მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



საახალწლო ეპისტოლე
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში
კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

(ძვ.წ. VI-I სს)

კოლხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა მის შეიარაღებაში რამდენიმე ტრადიციის (სკვითო-მეოთურის, ახლო-აღმოსავლურის, ბერძნულის) ადგილობრივ, კოლხურთან შერწყმას. თუმცა ხსენებული კულტურების გავლენა არასოდეს ყოფილა იმდენად ძლიერი, რომ კოლხური შეიარაღების თვითმყოფადობა წაეშალა. კოლხეთი მაინც წარმოადგენდა სპეციფიკურ ეთნო-პოლიტიკურ და ფიზიკო-გეოგრაფიულ რეგიონს თავისი უძველესი სამხედრო ტრადიციებით, რომელთა გათვალისწინების გარეშე, მარტო უცხოურის გავლენით, ადგილობრივი სამხედრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა. უცხოური გავლენა ფაქტობრივად ყველა ქვეყნის შეიარაღებაში ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, თუმცა შეიარაღება მატერიალური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსკულტურულ სეგმენტს წარმოადგენს. მისი ფორმები და ნიმუშები ხშირად არა მარტო ერთი კულტურიდან მეორეში გადასვლასა და მიბაძვას, არამედ შემდგომ ტრანსფორმაციას, ადგილობრივი პირობებისადმი ადაპტაციას განიცდის. მაგალითად, კლასიკური ძველრომაული შეიარაღების კომპლექსშიც კი ძნელი მოსაძებნია თუნდაც ერთი რომელიმე დეტალი, რომელიც უცხოური (ბერძნული, ეტრუსკული, ესპანურ-იბერიული, კელტური) ნიმუშების ადაპტირებულ ვარიანტს არ წარმოადგენდეს. თუმცა შემდგომი ტრანსფორმაციის შემდეგ შეიარაღების ეს ნიმუშები უკვე რომაული სამხედრო კულტურის კუთვნილებად განიხილებოდა და სხვა ხალხების მიერ მათი ათვისება, შესაბამისად, რომაული კულტურული გავლენის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მოვლენა მეტნაკლებად დამახასიათებელია ძველი სამყაროს ყველა რეგიონისთვის, თუმცა ნაკლები მასშტაბისა და საერთაშორისო კავშირების მქონე კულტურების შეიარაღებაში, რომელთა მატარებელ ეთნოსებს ნაკლებ მრავალფეროვანი სამხედრო ამოცანების გადაწყვეტა უწევდათ, უცხოური გავლენაც ნაკლებ ძლიერი იყო და მკვიდრი ფორმებიც, ჩვეულებრივ, მეტ კონსერვატიზმს იჩენდა ხოლმე. ნებისმიერი ქვეყნისა და რეგიონის შეიარაღებაში მკვიდრი და უცხოური ფორმების გამიჯვნა, ამ უკანასკნელთა გავრცელების გზებისა და ქრონოლოგიური ჩარჩოების გამოვლენა, ყოველთვის წარმოადგენდა იარაღმცოდნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას (26, გვ.8-9). ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღის ახალი ფორმების ათვისება უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია პრაქტიკული მიზნებით და შესაბამისად, მათი თანხვედრა სხვადასხვა რეგიონებსა და ეპოქებში არა უშუალო გავლენის, არამედ ანალოგიური სამხედრო ამოცანების შედეგი შეიძლება იყოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გავლენას არა მარტო დიდი კულტურები შედარებით მცირეებზე ახდენდნენ, არამედ არცთუ იშვიათად პირიქითაც იყო, რის კარგ მაგალითსაც სწორედ ზემოდხსენებული რომაული შეიარაღებაც წარმოადგენს. ანტიკური ხანის კოლხეთის შეიარაღებაში, ჩვენი აზრით, ყველა ზემოთხსენებული მომენტის დანახვა შეიძლება. მის განვითარებაში თავისი ეპოქის ძირითადი ტენდენციების ანარეკლი ჩანს, თუმცა რუსი მკვლევარი ვორონოვიც კი, რომელსაც აშკარად ახასიათებდა ადგილობრივ ტომთა თვითმყოფადობის გარკვეული დაკნინება, აღნიშნავდა, რომ სკვითური, ბერძნული და წინააზიური დიდი გავლენის მიუხედავად, მათი შეიარაღების კომპლექსის თვითყოფადობა უზრუნველყოფილი იყო "კოლხეთის კულტურის მთელი რიგი თვისებების შენარჩუნებით" (13). წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი იქნება ანტიკურ კოლხეთში ნაპოვნი საბრძოლო იარაღის ძირითადი ტიპები. ამ იარაღის ნაწილი, შესაძლოა, ექსპორტის ან სამხედრო ნადავლის სახით მომხვდარიყო კოლხეთში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ადგილობრივ მეომართა კუთვნილებას წარმოადგენდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0