- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIსადაც შერიგებაა, იქ სიყვარულიასახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი დღე ერთადერთია წელიწადში, რომელსაც შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე ეწოდება. ეს არის დღე, როცა ადამიანმა უნდა დაძლიოს თავისი თავი, თავისი ამპარტავნება, საკუთარი „მე", მივიდეს ადამიანთან, რომელთანაც უბრად არის და ყოველი დანაშაული და ცოდვა, რომელიც მისგან ახსოვს, შეუნდოს. რა არის ის ძალა, რომელიც შენდობის უნარს გვაძლევს? ეს არის ძალა ღვთისა, სულიწმიდა, მადლი სულისა წმიდისა. შენდობის უნარი ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ, და რომ ადამიანის გული ტაძარია სულისა წმიდისა. ვინც არ არის ტაძარი სულისა წმიდისა, ის ვერც შენდობასა და შერიგებას შეძლებს, რადგან ბოროტი სული, რომლის ტაძრადაც ქცეულა, შერიგების ნებას არ მისცემს სადაც შერიგებაა, იქ ხომ სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ უფალია. სვიმეონ მიმრქმელზე სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულიწმიდა იყო მასზედა, რომელმაც იგი ტაძარში სწორედ იმ დროს მიიყვანა, როცა იქ ღვთისმშობელი დედა და მართალი იოსები ყრმა იესოსთან ერთად შევიდნენ. მაგრამ არა მხოლოდ სვიმეონ მიმრქმელის, არამედ ყოველი ადამიანის მამოძრავებელი და მაცხოვნებელი ძალა სულიწმიდაა. ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც კი ადამიანი აკეთებს, სინამდვილეში სულიწმიდის მადლით კეთდება, ერთხელ ერთ წმინდანს ჰკითხეს, როცა ის წინასწარმეტყველებდა, კარნახობდა თუ არა ვინმე რა უნდა ეთქვა. მას უპასუხა, რომ უბრალოდ იგი ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სულიწმიდა მისთვის შეუცნობლად და უხილავად კარნახობდა, რა უნდა ეთქვა. ჩვენი მიზანიც ესაა, გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიკეთისა, მშვიდობისა და სიყვარულისა. ანუ ჩვენ არა სხვისი, არამედ საკუთარი ცოდვები უნდა განვიკითხოთ და გამოსწორებაც არა სხვისგან, არამედ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ძველ ბერძნებს ჰქონდათ გამოთქმა: შეიცან თავი შენი, რაც ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ბრძენის მიზანია, ერთ-ერთი ფილოსოფოსის თქმით, ნამდვილი ფილოსოფოსი ისაა, ვინც თავისი უკანასკნელი დღის, გარდაცვალებისთვის, ემზადება. ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამ ქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს. ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და მისი ახლობლებიც მიიყვანოს. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და დანიშნულება. მინდა ერთი ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ: 9(22) თებერვალს არის ხსენება მოწამისა ნიკიფორესი, რომლის ცხოვრებაც მრავლისმეტყველია ჩვენთვის, წმ. ნიკიფორე მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ანტიოქიაში, მას ჰყავდა მოძღვარი, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ გაანაწყენა. ნიკიფორემ რამდენჯერმე სთხოვა პატიება, მაგრამ მოძღვარმა არ შეუნდო. ამ დროს რომის იმპერიაში ქრისტიანების დევნა დაიწყო, რომლის დროსაც ნიკიფორეს მოძღვარიც შეიპყრეს და საწამებლად წაიყვანეს. ნიკიფორე თან გაჰყვა, დაუჩოქა და სთხოვა, რომ რადგან იგი რამდენიმე წუთში მოწამის გვირგვინს მიიღებდა და წმინდანი გახდებოდა, ამატომ ღვთის გულისათვის შეენდო მისთვის ცოდვა, რომელიც მის წინაშე ჩაიდინა. მოძღვარმა ამჯერადაც უარით უპასუხა. მაშინ სულიწმიდამ დატოვა იგი და ნიკიფორეზე გადავიდა. სულიწმიდისაგან მიტოვებულმა მოძღვარმა სიკვდილის შიშს ვერ გაუძლო და ქრისტე უარყო. ნიკიფორე ევედრებოდა დაეძლია შიში და ჭეშმარიტებისათვის არ ეღალატა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნიკიფორემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო. იგი იქვე შეიპყრეს და აწამეს. ასე რომ, ნიკიფორე ღვთის სათნო მოწამე გახდა და მარადიული სასუფეველი დაიმკვიდრა. აი, რას ნიშნავს მიტევება და შენდობა და რა ძალა აქვს მას. დღეს ჩვენ უფალი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთის ცოდვების შენდობითა და პატიებით ჩვენი გული და გონება, ჩვენი სულიერი სამყარო განვიწმინდოთ. მართალია, ძალიან ძნელია, როცა ადამიანს სიკეთით და სიყვარულით ეპყრობი და ის ბოროტებით გპასუხობს, მაგრამ თუ სულის განწმენდა გვსურს, შენდობა მაინც უნდა შეგვეძლოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ქართველი, მკვიდრი საქართველოისა თუ უცხოეთში მცხოვრები, გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა და მისი მადლი მიიღოს, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს და უფალთან მიიყვანს. დღეს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს. უპირველეს ყოვლისა, ეს მე, თქვენს სულიერ მამასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მევალება. ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ, ბევრი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე. ამიტომ ჩვენს მღვდელმთავრებს, მოძღვრებსა და მორწმუნეებს, მთელ საქართველოს გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და ცოდვები ჩემი შემინდოთ, ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ყოველ ქართველს ცოდვანი თქვენნი, ამინ. მიტევების დღე, სიონი, 9 მარტი, 1997 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1433 |
დაამატა: 5.0/9 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |