მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



წმ. ზიარების შესახებ
მოძღვრება წმიდა დავით აღმაშენებლის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში
იმერეთის მეფე ალექსანდრე II.
იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში

იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ (1484-1510) შესძლო თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა :გურიაზე, სამეგრელოზე, აფხაზეთზე და სვანეთზე. და მთლიანად დასავლეთ საქართველო იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა,თუმცა ეს მორჩილება ფორმალური იყო. იმერეთის მეფე ცდილობდა საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა არა მარტო დასავლეთ საქართველოში არამედ ქართლშიც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და გორი აიღო, ქართლის ნაწილი იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. ალექსანდრემ ქართლის დიდხანს შენარჩუნება ვერ შესძლო რადგან შეატყობინეს რომ, იმერეთის წინააღმდეგ ოსმალთა ჯარი მოდიოდა. 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი და გეგუთი. ეს ოსმალების პირველი შემოსევა იყო იმერეთში. ალექსანდრემ მიატოვა გორი და უკან გამობრუნდა მაგრამ ოსმალები უკვე წასულები იყვნენ. ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა იმერეთს, ოსმალეთს სამცხე საათაბაგო ესაზღვრებოდა რომელიც ოსმალებს გზას უხსნიდა იმერეთისკენ. 1510 წელს მეფე ალექსანდრე II გარდაიცვალა ტახტი დაიკავა ბაგრატ III-მ.


^

მამლუქი მეომრები.

1533 წელს ბაგრატმა გაილაშქრა საქართველსო ჩრდილო დასავლეთით მცხოვრებ ჯიქებზე, რომლებიც უკვე ოსმალებს ჰყავდა დაპყრობილი. ჯიქეთზე გაილაშქრე გურიის და სამეგრელოს მთავრებმაც. დასავლეთ საქართველო დამარცხდა დადიანი მოკლეს, გურიელი კი ტყვედ ჩავარდა. ამ მარცხის მიუხედავად ბაგრატი მაინც ცდილობდა დამპყრობლებისთის გზები გადაეკეტებინა. ამჯერად მან სამცხის დაკავება გადაწყვიტა. მასთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოს და გურიის მთავრებიც. ბრძოლა მოხდა 1535 წელს სოფელ მურჯახეთთან, იმერეთის მეფემ დაამარცხა სამცხის ათაბაგი და ტყვედაც იგდო. ეს მოვლენები გამოიყენა ოსმალეთმა, თავდაპირველად იმერეთის მეფე წარმატებით იცავდა სამცხეს. მაგალითად 1543 წელს სოფელ ქარღასთან მან სასტიკად დაამარხა ოსმალთა 22 000-იანი არმია და მათი არტილერია ხელთ იგდო. 1545 წელს ოსმალთა სულთანმა უფრო დიდი ჯარი გამოგზავნა.ბაგრატის დასახმარებლადა წამოვიდა ქართლის მეფე ლუარსაბ I. იმერეთის ქვეშევრდომებიდან ბაგრატთან მხოლოდ გურიელი გამოცხადდა. სამეგრელოს მთავარმა კი ამ საერთო საქმეს უღალატა. ბრძოლა მოხდა ბასიანში სოხორისტას ველზე. ბრძოლის დასაწყისშივე ქართველებში თავი იჩინა ღალატმა და უთანხმოებამ. მესხმა აზნაურებმა, იმის საბაბით რომ ბაგრატმა ისინი მეწინავე ლაშქრად არ დანიშნა, მიატოვეს ბრძოლის ველი და უკან გაბრუნდნენ. ქართველები გმირულად იბრძოლდნენ მაგრამ ოსმალები როგორც შეიარაღებით ისევე რიცხობრივად სჯობდნენ. მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩიან, ქართველები დამარცხდნენ. ბაგრატმა სამცხე დათმო იქ ფაქტიურად ოსმალები გაბატონდნენ.

სამცხეში მარცხის შემდეგ ბაგრატმა განიზრახა დაემორჩილებინა დასავლეთ საქართველოს მთავრები რომლებიც იმერეთის მეფის უზენასეობას ფორმალურად აღიარებდნენ. განსაკუთრებით ურჩობდა სამეგრელს ანუ ოდიშის მთავარი ლევან I დადიანი. სამეგრელოს ანუ ოდიშის სამთავრო ამ პერიოდში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, საკუთრივ სამეგრელოსა აქ შედიოდა აფხაზეთიც. ბაგრატ მეფემ სანადიროდ მიიწვია ლევან დადიანი და დააპატიმრა. ასევე სცადა გურიის მთავრის შეპყრობაც, გურიელი მიუხვდა ბაგრატის განზრახვას და მეფეს თავი აარიდა. მალე იმერელმა თავადებმა ლევან დადიანი სამცხეში გადაიყვანეს. ამის შემდეგ გურიის და სამეგრელოს მთავრები უკვე უფრო აღარ ემორჩილებოდნენ ბაგრატს.

