- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)მოძღვრება ბზობის კვირიაკესა ზედახვალისაგან ერი მრავალი, რომელი იგი მოსრულ-იყვნეს წმიდა სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არ უყვარდა გამოჩენა თავისა თვისისა საეროდ და მიღება პატივისა და დიდებისა განცხადებულად შეკრებულებასა შინა ერისასა. სწავლითა და ქადაგებითა და სასწაულებითა თვისითა მან მოაქცია თვისდამი გული ყოვლისა კაცისა, ესრეთ რომელ ყოველი ერი ხედვიდა მას, ვითარცა დიდსა, ღვთისაგან მოვლინებულსა მესსიასა და ხშირად სურდათ მეფეთაც დადგინება მისი, გარნა მაცხოვარი ესოდენ იყო თავ-მდაბალ და მშვიდ, რომელ იფარვიდა თავსა თვისსა ყოვლის სოფლიურის დიდებისაგან. ოდესცა იგი განკურნებდა სნეულსა, ანუ აღადგინებდა მკვდარსა, მაშინვე ამცნებდა, რათა არვის უთხრან, არამედ ფარულად მადლობდენ ღმერთსა. გარნა დღეს მაცხოვარი სრულიად გამოსცვლის ჩვეულებასა თვისსა. დღეს იგი განცხადებულად მრთელისა ქვეყანისაგან მიიღებს პატივის-ცემასა; იგი არათუ არ ჰფარავს დღეს თავსა თვისსა ერის შეკრებულებისაგან, არა-თუ არ უშლის ვისმე მისცენ მას დიდება, არამედ დიდითა სიყვარულითა და კმაყოფილებითა ისმენს ღაღადებასა ერისასა. და ყოველსა კაცსა აძლევს ნებასა, რათა განაცხადოს თვისი ერთგულება და სიყვარული. საყვარელნი მეგობრნი და მცნობელნი მისნი დაბასა შინა ბეთანიასა განუმზადებენ მას დიდსა სერობასა; აქ ყოველი კაცი ცდილობს, რათა აჩვენოს მას ეგოდენი ერთგულება და პატივი, რაოდენსაცა შეაგონებდა მას განუზომელი მისი სიყვარული ღვთაებრივის მეგობრისადმი. ლაზარე, მისგან მკვდრეთით აღდგომილი, არის ერთი მისთა მეინახეთაგანი; მარიამ, და ლაზარესი, აიღებს ძვირ-ფასსა ნარდის ნელსაცხებელსა და სცხებს ფერხთა მისთა და წარხოცს თმითა თავისა თვისისათა; იუდა აყვედრებს მას ესრეთის მოქმედებისათვის, გარნა მაცხოვარი განამართლებს და აქებს მარიამსა. ხვალისაგან ურიცხვი ერი, გამოსრული იერუსალიმითგან ბეთანიად ხილვად დიდისა სასწაულთმოქმედისა და მკვდრეთით აღდგომილისა, და სხვანიცა მრავალნი ურიანი, რომელნი მოსრულ-იყვნენ იერუსალიმს დღესასწაულსა პასექისასა ყოვლის ქვეყნებიდგან, მიეგებებიან მაცხოვარსა, მიმავალსა იერუსალიმად, რტოებითა ხისათა და დაუგებენ ქვეშე ფერხთა მისთა რომელნიმე სამოსელსა მათსა და რომელნიმე რტოებსა, ღაღადებენ ხმითა მაღლითა: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მეუფე ისრაილისა! თვით ყრმანიცა მცირე-წლოვანნი შეაერთებენ ხმათა მათთა ერის ღაღადებისა-თანა და აქებენ უფალსა. მაცხოვარი შევალს ტაძარსა შინა და ვითარცა უფალი ტაძრისა განსდევნის მისგან ყოველთა მოვაჭრეთა და უჯეროდ მოქმედთა; ფარისეველნი და მწიგნობარნი, აღვსებულნი შურითა და განკვირვებითა, ჰკითხვენ მას: რომლისა სიმართლითა და ძალითა იქცევა იგი ესრეთ. ერთი სიტყვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმსა შინა იყო ვითარცა შესვლა მეფეთა სატახტოთა შინა ქალაქთა მათთა. რას ნიშნავს, ძმანო, ესრეთი ქცევა უფლისა? რისთვის მიიღებს დღეს ესოდენსა დიდებასა და პატივსა იგი, რომელიცა აქამომდე მარადის იფარვიდა თავსა თვისსა სოფლის დიდებისა და პატივისაგან? ესრეთ ჰქმნა მაცხოვარმან პირველად მისთვის, რომელ სადღესასწაულო მისი შესვლა იერუსალიმს იყო წინასწარ-თქმული ერთისა ძველისა წინასწარმეტყეელისაგან: არქვით ასულსა სიონისასა, აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი კიცვსა ნაშობსა კარაულისასა; ესრეთ იყო დაწერილ წიგნსა შინა ძველისა წინასწარმეტყველისასა და ესრეთ აღსრულდა დღეს. მეორედ, მაცხოვარმან, იცოდა რა წინათვე, რომელ მოიწია ჟამი მისი და არღარა მრავალი დღე დაშთებოდა იგი კაცთა შორის, მისცა ერთის მხრით მეგობართა და