მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ბრმის კვირა
ბრმის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი

ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის

ეტარმა მამა ზოსიმემ, გამოისახა რა პატიოსანი ჯვარი სახეზე, თავისი საუბარი ასე დაიწყო: განკაცდა რა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, დაუსაბამო სიტყვა მამისა, იმდენი მადლი უბოძა მორწმუნეებს, რომ თითოეულს, თუკი ინებებს, შეუძლია ღვთის შვილად იქცეს. ამისათვის საჭიროა გულისხმიერება გამოვიჩინოთ და ვიწყოთ საკუთარი სულებისათვის ზრუნვა. რადგანაც ღვთის მადლი შემზადებულია ჩვენს საშველად, თუკი ჩვენც ვინებებთ შევუერთოთ ჩვენი ნება ჩვენი უფლის ნებას, მაშინ გაგვიადვილდება არარად შევრაცხოთ ყოველივე ამქვეყნიური. ამის შემდეგ ნეტარმა აბბამ ხელში აიღო თივის წველა და თქვა: ამ უმნიშვნელო რამისთვის რომელი ჭკუათმყოფელი ატეხავს შფოთსა და ცილობას, ანუ ავის ქმნასა და კამათს, ან ვინ იქნება ამის გამო მწუხარე, იმის გარდა, ვისაც გონი აქვს დაკარგული? იცოდეთ ეს, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ შემსჭვალული ადამიანის გონებაში. ვინ არ უწყის, რომ ყველა მონაგებზე უპირატესი ადამიანის სხეულია, მაგრამ ღვთის მოყვარეთათვის ისიც არარაობად შეირაცხება, თუკი უფალი მოითხოვს ამას, რადგანაც ხორცის მოკვდინება უფრო ადვილია, ვიდრე სულის სამუდამო სატანჯველში მიცემა.

მასთან დაკავშირებით ნეტარმა მამამ გაიხსენა ერთი ძმა, რომელსაც ჰქონდა კარგად მოვლილი ბოსტანი მხალით. მონასტრის მამათაგან ერთმა ბერმა გადაწყვიტა მისი გამოცდა, რადგანაც ეჭვი შეეპარა ბოსტნის პატრონობამ და მოვლამ ხომ არ გაიტაცა იგი და სული ხომ არ დაავიწყდაო. თუ ეს შრომა და გარჯა არარაობააო, ვითარცა ყოველი ქვეყნიური. ამიტომაც დაიწყო შეუმჩნევლად ბოსტნის გაჩანაგება, თან ჩუმად უთვალთვალებდა ბერს. როცა ერთი ძირიღა დარჩა ამოსაძირკვავი მხალისა, ბოსტნის პატრონმა მორიდებით უთხრა მას: თუ გსურს მამაო, დასტოვე ეგ ერთი ძირი მაინც, გავაკეთოთ საჭმელი და ერთად სადილობით გავიხაროთ. მაშინ მიხვდა ბერი, რომ ბოსტნის პატრონი ჭეშმარიტად ღვთის მონა იყო და არა მხალისა, ქვეყნიური საგნისა და ამიტომაც უთხრა: „ღვთის სულს შენში დაუვანებია ძმაო, ნურავინ იფიქრებს უნდოობას მხლისას, რადგანაც ყოველივე ქვეყნიური ასევე არაფრად მიაჩნდა მას; მარტო მხალის არარაობად მიჩნევას კი ნუ დავინახავთ, არამედ იცოდეთ, რომ მხლის გარდა არაფერი გააჩნდა ამ ქვეყნად და ისიც ადვილად უარყო. ეს რომ კეთილი მოღვაწე არ ყოფილიყო, მაშინ კიდეც აღიძვროდა მხლის დასაცავად, რაც მის ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა. ვისაც ბევრი აბადია, თუ ერთი დაკარგა, მის ნაცვლად მეორეს იხმარს და შეცვლის დანაკარგს. მან კი, ეს ერთადერთი ქვეყნიური სიკეთეც კი არაფრად ჩათვალა.

ტყოდა ნეტარი მამა: ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შემსჭვალულია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.

ონება ყოვლის შემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.

ა კვლავ განაგრძო წმიდა მამამ, რომ: ეშმაკებს, თუ იხილეს ისეთი, ვინც შეურაცხყოფილი ან მწუხარეა, ან რაიმე ზარალი აქვს მიყენებული და წუხს არა იმისათვის, რომ ეს უბედურება ეწია, არამედ იმისათვის, რომ მოწევნული მამაცურად ვერ აიტანა, ასეთების დიდად ეშინიათ, ვინაიდან იციან ჭეშმარიტ გზას ადგიან და უყვართ მცნებები ღვთისა.

