მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ხორციელის კვირას
მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ატმოსფერული ცირკულაცია

ატმოსფერული ცირკულაცია

საქართველოს ტერიტორიაზე ამა თუ იმ ტიპის ჰაერის მასების შემოჭრას შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ამინდი. მაგალითად, 1950 წლის იანვარში არქტიკული ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა. ბათუმში მან -9o-ს მიაღწია. ამან დიდი ზარალი მიაყენა სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას. ზამთარში ტროპიკული ჰაერის მასების შემოჭრამ კი შეიძლება ტემპერატურის საგრძნობი მატება გამოიწვიოს. ზაფხულში ტროპიკული ჰაერის მასები საქართველოში ცხელ და მხუთვარე ამინდს განაპირობებს და დიდ გავლენას ახდენს ნალექების გეოგრაფიულ განაწილებაზე.

ჰაერის მასები,დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან შემოჭრისას, გადაივლიან შავ ან კასპიის ზღვებს, თბებიან და ნაწილობრივ კარგავენ ცივი ჰაერის მასის თვისებებს.

საქართველოში სამხრეთიდან ჰაერის მასების გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს წინა აზიის მთიანეთი - ჰაერის ეს მასები ძლიერ იცვლის სახეს (ტრანსფორმირდება).

საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ძირითადი და მეორეხარისხოვანი კლიმატური ბარიერები, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჰაერის მასების გადაადგილებაზე. ძირითადი კლიმატური ბარიერებია ლიხის და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედები, ხოლო მეორეხასიხოვანი - გომბორის, ბზიფის, სვანეთის, მესხეთის და სხვა ქედები.

დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ლიხის ქედის მიდამოებში იყრის თავს, რაც განაპირობებს ამ რაიონში ნალექების საკმაოდ დიდ რაოდენობას. აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლასთან ერთად აღნიშნული ჰაერის მასები იშლება და თბება. ამ დროს აღმოსავლეთში ქრის დასავლეთის ქარი და ნალექების რაოდენობა მცირეა.

საპირისპირო ვითარება იქმნება ჰაერის მასების აღმოსავლეთიდან გავრცელების შემთხვევაში. ამ დროს ნალექები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გამოიყოფა, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლური მშრალი და თბილი ქარი (ფიონი) ქრის. ფიონები[19] ყველაზე ხშირია იმერეთში. ძლიერი ფიონის დროს მდ. რიონის შუა წელში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსით მატულობს, ხოლო ჰაერის შედარებითი სინოტივე 10%-ით ეცემა.

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელების ოთხი ძირითადი გზა არსებობს, კერძოდ:

    ჰაერის მასების დასავლეთიდან შემოჭრა
    ჰაერის მასების აღმოსავლეთიდან შემოჭრა
    ჰაერის მასების ორმხრივი შემოჭრა
    ჰაერის მასების სამხრეთიდან შემოჭრა.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0