მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ბოროტების განკურნება მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება
სააღდგომო ეპისტოლე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სამცხე-საათაბაგო
ტაო-კლარჯეთი.
სამცხე-საათაბაგო

ოსმალეთისა და ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამცხე-საათაბაგოს დაკავებას. ვინც სამცხე-საათაბაგოში გაბატონდებოდა, მას დიდი უპირატესობა ექნებოდა როგორც მოწინააღმდეგესთან ასევე საქართველოს შემდგომ დასაპყრობად. მესხეთიდან ადვილი იქნებოდა შეჭრა როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე ქართლში. სამცხე საათბაგოს დაკარგვა გაართულებდა საქართველოს სამეფო სამთავროების ბრძოლას დამპყრობლებთან. ამიტომ იყო რომ ქართლის და იმერეთის მეფეები ყოველგვარ საშუაებას იყენებდნენ რათა არ დაეთმოთ სამცხე დამპყრობლებისთვის. ამ დროს სამცხის ათაბაგები თავს უფრო ქარლისაგან და იმერეთისაგან იცავდა ვიდრე ოსმალეთისგან ან ირანისგან. ასე მოიქცა 1510 წელს ათაბაგი მზეჭაბუკი, როდესაც ოსმალები გაატარა თავის სამთავროზე და გზა გაუხსნა იმერეთისკენ. 1515 წელს მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მზეჭაბუკის ძმა მანუჩარი და მზეჭაბუკის ძმისშვილი ყვარყვარე. მანუჩარი თურქული ორიენტაციის იყო მან თავის მომხრეებთან ერთად მოახერხა მზეჭაბუკის დამარცხება. ამის შემდეგ ყვარყვარემ დახმარება ირანის შაჰ ისმაილ I-ს თხოვა და ყიზილბაშთა მხარდაჭერით დაიკავა სამცხე. ყვარყვარე ათაბაგი შაჰის ვასალი გახდა.

XVI საუკუნის 30-იან წლებში ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და სამცხე დაიკავა. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ყვარყვარე ტყვედ ჩავარდა და მესხეთის დიდი ნაწილი იმერეთის მეფეს დარჩა. ომარ შალიკაშვილმა ყვარყვარეს მცირეწლოვანი ძე ქაიხოსრო ოსმალეთის სულთანთან წაიყვანა და ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შემწეობა ითხოვა. სულთანი ევროპაში ომობდა ამიტომ სამცხისთვის არ ეცალა. 1543 წელს ოსმალეთმა იმერეთის წინააღმდეგ იომა მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. თუმცა ის კი მოახერხა რომ ტაოს და კლარჯეთის ტერიტორიებზე თავისი ადმინისტრაციული ერთეულები - სანჯაყები შეექმნა. ეს იყო ოსმალეთის პირველი ცდა ქართულ ტერიტორიებზე ოსმალური ადმინისტრაციული სისტემა შეექმნა. ეს ყველაფერი ქართული მიწების ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაძში შესვლას ნიშნავდა. 1545 წლის ბრძოლაში იმერეთმა დაკარგა სამცხე. ლუარსაბ I კვლავ ინარჩუნებდა ჯავახთის ტერიტორიას. ქართლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ათაბაგმა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზთან დაამყარა კავშირი. ქაიხოსროს არ მოეწონა რომ თურქები სამცხის ციხეებში ჩადგნენ ამიტომ მან თურქული ორიენტაცია შეიცვალა. ათაბაგები ცდილობდნენ ოსმალეთსა და ირანს შორის ლავირება მოეხდინათ, მაგრამ ამ პოლიტიკამ დიდი ხნით წარმატება ვერ მოიტანა.


^

სეფიანელთა ირანი 1598 წელს.

ამასიის ზავის მიხედვით სამცხე საათაბაგო ოსმალეთსა და ირანს შორის იქნა გაყოფილი. სამცხის დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო აღმოსავლეთი კი ირანს. საათაბაგში შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმ შინაომმა, რომელიც დაიწყო ჯაყელებსა და შალიკაშვილებს შორის. 1578 წელს მუსტაფა ლალა ფაშა სამხრეთ საქართლოში შემოიჭრა და სამცხის ციხეები დაიკავა. მტერმა ვერ აიღო მგელიციხე რომლის დამცველები ხუთი დღის განმავლობასი უმკლავდებოდნენ მტერს. ლალა ფაშა როდესაც მიხვდა რომ მეციხოვნეთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა ციხეს თავი მიანება. ჩილდირის ბრძოლაში გამარჯვებულ მუსტაფა ლალა ფაშას მანუჩარ ჯაყელი ეახლა და მორჩილება აღუთქვა. მანუჩარი ბრძოლას მთიდან ადევნებდა თვალს და გამარჯვებულის მხარე დაიკავა. მანუჩარს იმედი ჰქონდა რომ ოსმალები მას გადასცემდნენ საათაბაგოს და ამ მიზნით გამაჰმადიანდა. 1579 წელს სულთნის ბრძანებით საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჩილდირის საფაშო და ფაშად გამაჰმადიანებული მანუჩარი დაინიშნა. 1582 წელს მანუჩარი კვლავ გაქრისტიანდა და სამცხეში აჯანყება მოაწყო. ერთი წლის შემდეგ მან ცოლად მოიყვანა ქართლის მეფის სიმონ I-ის ასული ელენე. ამით კიდევ უფრო განმტკიცდა კავშირი ქართლის მეფეს და ათაბაგს შორის. 1587 წელს მანუჩარის წინააღმდეგ ოსმალთა დიდი ჯარი დაიძრა. ათაბაგმა დახმარება ქართლის მეფეს სთხოვა. სიმონ I სამცხეში გადავიდა მაგრამ მალე ის უკანვე დაბრუნდა, რადგან ოსმალები უკვე ქართლშიც შემოიჭრნენ. ოსმალებთან გამოცხადდნენ შალიკაშვილები და ჯაყელების მოწინააღმდეგე თავადები. ოსმალებმა ახალციხე აიღეს. მანუჩარი იძულებული გახდა სამცხე დაეტოვებინა.

1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი კავკასია და მათ შორი სამცხე-საათაბაგო ოსმალებს ერგო. სამხრეთ საქართველო 300 წლის განმავლობაში ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ოსმალეთმა აღწერა მთელი სამცხე საათაბაგო ან გურჯისტანის ვილაიეთი, მასში 1160 სოფელი შედიოდა. სამცხეში დაინერგა ოსმალური მიწათმოქმედების სისტემა.მიწა შეიძლებოდა ჰქონოდა იმას ვინც მაჰმადიანი იქნებოდა და სულთანის სამსახურში ჩადგებოდა. სამცხეში მცხოვრებ ფეოდალებს ორი არჩევანი ჰქონდა: ან გამაჰმადიანება და მიწის შენარჩუნება, ან ყველაფრის დაკარგვა. დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ მათ ნაცვლად კი მეჩეთებს აშენებდნენ. მძიმე გადასახადები დაეკისრა ადგილობრივ მოსახლეობას გლეხობა მასობრივად ტოვებდა სოფლებს, გურჯისტანის ვილაიეთის 300 სოფელი დაცლილი იყო. ისმალებმა დაიწყეს თურქების ჩამოსახლება. საქართველსო უძველეს კუთხეს გადაშენების საფრხე დაემუქრა. სამხრეთ საქართველოს დაკარგვამ მეტად გაართულა ბრძოლა ოსმალებთან. სამცხე საათაბაგოში ხშირად ეწყობადა აჯანყებები მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰქონდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0