ერთგულთა მისთა უკანასკნელი შემთხვევა, რათა გამოსთქვან განუზომელი სიყვარული თვისი, ემსახურონ მას ძალისამებრ თვისისა, და მეორეს მხრით მტერთა და მოძულეთა მისთა მისცა უკანასკნელნი სწავლა, რათა მოიქცენ იგინი და შეინანონ, უკეთუ შესაძლებელ იქმნებოდა მათ-თვის მოქცევა და შენანება. მაცხოვარსა ჰყვანდნენ მრავალნი მორწმუნენი და მსასოებელნი; ურიცხვნი პირნი იყვნენ მისგან გაბედნიერებულნი და გაცოცხლებულნი სულითაცა და ხორცათაცა, ხოლო უმეტეს ყოველთა მეგობარი მისი ლაზარე და სახლეულობა მისი; ამათ ყოველთვის სურდათ მსახურება უფლისა და გამოჩენა განუზომელისა სიყვარულისა მათისა, გარნა უმეტესად აწ, ოდესცა გული მათი უნებრივად გრძნობდა, რომელ მალე მოაკლდებიან იგინი ხილვასა და ნუგეშსა ღვთაებრივისა მათისა მეგობრისასა. თვით მაცხოვარმანცა, რომელმან სიტყვისამებრ იოანე მოციქულისა, შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი, უტევა საყვარელნი თვისნი მეგობარნი, რათა ემსახურონ მას და მით დააკმაყოფილონ გულითადი მათი წადილი. იგი დაჰსჯდა სერობად მათთანა, ინება ბედნიერისა მარიამისაგან ძვირ-ფასისა ნელსაცხებელისა ცხება და წარხოცვა თმითა მისითა; მეორე დღეს მისცა შემთხვევა საზოგადოდ ყოველსა ერსა, რათა გამოაცხადონ თვისი გრძნობა და პატივის-ცემა. ესრეთ ინება მაცხოვარმან ერთის მხრით ერთგულთა და საყვარელთა მისთა-თვის; გარნა მოძულეთა და მოშურნეთა მტერთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ აქ ერთი კარგი შემთხვევა, რათა გამოეცვალათ მათ ჰაზრი და გული. რაც გინდა იყოს კაცი, გარნა ოდეს იგი იხილავს ესოდენსა საზოგადო სიყვარულსა და ერთგულებასა, მისიცა გული დალბება და ერთ წამს მაინც დაივიწყებს თვისსა სიბოროტესა; გარნა სჩანს, რომელ გულთა შინა იუდასსა და ფარისეველთა მოკვდა ყოველი მართალი კაცობრივი გრძნობა. იუდა ჯავრობს ხედავს რა მარიამის გულწრფელსა მოქმედებასა; ფარისეველნი განიხერხებიან შურითა, მხილველნი მრთელის ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულისა. ესრეთ ორად განიყვნენ ყოველნი თანა-მედროენი იესოსნი; რომელნიც იყვნენ მაშინ გულ-წრფელნი, მართალნი და კეთილნი, ამათ შეაყვარეს იგი განუზომელად; ხოლო ბოროტთა დრკუთ და მზაკვართა მოიძულეს იგი. ახლა, ამ ჩვენ დროებაში არ შეიძლებაა ვინმე დაემსგავსოს ამათ ბოროტთა, გარნა არიან რომელნიმე ჩვენ შორის ისრეთნი ერთგულნი მგობარნი იესოსნი, ვითარცა ლაზარე ანუ ვითარცა მარიამ, დაი მისი, რომელმან თმითა თავისა თვისისათა წარხორცნა ფერხნი მისნი? აწცა ეძიებს, ძმანო, მაცხოვარი ჩვენ შორის ერთგულთა თვისთა მეგობართა, მსასოებელთა და მოყვარეთა. ახლაცა სანუგეშოთ ეჩვენება მას, ოდეს ხედავს გულსა შინა ჩვენსა ისრეთსა მხურვალესა სიყვარულსა, ვითარცა ლაზარესა და დისა მისისასა. მართალია, ჩვენ ყოველნი მისნი მორწმუნენი და მსასოებელნი ვართ, გარნა მაცხოვარი არ დაკმაყოფილდება გრილითა სარწმუნოებითა და გრძნობითა; იგი მოელის ჩვენგან ლაზარეს მეგობრობის გრძნობასა, მარიამის მხურვალე სიყვარულსა. ახლაც შეიძლება, ძმანო ჩემნო, პატივის-ცემისა და სიყვარულის განცხადება მისდამი, თუმცა იგი ხილულად არ არის ჩვენ შორის, გარნა ნაცვლად ნელსაცხებელისა, საიდულოითა ცრემლითა თვალისა შენისათა დაბანე ფერხნი უხრწნელისა ხატისა მისისა, ნაცვლად ხმისა პირისა შენისათა გულსა შინა შენსა საიდუმლოდ უღაღადებდე მას: ოსანნა, კურთხულ არს მომავალი მეფფე ჩვენი! მხურვალითა გულითა და გრძნობითა მიეგებებოდე მაცხოვარსა მიმავალსა იერუსალმად და თანა-უვიდოდე მას განუშორებლივ გრძნობითა შენითა, ვიდრე გოლგოთამდე. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1447 |
დაამატა: 5.0/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |