდიდრე: რა დიდი რამ არის, რომ ესოდენისა სიმდიდრისაგან მივსცე რომელიმე შემწეობა ჩემთა მოყვასთა. გარნა როდესაც გამოვიკვლევ ჩემი გულის მდგომარეობას, ვპოვებ მუნ მრავალთა ცუდთა მიდრეკილებათა; ვხედავ, რომ თუ ღმერთს არ გავენათლებინე და ღმერთს შემწეობა არ მოეცა, ჩემით მარადის ვიქმნებოდი ცოდვილი.

აჰა, ძმაო, ერთი კეთილი და აღმაშენებელი მაგალითი თქვენთვის, რომელნიცა აწ ნანობთ ცოდვათა თქვენთა და ემზადებით ზიარებად. თუ ესრეთი მართალი და ქველის მოქმედი კაცი მარადის განიკითხვიდა თავსა თვისსა და გაზომავდა თვისთა საქმეთა, ჩვენ უმეტესად გვმართებს გაშინჯვა და გამოკვლევა ცხოვრებისა ჩვენისა; თუ მას ეშინოდა თვისთა საქმეთაგან, ჩვენ უმეტესად უნდა გვეშინოდეს ჩვენისა ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ისიც დაუმატე, ძმაო, რომელ იობი იყო ძველისა სჯულისა კაცი, და მისგან ღმერთი არ მოიხოვდა ესოდენსა სიწმიდესა და სიმართლესა, როგორათაც ჩვენგან, რომელნი ვართ ახლისა სჯულისა, რომელთა ღმერთმან მოგვცა უმეტესი მადლი და უმეტესსა მოგვთხოვს სიწმიდესა და სათნოებასა.

მაშასადამე კარგა გაშინჯე, ძმაო, და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხასიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი. ყოველის კაცის საქმენი დამოკიდებულნი არიან მისსა საკუთარსა ხასიათსა ზედა. ხასიათი, ანუ სულის თვისება არის წყარო ანუ ფესვი ყოვლისა საქმისა, ვითარცა კეთილისა, ეგრეთვე ბოროტისა. თუმცა შენ დღეს აღიარე რომელიმე ცოდვა და მიიღე შენდობა მოძღვრისაგან, გარნა უკეთუ წყარო ანუ ფესვი ცოდვისა, ესე იგი ცუდი ხასიათი შენი არ შეიტყე და არ გამოსცვალე, უსარგებლო იქმნება შენი აღსარება, ამისათვის, რომა იმავე საქმეს ხელახლა განიმეორებ. მონანებასა და ზიარებასა უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რომ წასრულისა შენისა ცხოვრებისა ცოდვანი და ბრალნი შეინანო და მიიღო ღვთისაგან შენდობა, მეორე და უდიდესი ისა, რათა მოამავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მაცხოვარებითისა ბარძიმისადმი არა გაქვს გულში გადაწყვეტილი და მტკიცე სურვილი დასტოვო და მოიძაგო ყოველნი ცუდნი შენნი ჩვეულებანი, არამედ დაუდევნელად აღსრულებ საღმრთოსა ამას საქმესა, არა თუ არ მიიღებ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა, არამედ შთავარდები საშინელსა შინა ცოდვასა, იქმნები რა თანამდები ცხოველს-მყოფელისა ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრედ! ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1470 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0