მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის დღესა
ქალის როლისათვის საზოგადოებაში

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


დანაშაულის ფესვები ჩვენსავე ურწმუნოებაშია

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა მძიმე დანაშაულებანი: ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით, გაუპატიურება, გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები... ნიშნადობლივია, რომ დამნაშავენი უმეტესად ახალგაზრდები არიან, მათ შორის - არასრულწლოვნებიც. ისინი ქმნიან დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებს და თავს ესხმიან თვით ოჯახის წევრებსაც კი. ასეთი ადამიანები  საზოგადოებისთვისაც საშიშნი არიან. ისინი დასაღუპად წირავენ არა ოდენ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც.

სად უნდა ვეძებოთ ამ მოვლენის სათავეები?

სამართალდამცავები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები მოვლენათა ზედაპირული ანალიზის შედეგად ასკვნიან, რომ დანაშაულთა უმრავლესობა ჩადენილია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე. მაგრამ არის კი ეს მთავარი მიზეზი?

პირველ ყოვლისა, იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ გარემოში ცხოვრობს და ვისთან ურთიერთობს ადამიანი. დანაშაულებათა გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფილმებიც, რომელთაც ტელევიზორსა თუ კინოთეატრებში თითქმის ყოველდღე უყურებს XXI საუკუნის მოქალაქე, ფილმები, რომლებშიც ასახულია გაუგონარი სისასტიკე, ტანჯვა-წამება, საზარელი მკვლელობები. ვისაც უნდა ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ მხოლოდ გართობის მიზნით უყურებენ ამ ფილმებს, რომ ამაში არაფერია საშიში, მაგრამ, როგორც ცნობილია, ბუნებაში არაფერი იკარგება. ეს სცენებიც ილექება ჩვენს ცნობიერებაში და ანაგვიანებს მას.

ყველაზე მეტი ინტერესით ასეთი შინაარსის ფილმებს მოზარდები ადევნებენ თვალს. ხშირად სწორედ ეს სასტიკი კინო იქცევა მათ სულიერ საზრდოდ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ბევრი ნანახის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას ცდილობს.

დანაშაულის მიზეზებს შორის უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი - სულიერ-ზნეობრივ ღირებულებათა უქონლობა. ადამიანი, რომელიც არ ცნობს ღვთის არსებობას და მის მცნებებს, როგორც წესი, ამქვეყნად მხოლოდ საკუთარ ვნებებს ემორჩილება, იმის გაკეთებას ესწრაფვის, რაც თავად სურს, იმისა, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ამგვარად, მის ინტერესთა სფერო ვიწროვდება და ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე დაიყვანება. ეს კი ნიშნავს: მაძღრისად ჭამოს და სვას, ჰქონდეს სასიყვარულო ურთიერთობები, იშოვოს ფული, მოიხვეჭოს პატივისცემა, თუნდაც დანაშაულის ფასად.

ყველა სურვილი, რომელიც სულიერი სრულყოფის უზენაეს იდეას არ ემსახურება, ვნებად გარდაისახება. ადამიანი, რომელიც ქრისტიანულად არ ცხოვრობს, დაუცველია ბოროტ ძალთაგან, ეშმაკი იბუდებს მის სულში და იპყრობს მას. ამის შემდეგ ადამიანი ეშმაკის ნების უსიტყვო შემსრულებლად იქცევა.

სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობის ხალხი სჩადის ამ შემზარავ საქციელს.

ამგავარად, დანაშაულის ძირები მხოლოდ ეკომომიკურ-სოციალურ პირობებში, საზოგადოდ, გარეშე ფაქტორებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ჩვენსავე ურწმუნოებასა და ბოროტი ძალებისადმი მორჩილებაში.

ასე რომ, მხოლოდ დამნაშავეთა დაკავება და დასჯა გამოსავალი ვერ იქნება. მოახდინოს თუ არა მათი იზოლირება, ეს საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს; მთავარი სხვა რამ გახლავთ: ადამიანმა თავისი სულიდან უნდა აღმოფხვრას ის მანკიერებანი და ცოდვილი მიდრეკილებანი, რომლებიც მას დანაშაულისკენ უბიძგებს.

უფლის მცნებათა დაცვა და მათი ცხოვრებაში დანერგვა - აი, საუკეთესო გზა მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად. სულში აღმოცენებული რწმენა და სწრაფვა ღვთისკენ ადამიანს ყოველგვარი უკეთური საქციელისგან იხსნის.

წმიდა მოწამენი: ალ...
მოწამე აბო თბილელი
პატერიკული მოთხრობ...
ღირსი პიმენ სალოსი...
ღირსი ანტონი რომაე...
წმიდა მოწამენი: ბი...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა მამა გაბრიელის დარიგებანი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა იოანე ნათლისმცემელი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმ საროველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

გილოცავ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე მარინე

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...