მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ
მტერმაც კი მოიყარა მუხლი მის წინაშე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა)



დაბ. - 24.04.1969. სოხუმი
1988 - სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი
1995 - ბერად აღკვეცა
17.09.1996 - დიაკონი
13.12.1996 - მღვდლად კურთხევა
1997 - იღუმენი
1997-1998 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი
18.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-2002 - საგარეჯოს ეპისკოპოსი
2002 - ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს - გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამთღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამხრეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები. სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. „იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი". დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისაგან დასუსტებულ ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა. XV ს-ში, 1477 წელს, აყ-ყოიუნლეს შაჰმა უზუნ-ჰასანმა გორი თბილისთან ერთად აიღო, მაგრამ 1479 წ. კონსტანტინე II დაიბრუნა და თავისი მეციხოვნეებით გაამაგრა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე ალექსანდრე II დაუპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X 1510 წ. დაიბრუნა. მე-16 საუკუნეში, 1559 წ. ლუარსაბ I მთავარი დასაყრდენი - გორი ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში მას ქალაქი ოსმალებმა წაართვეს და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წ. სვიმონ I მოულოდნელად დაესხა ქალაქს და გაათავისუფლა. 1614 წ. საქართველოს შემოსეული შაჰ-აბას I გორში დაბანაკდა და აქედან განაგებდა მთელ ქართლს. ამ კუთხის მნიშნველობა კარგად შეაფასა როსტომ ხანმაც. მან XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და აქვე აიშენა სასახლეც. ვახტანგ VI-ის დროს იგი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო, რის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. ვახტანგმა ირანში გამგზავრებისას თავის ძმას, სვიმონს, ქალაქი გორი რეზიდენციად მიუჩინა. XVII ს. II ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, 1723-1734 წწ. ქალაქი ოსმალების ხელში იყო და მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წ. კი გორს სპარსელები დაეპატრონენ. ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის მთლიანად დაანგრიეს, მაგრამ 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, ქალაქი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა და თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე ქალაქი გახდა. XVIII ს. მეორე ნახევარში მისი დაკავება სურდა რუსის ჯარს, ტოტლებენის სარდლობით. ერეკლე მეფე კარგა ხანს იმყოფებოდა გორში. მოგვიანებით აქ გაჩენილი სახადის გამო ერეკლე ქალაქს გაშორდა. XIX-XX საუკუნეებში აღდგენილი ქალაქი 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. საერო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებთან ერთად მრავალი ძველი ტაძარიც დაზიანდა. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა ეპისკოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1995 წ. რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია. ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა. საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, „...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი" (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - „ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე". სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა „ქალაქსა სამთავისისასა". სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა". სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა. დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთვრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მე-19 საუკუნის დამდეგს იგი მხოლოდ 17 სოფელს მოიცავდა. 1803 წ. წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს. მალე წილკან-სამთავისის განვრცობილი ტერიტორია ნიქოზელი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლო წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. 1811 წლისათვის სამთავისის ეპარქიაში მხოლოდ 44 ეკლესია შედიოდა, მალე კი სამთავისის ეპარქია საერთოდ გაუქმდა. მე-19 საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერთ სამღვდელმთავრო სამწყსოდ გაერთიანებული ეპარქიის შემადგენლობაში სამთავისიც შედიოდა. სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმიდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღამსკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით. უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო „სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა"; არბას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი". ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება „ესტატეწმინდა", დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი. უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.
დედის წყევლა
ღირსი გარეჯელი მოწ...
ყოვლადწმინდა ღვთის...
მართლმადიდებლური ს...
წმიდა მღვდელმოწამე...
სანთლის დანიშნულებ...

გფარავდეს წმიდა ანა წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა საბა განწმენდილი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ლევანი

დათვალიერება...

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გილოცავ კვირაცხოვლობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმ საროველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ათანასე დიდი

დათვალიერება...