მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა
ადამიანის დანიშნულება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში
ლევან დადიანი.
დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში

XVII საუკუნის დასწყისში დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრებს შორის მშვიდობა სუფევდა. ამ ვითარებამ მალე გამოიღო დადებითი შედეგი. დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ხარკს აღარ უხდიდა, გურიის მთავარმა ოსმალები აჭარიდან გააძევა და იქ თავისი გავლენა გაავრცელა. როდესაც ირანის შაჰი აბას I იმერეთის საზღვრებს მოადგა და იქ თავშეფარებული თეიმურაზ I-ის გადაცემა მოითხოვა, მტკიცე უარი მიიღო. შაჰმა იმერეთში შეჭრა ვერ გაბედა. ასეთი მშვიდობიანი ურთიერთობა გაგრძელდა 20-იან წლებამდე. შემდეგ კი დაიძაბა ურთიერთობები სამეგრელოს მთავარსა და იმერეთის მეფეს შორის. მიზეზი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უზომო განდიდება იყო. ლევან დადიანმა თავის გავლენას დაუქვემდებარა გურია, რამდენიმე ბრძოლაში კი იმერეთის მეფე დაამარცხა. ამის შემდეგ ჩვეულებრივ ამბად იქცა ერთმანეთის დარბევა, ტყვის წაყვანა. 1622 წელს ლევან დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფის ბანაკს ქუთაისთან და ხელთ იგდო დიდძალი ტყვე, რომელთა შორის ბევრი იმერელი წარჩინებული იყო. სამეგრელოს მთავარმა მათ გაშვებისთვის დიდი გამოსასყიდი მოითხოვა. 1625 წელს ლევან დადიანმა გურიის მთავარი დაამარცხა, ტყვედ იგდო და თვალები ამოწვა. მის მაგივრად კი გურიის მთავრად დანიშნა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მალაქია, რომელიც მისი ხელის შემყურე იყო. დადიანმა აფხაზეთშიც ილაშქრა დაარბია აფხაზეთი დიდძალი ტყვე იგდო ხელთ და ხარკიც შეაწერა. იგი ქართლის მეფე როსტმ-ხანსაც დაუკავშირდა და თავისი და მარიამი შერთო ცოლად. ამ წარმატებებმა დადიანი ისე გაათამამა მთელ დასავლეთ საქართველოში გაბატონება გადაწყვიტა. ამას წინ აღუდგა იმერეთის მეფე გიორგი, მაგრამ ბაღდათთან ბრძოლაში ის დამარცხდა და ტყვედაც ჩაუვარდა განდიდებულ თავადს. მისმა მემკვიდრე ალექსანდრემ მხოლოდ დიდი გამოსასყიდის ფასად შესძლო მეფის გათავისუფლება. იგი იძულებული გახდა სამეგრელოსთვის დაეთმო მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთი ტერიტორია. დიდძალი ოქროს და ვერცხლის შემდეგ, დადიანს მისცეს ქალაქ ჩხარში და ჩიხორში მცხოვრები სომეხი და ებრაელი ვაჭრები, რომლებიც ლევან დადიანმა მდინარე ენგურის შესართავთან რუხის ციხეში დაასახლა. აქ ლევანი ქალაქის დაარსებას აპირებდა და ამ ღონისძიებით სამეგრელოში ხელოსნობის და ვაჭრობის განვითარებას ვარაუდობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმა სასურველი შედეგები ვერ მოიტანეს.

ლევან დადინი მოხერხებულ პოლიტიკას ატარებდა , მან ისარგებლა ოსმალეთის სიძნელეებით და მის ქვეშევრდომობიდან გამოვიდა. ლევანი ირანს დაუკავშირდა. ირანის შაჰმა როსტომ-ხანის ხელით ლევანს 50 000 მარჩი გამოუგზავნა და ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნა. სამეგრელოს მთავარი ირანისგან იღებდა თოფ იარაღსაც, რაც მნიშვნელოვნად აპირობებდა მის წარმატებებს მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. ლევან დადიანი რუსეთსაც დაუკავშირდა და იქ თავისი ელჩობა მიავლინა. თუმცა მას კახეთის და იმერეთის მსგავსად ”ფიცის წიგნი” არ მიუღია. ლევან დადიანის დროს ევროპიდან სამეგრელოში ჩამოვიდნენ კათოლიკე მისიონერები , რომლებსაც მთავარი დიდი პატივით იღებდა და ყოველმხრივ უწყობდა ხელს მათ საქმიანობას. ამ მისიონერების საშუალებით სცადა ლევან დადიანმა რომის პაპთან ურთიერთობის დამყარება.


