მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ღაღადი ქართველთა მიმართ
ცოდვათა ჩვენთა განცდისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ეპისკოპოსი იუგუდიელი (ტაბატაძე)


 
დაბ. 1966 წ. 14 ოქტომბერი. ქ. ჭიათურა
1992 წ. - პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1997 წ. დიდმარხვის I კვირა - ბერად აღკვეცა
1998 წ. 13 ივლისი - დიაკვნად კურთხევა
1998 წ. 10 ნოემბერი - მღვდლად კურთხევა
2000 წ. 17 ივნისი - იღუმენი
2004 წ. 28 აგვისტო - ეპისკოპოსად კურთხევა 21.12.2006 სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს და მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის აუზებს მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაშია საქართველოს მთიანეთის პატარა ქალაქი ყაზბეგი (ძვ. სტეფანწმინდა) და მისი მიმდებარე ისტორიული პროვინცია - ხევი, ადრინდელი შუა საუკუნეების წინარეთი. ქვეყნის თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - წილკნისა და დუშეთის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე კი - ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ქართულ წერილობით წყაროებში ტოპონიმი „ხევი წანარეთისა" პირველად VI საუკუნის მოვლენების აღწერისას იხსენიება „მოქცევაი ქართლისაის" მატიანეში. თუმცა XIX ს. ბოლო მეოთხედში სტეფანწმინდასთან მიკვლეული, ქრისტეს შობამდე VI ს-ის არქეოლოგიური მასალა, ე.წ. „ყაზბეგის განძი" ადრიდანვე ამ კუთხის აქტიური ურთიერთობის მიმანიშნებელია უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებთან. მოგვიანებით სახელწოდება „წინარეთი" ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და „ხევი" დამკვიდრდა ამ მხარის საკუთარ სახელად, შესაბამისად აქაურ მკვიდრთა სატომო სახელი „წინარები" შესცვალა „მოხევემ". ხევი ადრიდანვე, თავისი ადგილმდებარეობის გამო, უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა საქართველოს სამხედრო-სტრატეგიული და თავდაცვისუნიარიანობის ერთიან სისტემაში. აქ გადიოდა ჩრდილო კავკასიის და კავკასიის გადაღმა მხარეებთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დარიალის ხეობის გავლით. აქედანვე იწყებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარის დასავლეთ საქართველოს მთიანეთთან (აფხაზეთამდე, კოდორის ხეობამდე) მიმავალი უმნიშნველოვანესი მაგისტრალი, რომელიც დვალეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთ-აფხაზეთის მთიანეთის გავლით ყველაზე მოკლე გზა იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად. ამ გზას „გზა გარესა" და „გზა დვალეთისასა" ეწოდებოდა. ხევის და ამ მხარეში არსებული უმნიშვნელოვანესი გადასასვლელის - დარიალის ფლობას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს სამეფო კარი. ხეობა იცავდა ამიერკავკასიის და მის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებს ჩრდილო კავკასიელი მომთაბარე მეომარი ტომების თავდასხმისაგან, ამიტომავ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმართვისას - რომის იმპერიასთან, ბიზანტიასთან, არაბთა სახალიფოსთან და სხვ. დარიალის ხეობა მძლავრ ბერკეტად ითვლებოდა. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში აღნიშნული ხეობა ძველთაგანვე მრავალი სახელით მოიხსენიებოდა: დარიალის (სპარს. დარი ალანი - ალანთა კარი), დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვ. ტრადიცია დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრის აშენებას იბერიის მეფე მირიან I (ქრისტეს შობამდე II ს. I ნახევარი) უკავშირებს. ქრისტეს შობამდე I ს-ში იბერიის მეფეები რომის მძლავრ იმპერიასთან, პართიასთან და სომხეთთან ურთიერთობებს აღნიშნული სიმაგრის გახსნით და მომთაბარეთა გადმოშვებით არეგულირებდნენ. V ს-ში წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი თავდაცვითი ნაგებობები და საქართველოს ჩრდილო კარიბჭე საიმედოდ ჩაკეტა. VII-X ს. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის დროს დარიალის ხეობაც მათ ხელში იყო. X ს-დან საქართველოს სახელმწიფოებრივი განმტკიცების შესაბამისად დიდი მნიშნველობა მიენიჭა ამ კუთხეს კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა ამ გზით ჩამოიყვანა (1118-1120 წწ.) საქართველოში ყივჩაღები და მანვე განაახლა აქაური სიმაგრეები. წმიდა მეფე თამარის დროს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა სამისიონერო მოღვაწეობა და ამ კუთხის გავლენით ქრისტიანობაზე მოიქცნენ ზახას, გუდას, თრუსოს და სხვ. ხეობათა მცხოვრებნი. იმ ხანებში ხევის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩრდილო კავკასიელი ხალხების დამორჩილებასა და მათი გაქრისტიანების საქმეში სერიოზულ სახელმწიფოებრივ საქმედ იყო მიჩნეული. თათარ-მონღოლთა შემოსევებით დაკნინებული ქვეყანა სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდა ამ მხარეს. სამეფო ხელისუფლების კონტოლიდან გამოსული ხეობა XVIII ს. 20-იანი წლებიდან, მცირე ხნით, 1743 წლამდე - ანუ საერისთავოს გაუქმებამდე, არაგვის ერისთავებმა დაიმორჩილეს. XVIII ს. მეორე ნახევრიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი სიმტკიცის ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი მხარე, შიდა ქართლის ჩრდილოეთი კარიბჭე - ხევი, ადრიდანვე წილკნის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. საეკლესიო ტრადიცია ამ მხარეს ანდრია მოციქულის საქართველოში მიმოსვლის ერთ მონაკვეთად მიიჩნევს. ხევის მოქცევა კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი ტომების გაქრისტიანებას უკავშირდება და წმიდა მეფე მირიანის ძეს - ბაქარს მიეწერება, რომელმაც „მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი". VII-X სს. არაბების მიერ დაპყრობილ კუთხეში - ხევში ეროვნულ-ქრისტიანული სახელმწიფოების ყველა ნიშანი თითქმის სრულიად აღმოიფხვრა და ძველი ქრისტიანული საღვთისმსახურო კერები - ეკლესია-მონასტრები განადგურდა. X საუკუნიდან დამპყრობთაგან ქვეყნის გათავისუფლების დაწყებისა და ქართული სამეფო-სამთავროების ეტაპობრივი გაერთიანების შესაბამისად, ხევშიც იწყებს გამოცოცხლებას ქრისტიანული ცხოვრება, თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ეკლესიები სწორედ IX-X საუკუნეებში აგებული: - გარბანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ახალციხის სამნავიანი ეკლესია, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი და სხვ. მოგვიანებითი ხანის გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ეკლესია (XIV ს.), რომელსაც ვახუშტი მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარად ასახელებს, ასეევე სნოს, კარკუჩის, კობის და სხვ. ეკლესიები. XVI-XVII საუკუნეებში, ეპარქიათა შორის საზღვრების მოწესრიგების შემდეგ, წილკნელ მღვდელმთავარს დამხმარედ საკმაოდ ვრცელი სამწყსო ტერიტორიის სამართავად ქორეპისკოპოსები ჰყავდა. ჩრდილოეთ მხარის ქორეპისკოპოსი კავკასიის სიონში იმყოფებოდა, რომელიც ძირითადად ხევსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მართავდა. საკუთრივ ხევი კი XVIII საუკუნისათვის სტეფანწმინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად იყო დაყოფილი. თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალ თავდადებულ მამულიშვილსა და ეკლესიის გამოჩენილ პირს უმოღვაწია. მრავალთაგან აღსანიშნავია