დასვლეთ საქართველოს ფეოდალური დაქაუცმაცება ხელს უწყობდა ოსმალეთს. მან გავლენა გაავრცელა საქართველოს სამხრეთ დასავლეთით. ოსმალეთმა მიიტაცა აჭარა, ჭანეთი ასევე შეაღწია აფხაზეთშიც. აფხაზეთში ძლიერდება მთის მოსახლეობის ჩამოსახლება და მაჰმადიანობის გავრცელება. ამიტომ ბაგრატ III-მ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანა. მთავრებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მეფემ გაატარა ღონისძიებები რომლითაც მეფის ხელისუფლება გაძლიერდა. მან იმერეთში აღადგინა და შექმნა ახალი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპისკოპოსებად ინიშნებოდა მეფის ერთგული პირები. ამ გზით ბაგრატმა ეკლესია თავის გავლენის დაუქვემდებარა. მანვე მოიწვია საეკლესიო კრება რომელზეც მრავალი საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული. კრებამ მიიღო დადგენილება ქვეყანაში ასე გავრცელებულ ქურდობა-ავაზაკობის, მკვლელობის, ეკლესიების ძარცვისა და სხვა ბოროტებების წინააღმდეგ. კრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტყვის სყიდვის საკითხს.

ტყვის სყიდვა- ადგილობრივი მოსახლეობის უცხოეთის ბაზარზე მონებად გაყიდვას ნიშნავდა. ეს საშინელი სენი მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით იქ სადაც ოსმალეთის გავლენა ვრცელდებოდა. ოსმალები ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ ბავშვებს და მოზარდებს ამაჰმადიანებდნენ და სპეციალურ სკოლებში ზრდიდნენ. მათგან ისინი იანიჩარის ნაწილებს და მამლუქთა რაზმებს აკომპლექტებდნენ. ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე განსაკუთრებით ძვირად ფასობდა საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ჩამოყვანილი ტყვეები. დსავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება მეფის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებდა. ადგილობრივ მოსახლეობას იტაცებდა როგორც იმიერკავკასიელები ასევე ადგილობრივი მებატონეები. მეფე ბაგრატ III შეებრძოლა ამ სენს. სასტიკად აიკრძალა ტყვის სყიდვა. ყველა ვინც შემჩნეული იქნებოდა ამ საქმიანობაში სასტიკად უნდა დასჯილიყო. მაგრამ ამ დადგენილების შესრულება მეფის ძლიერი ხელისუფლების შემთხვევაში შესრულდებოდა. 1565 წელს მეფე ბაგრატის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ სქართველო ანარქიამ მოიცვა.

ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი II-მ მისი მეფობის დროს განსაკუთრებით გართულდა ურთიერთობები როგორც მეფესა და მთავრებს ასევე ცალკეულ თავადთა დაჯგუფებეს შორის. ურთიერთთავდასხმა, ერთმანეთის მამულების აკლება, ტყვეების წასხმა ოსმალეთის ბაზარზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დასავლეთ საქართველოს მთავრები ერთმანეთთან და მეფესთან საბრძოლეველად ხშირად იყენებდნენ ოსმალეთის ძალას. ოსმალეთი სიამოვნებით ერეოდა იმერეთის საშინაო საქმეებში და ამით კიდევ უფრო აძლიერბდა მის გავლენას დასავლეთ საქართველოზე.

ირანთან ომის განახლებისას ოსმალეთმა გადაწყვიტა დაეკავებინა ფოთის ნავსადგური და ფოთი-რიონის გზა ექცია მისი ჯარის მომმარაგებელ არტერიად. ოსმალების ეს გეგმა არ განხორციელდა, მიუხედავად ამისა ფოთში ოსმალებმა დაიწყეს ციხეების აგება და რიონშიც შემოვიდა მათი ფლოტი. იმერლებმა ოსმალები დაამარცხეს და ფოთში აგებული ციხეები დაანგრიეს. მუსტაფა ლალა ფაშას ლაშქრობისას, ოსმალებმა ქართლიდან სცადეს იმერეთში შემოჭრა. მაგრამ მარცხი განიცადეს. 1585 წლიდან იმერეთში გიორგი მეფის მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი მეფობდა. ამ დროს იმერეთში სრული ანარქია იყო. დადინი და გურიელი ერთმანეთს მტრობდნენ. ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართულები იყვნენ იმერელი თავადობის დიდი ნაწილი. ეს იმ დროს როდესაც ქვეყანას ოსმალთა მხრიდან სრული დაპყრობა ელოდა, ამ მძიმე დროს საჭირო იყო ქვეყნის ძალების გაერთიანება. იმერეთში შექმნილი მძიმე ვითარებით ისარგებლა სიმონ I-მა ის გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ქუთაისი დაიკავა. მაგრამ სიმონს იმერეთის დიდხანს შენარჩუნება არ შეეძლო რადგან ქართლს ოსმლები შეესივნენ. სიმონმა როგორც კი დატოვა ქუთაისი ტახტი დაიბრუნა ლევანმა. სიმონი კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ის დამარცხდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0