^

ალექსანდრე III


ლევან დადიანის ეს ძალისხმევა ვერ აბათილებდა იმ უარყოფით შედეგებსა რასაც , მის მიერ ატეხილი ომიანობა და ძარცვა რბევას მოჰქონდა . ტყვეობიდან გათავისუფლებულ გიორგი მეფეს დიდხანს არ უმეფის 1639 წელის ის გარდაიცვალა იმერეთის ტახტი დაიკავა ალექსანდრე III-მ .მისი მეფობის დროს ბრძოლები სამეგრელოს მთავარსა და იმერეთის მეფეს შორის კიდევ უფრო გამძაფრდა. იმერეთსი მეფეს თავის დაცვა იმდენად გაუჭირდა რომ ქუთაის გალავანი შემოარტყა და იქ თავი შეაფარა. ლევან დადიანი თავისუფლად დათარეშობდა არბევდა და იკლებდა იმერეთის სოფლებს, ბევრ ტყვეს იყვანდა და შემდეგ ოსმალეთის ბაზარზე ყიდდა. ლევან დადიანის ასეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს მოჰყვა ის რომ აფხაზეთი გამოვიდა სამეგრელოს მფარველობიდან.

XVI საუკუნის ბოლომდე აფხაზეთი სამეგრელოს მფარველობის ქვეშ იყო. აქ სახლობდნენ - კოლხური, მეგრული და სვანური მოსახლეობა და თანამედროვე აფხაზები . რომლებიც თავიანთ თავს აფსუებს უწოდებდნენ . ადრე აფხაზეთი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნაში ამას მოწმობს :ბიჭვინთის, ბედიის , მოქვის და სხვა ტაძრები. სასახლის ნანგრევები, ხიდები . მაღალი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო კულტურა. ასევე ბიჭვინთაში იყო მთელი საქართველოს საკათალიკოსოც. უკვე IV საუკუნეში აფხაზეთში მტკიცედ არის გავრცელებული ქრისტიანობა. მაგრამ უკვე XIII საუკუბიდან, როდესაც იწყება მონღოლთა შემოსევები . ჩრდილოეთ კავკასიიდან იწყება აფსუა-აბაზების მონათესავე ადიღეურ-ჩერქეზული ტომების ჩამოსახლება. ეს პროცესები ძლიერდება XV საუკუნიდან , ხოლო უკვე XVII საუკუნიდან მასიურ ხასიათს იღებს. თავდაპირველად ისინი მთებში სახლობდნენ და აქედან ეწეოდნენ ბარში მცხოვრებ ქართველების ძარცვა-რბევას, ტყვეების მოტაცებას. ამ საქმეში მათ აქეზებდნენ ოსმალეთის ხელისუფლება , რადგან ოსმალეთის მონათა ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო ქართველებზე. დასუსტებულ საქართველოს უჭირდა მთიელების შეკავება. ბარის ქართველობა მასობრივად იყრებოდა საცხოვრებლებიდან ან ნადგურდებოდა მთიელების შემოტევებით. ქართველების დაცლილ ადგილებს მასიურად იკავებდნენ აფსუა-აფხაზები და მათი მონათესავე მთიელები. აფხაზეთში არსებულ ძირძველ ქართულ ქრისტიანულ კულტურას იკავებდა მთიელების პრიმიტიული და წარმართული კულტურა. XVII საუკუნეში მკვეთრად შეიცვალა აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა. აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩამოსახლებულები შეადგენდნენ. შარვაშიძეთა ძირძველი ფეოდალური გვარი ძალაუნებურად შეეგუა ახალ ვითარებას და ამ მეკობრე-მეომარ მთიელებთან ერთად დაიწყეს ახალი სამთავროს ჩამოყალიბება. მათ ისარგებლეს იმით რომ ლევან დადიანის ყურადღება იმერეთისკენ იყო გადატანილი და ისინი გამოვიდნენ სამეგრელოს მფარველობიდან . უფრო მეტიც ისინი შეტევაზეც გადავიდნენ და სისტემატიურად უტევდნენ ოდიშის სამთავროს. თავდაპირველად ლევან დადიანი ანალოგიური ზომებით პასუხობდა, ამ ბრძოლაში ქართველობა ნადგურდებოდა. აფხაზთა ყაჩაღურმა თავდასხმებმა იმდენად შეაწუხა სამეგრელოს მთავარი რომ მან სამთავროს ჩრდილო დასავლეთით თავდაცვითი ნაგებობების მთელი სისტემა შექმნა . ეს ყველაფერი აფხაზებს არ აფერხებდა. საზღვარმა აფხაზეთსა და სამეგრელოს სამთავროს შორის თანდათანობით აღმოსავლეთით გადმოიწია და მდინარე ენგურამდე მოაღწია. აფხაზთა ასეთი შემოტევები განსაკუთრებით გამწვავდა ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ .

ლევან II დადიანი 1657 წელს გარდაიცვალა , ამან იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს ხელ-ფეხი გაუხსნა და სამეგრელოს სამთავრო დაიკავა. იმერეთის მეფემ ხელთ იგდო ლევანის ნაძარცვი ქონება . ალექსანდრემ სამეგრელოს მმართველად მისი ერთგული პირი ვამიყ ლიპარიტიანი დანიშნა. 1658 წ. განძასთან ბრძოლაში იმერეთის მეფემ დაამარცხდა სამეგრელოს მთავრის ხელისუფლებისთვის მებრძოლი ლევან II დადიანის ძმისწული ლიპარიტ იესეს ძე და მისი მომხრეები. ამით მან დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობა აღიდგინა , მაგრამ 1660 წელს ალექსანდრე III გარდაიცვალა და დასავლეთ საქართველო შინაბრძოლების ცეცხლში გაეხვა .
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0