ღირსი იოსებ ხუცესი (მოხევე) სასწაულმოქმედი: მე-18 საუკუნეში ინგუშეთსა და ოსეთში რუსეთის სამისიონერო საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორი იოსებ ქვაბულისძე (1676-1750 წწ.) სამებელი და წილკნელი; იოანე წილკნელი 1762-1802 წწ. (ქარუმიძე), მან ერეკლე II ბრძანებით დაიწყო მისიონერობა და ოსის ყმაწვილებს ასწავლიდა „წიგნსა, წერასა და მეცნიერებასა", რადგან ძალზე დიდი ყოფილა „ნაკლებობა სამღვდელოთა კავკასიასა მთასა შინა", ხევსა და ჩრდილო კავკასიის ქრისტიანულ თემებში. იმ პერიოდში განაკუთრებით სახელგანთქმული მისიონერი იყო გერვასი მაჭავარიანი, წილკნელ-სამთავნელი (1803-1817 წწ.) ეპისკოპოსი და სხვ. საქართველოს რუსეთთან იძულებითი შეერთებით ქვეყანამ ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალია დაკარგა. საქართველოსკენ ცარიზმის ამგვარ კოლონიურ-დამპყრობლურ პოლიტიკას წინ აღუდგა თავისუფლებისმოყვარე მოხევეთა თემი და 1804 წლის მთიულეთის აჯანყებისას ერი და ბერი აქტიურად იბრძოდა მათთვის უცხო და მიუღებელი წეს-წყობილების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და ქართულ სამღვდელმთვროთა იძულებითი გაუქმების მიუხედავად, ხევში აქტიური ქრისტიანული ცხოვრება ჩქეფდა. აქედან კვლავ მიერმართებოდნენ მისიონერები კავკასიის მთიელი ტომების გაქრისტიანებისა და რწმენაში განმტკიცების მიზნით. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას თავის ძველ საზღვრებში განახლდა წილკნის უძველესი სამღვდელმთვროც. 20-იანი წლებიდან დაწყებული რეპრესიების გამო, ხევის თემში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ფაქტობრივად აკრძალული იყო წირვა-ლოცვის აღსრულება. საბჭოური მმართველობის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად ამ წლებშიც არ ჩამკვდარა ხევის ღვთისმოსავ ქრისტიანთა დაუცხრომელი ლოცვა-ვედრება უფლისადმი ეკლესიის განმტკიცებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ამ მხარეში ღრმა სულიერებით გამორჩეულ ოჯახთაგან უპირველესად ხევის ცნობილი პიროვნების შიოლა ღუდუშაურის შთამომავლის გიორგი ღუდუშაურისა და ნატალია კობაიძის სტუმართმოყვარე და ღვთისმოსავი ოჯახი გამოირჩეოდა. ამ ოჯახში აღიზარდა საქართველოს ეკლესიის მომავალი მწყემსმთავარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შიოლაშვილი-ღუდუშაური, რომელმაც თავისი მღვდელმთავრული მოღვაწეობა ეკლესიისთვის ურთულეს პერიოდში დაიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, ღვთის განგებით, სწორედ მისი უწმინდესობის სახელს უკავშირდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და დიდი ტრადიციების მქონე ეკლესიის აღორძინება და მსოფლიო ეკელსიის მიერ მისი ავტოკეფალიის განმეორებითი დადასტურება-აღიარება. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თავის მშობლიურ კუთხეში, ისტორიულად საქართველოს ჩრდილო კარიბჭის საიმედო დაცველ ხევის თემში, 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით დაფუძნდა ეპარქია. ახლადდაარსებული სტეფანწმინდისა და ხევის სამღვდელმთავრო სამწყსო ტერიტორიულად განვრცობილი წილკნის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფლების სნოს, ახალციხისა და კარკუჩის ეკლესიების წინამძღვარი იღუმენი პეტრე ცაავა. იღუმენ პეტრეს ეპისკოპოსად კურთხევა 2002 წლის 20 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II, ქართველ მღვდელმთავართა თანამსახურებით.
წმიდა მოწამე ბიკენ...
ღირსი იოანე ზედაზნ...
საზვერეები
წმიდა მოწამენი ამბ...
მღვდელმოწამე ალექს...
წმიდა მოწამენი: ფი...

გფარავდეს წმიდა იოანე ნათლისმცემელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...