- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)ალექსანდრე ეპისკოპოსის დასაფლავებაზესაერთო მოვლენაა, რომ ადამიანი გამოესალმები ამ წუთისოფელს საზოგადოებისათვის შეუმჩნევლად. მას მხოლოდ უახლობელესნი ნათესავნი და ნაცნობნი გამოიტირებენ, საფლავამდის მიაცილებენ და შემდეგ, ცოტა ხნის განმავლობაში და ისიც ხანდისხან, მოიგონებენ და მწუხარებით აღივსებიან. გამონაკლისს ამისთანა მოვლენათაგან შეადგენს მხოლოდ უმცირესი რიცხვი ბედნიერ პირთა, სახელდობრ, იმ პირთა, რომელნიც ბუნებით უხვად დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა გვარი ნიჭითა, მოღვაწეობენ საზოგადოებრივ ასპარეზზე და ხალხისთვის სარგებლობა მოაქვთ. ამისთანა პირთა შორის ადგილი გიჭირავს შენც, ყოვლად უსამღვდელოესო ეპისკოპოსო ალექსანდრე! შენმა სიკვდილმა არამარტო შენთა ხორციელთა მოყვასთა გულში გამოიწვია მწუხარება, არამედ ბევრი ქართველი დააღონა. ქართველი ერი შენ გაფასებდა, პატივს გცემდა; ფასს გდებდა იმიტომ, რომ მის წინაშე შრომი მიგიძღვის. შენ ხელს უწყობდი ხალხში ქართულ საღვთისმეტყველო მწიგნობრობის გავრცელებას; შენ აღადგინე და გაამშვენიერე ძველი მონასტრები და ტაძრები; შენ ეწეოდი ღარიბთა და ზრდიდი მოსწავლეთა! შენ მიეც ქართველ ერს მღვდელმთავარი, სულით და გულით ქართველი; შენ გვიჩვენე მაგალითი მაღალი ზნეობრივი ცხოვრებისა; შენ გვასწავლე, რომ ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადად, მარტივად უნდა ცხოვრობდეს. როცა შენ იყავ გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველი და მე ახალსენაკში სასულიერო სასწავლებელში ვმსახურებდი მღვდელ-მონაზონის ხარისხითა, როცა შენ სენაკში მოხვიდოდი, გაჩერებას ჩემს მოუწყობელ და ცივს ოთახში ამჯობინებდი, თუმცა ბევრი კარგი ოჯახის პატრონები გთხოვდნენ მათთან მისვლას; ბერი ბერთან უნდა მივიდესო, - იტყოდი ხოლმე შენ. ბევრნი უგუნურნი შენს უბრალო ცხოვრებას აწერდნენ შენს ვითომცდა სიძუნწეს. საწყლები რარიგ სცდებოდნენ! განა ძუნწი ეწოდება იმ კაცს, რომელმაც თავისი შეძლება მოახმარა ქვრივ-ობლებსა, მონასტრებსა და მწიგნობრობას? აი, ეს მონასტერი, ეს ტაძარი ღაღადებს, თუ როგორი ძუნწი იყავი შენ, ნეტავი შენისთანა ძუნწი ათიოდე იყოს ჩვენში! ყოვლად უსამღვდელოესო! გვრწამს, რომ ღმერთმა შენ საუკუნო ბედნიერი ცხოვრება მოგაგო. შენ სდგახარ წინაშე ღვთისა და მის ნეტარებას სჭვრეტ. დარწმუნებულნი ვართ, რომ შენს ქართველ ერს ხშირად მოიგონებ და შესთხოვ უფალსა, რომ განამტკიცოს მასში სიყვარული, ძმობა, ერთობა, დაამყაროს მასში მშვიდობა და წარუმართოს მას განათლებაში. 1907 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1271 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |