მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღაღადი ქართველთა მიმართ
მიძინება - მარიამობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დედოფლის მინდორი
დედოფლის მინდორი-ქართული ხელოვნების ისტორია, - ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ.

კომპლექსის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ცენტრალური კვადრატული ეზო. რომლის ოთხივე მხარეს, ცენტრალურ არეებში აგებულია ტაძრები და სამლოცველოები. სამხრეთის მხარეს მოთავსებულია მთავარი ტაძარი, კვადრატული ეზოებით მის ორსავე მხარეს. ტაძრის მთავარი თემაა კვადრატული ოთხსვეტიანი დარბაზი, რომელსაც ახლავს, ასევე ოთხსვეტიანი კარიბჭე. დარბაზს სამი მხრიდან გარს უვლის ვიწრო გარსშემოსავლელი, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ორ-ორი გრძელი ოთახი ესაზღვრება. ცენტრალური დარბაზი (ცელა) კარით უკავშირდება გარშემოსავლელს, ხოლო ეს უკანასკნელი ორი ღიობით ცენტრალურ ეზოს. დარბაზში სვეტებს შორის მოწყობილი იყო საკურთხეველი. ცელას და კარიბჭის სვეტებიხის შეწყვილებულ, ხის ბაზისებზე შემდგარ საყრდენებს წარმოადგენენ. ტაძრის გვერდითი მინაშენები კრამიტის სახურავით ყოფილა დახურული, ხოლო დარბაზი და კარიბჭე ბანური სახურავით, რომლის ცენტრში გვირგვინი უნდა ყოფილიყო. ცენტრალური ეზოს სამხრეთის მხარეს - ცენტრში, მთავარ ტაძარს ედგმის მცირე ზომის გახსნილი, ორსვეტიანი სამლოცველო. სვეტები აქაც ხისა ყოფილა, მაგრამ ჰქონია ქვის სვეტისთავები ლოტოსის გაშლილი ყვავილის სახის, ხოლო აბაკა შემკული ვარდულების წნულით. ცენტრალური ეზოს ჩრდილოეთ მხარეს გამართულია მცირე ტაძარი კარიბჭეთი, რომელიც იმეორებს სამხრეთის სამლოცველოს კარიბჭეს. თვით ტაძარი დაფუძნებულია სქემაზე - კვადრატი კვადრატის კუთხეში. დარბაზის ცენტრში იდგა ერთი სვეტი. ხოლო კარიბჭეში ორი სვეტი. ტაძარი დახურული უნდა ყოფილიყო ორქანობიანი კრამიტის სახურავით. ეზოს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლების ცენტრში მოთავსებულია ერთნაირი ტაძრები. გარედან ისინი წარმოადგენენ ოთხსვეტიან პრონასოებს, განივად გაჭიმული ცელის ორსავე მხარეს მოთავსებულია ვიწრო ოთახები, ეზოს მხრიდან კი, მოწყობილია ორსვეტიანი კარიბჭეები. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულია ექვსი ერთნაირი ტაძარი. მათი ცელას ცენტრში თითო სვეტია აღმართული, ხოლო კარიბჭეები ორსვეტიანია. ყოველ ტაძარს ახლავს კვადრატული ეზო. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსი თარიღდება ძვ.წ. I - ახ.წ. I საუკუნეებით. იგი დაფუძნებულია აღმოსავლურ საკულტო არქიტექტურის ტრადიციებზე და დაკავშირებულია ნაყოფიერების იდეასთან, ხოლო არქიტექტურაში გამოკვეთილია "ცეცხლის  ტაძრის" ელემენტები.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0