მასთან დაკავშირებით ნეტარმა მამამ გაიხსენა წმიდა პახომი, თუ როგორ მოიქცა იგი, როცა უფროსმა ძმამ საყვედურით უკიჟინა: დასცხერ მონასტრის გაფართოების პატივმოყვარეობით გატაცებულო, რასაც წმიდა პახომი იქმოდა უფლის ჩაგონებით და არა საკუთარი ნებით. ამის საპასუხოდ წმიდა მამამ არაფერი უთხრა საწინააღმდეგო. მაგრამ როცა შემწუხრდა, შევიდა იგი ერთ პატარა სენაკში და იწყო ტირილი და ღვთის მიმართ ლოცვა: უფალო, შემიწყალე, რამეთუ ვინც ხორციელად ცხოვრობს, იმას სიკვდილი არ ასცდება, ხოლო ის, ვინც სულით აკვდინებს ხორციელ საქმეებს, ცხონდება. შემიწყალე მე უფალო, რათა არა წარვწყმდე, უკეთუ შენ არ შემეწევი, ეშმაკი დამძლევს მე და ერთ წუთში შევიქმნები მისი მონა, რადგან ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. კვლავაც მწამს, უკეთუ შემეწევა შენი წყალობა, ვისწავლი შენს წმიდა გზაზე სვლას, იმ გზაზე, რომელზედაც შეარცხვინეს მტერი ოდესღაც. სხვაგვარად როგორღა ვასწავლი სხვას, რომელსაც მოუწოდებ ჩემთან ერთად ცხოვრების გზის გატარებას, თუ ჯერ არ გავიმარჯვებ ჩემს თავზე და მტერზე, თუკი მძლე არ ვექმნები ვნებებსა? - ასეთ ლოცვაში გაატარა მთელი ღამე და როცა ინათლა, ის ადგილი, სადაც ლოცულობდა, ქცეულიყო თიხად და ტალახად. და დასძინა ამაზე აბბა ზოსიმემ: განა ამდენ ცრემლს დაღვრიდა, ღმერთს რომ არ მიენიჭებინა კეთილი მისი გონებისათვის? მე მწამს, რომ იმ ღამეს უფალმა მას მიუბოძა ყოველი, რამდენიცა ითხოვა, ვინაიდან ყოველგვარი ქვეყნიური ვნება მასში უკვე ჩამკვდარი იყო.

მბობდა ნეტარი მამა: თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულსა. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარებით შევხვდებით, ეშმაკზე უფრო ძლიერი მტერი შევიქმნებით ჩვენი სულებისა და დიდად ვავნებთ საკუთარ თავს. რადგანაც ვნება თავად უფლისა მაგალითად უნდა გვქონდეს მრავალჟამს და ქველის მოქმედად შევრაცხოთ იგი, ვინც ჩვენ გაგვამწარა. თუკი გვსურს სენთაგან გათავისუფლება, რადგანაც მათი მეშვეობით შევიცანით ჩვენი უძლურება და სენი. და თუ ჩვენ არ გვსურს ყოველივე ეს, უბრალოა ღმერთი. ყოველგვარი მწუხარება ჩვენს შეურაცხმყოფელზე, რომელიც მომტანია ხორციელი ჭირისა, არის სასწაული სნეული სულისა, რადგანაც ვინც არ არის სნეული, მას არც აწუხებს ეს ჭირი. ამიტომაც ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესაგან. და თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლება, არამედ გვინდა „წყლულებათა შინა ჩვენთა დალპობა და ეშმაკთა ყოფად", რა უნდა გვიყოს უფალმა? ხომ მოგვცა წამალი მცნებების სახითა. ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით ჩვენი ნებით, რომელთაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენდს ხორციელ სნეულებათ.

მიტომ ვისაც სურს განკურნება და სენთაგან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, არამედ მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისაგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია იესოს მიერ მოვლინებული ჩვენს გასათავისუფლებლად ყოველგვარ სენთაგან, ამიტომაც სიყვარულით უნდა მივიღოთ იგი ნაკლთა განსაკურნებლად. ხოლო თუ არ მივიღებთ ამ წამალს და ჩვენს მტრებს არ შევიწყნარებთ, წინაღვუდგებით მას, როგორც უგუნურნი ვავნებთ საკუთარ თავს.

ტყოდა ნეტარი მამა: მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმიდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - იმათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.

მიდა მამა შეგვახსენებს ევაგრეს სიტყვებს, რომელიც ამბობდა: მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილისმყოფელად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანი სულისა. იმის შიშით, რომ არ უთხრას ოდესმე ჩემს სულს: „ვკურნებდი ბაბილონს და არ განიკურნა".

წყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი, და ბოროტისმეტყველნიც ვერ იტყვიან სრულად ჩვენს ნაკლს, რადგან თუკი იხილეს ჩვენი ბოროტების სიღრმე, მაშინვე ზურგს გვაქცევენ, როგორც სიმყრალეს, არაწმიდა სულით სავსე გუბეს. ადამიანთა სხეულის ყოველ ასოს რომ ენა ამოედგა და განვეკიცხეთ, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად ვერ შეძლებდნენ ჩვენი უპატიობის გამოხატვას. ყოველი გამკითხველი რაიმე ერთ ნაწილს განიკითხავს მხოლოდ, ყოველივე კი მაინც არ იცის და თუ იობ მართალი იტყოდა „სავსე ვარ გინებითა" (იობი 10, 15), რაღა გვეთქმის ჩვენ, რომელნიც უფსკრულნი ვართ ვნებებისა. ეშმაკმა ჩვენ ყოველგვარ ცოდვასთან დაგვაზავა და ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც დამცირებას გვაზიარა, რამეთუ ისინი, ვინც მიხვდნენ თავიანთ სიგლახაკეს და ადანაშაულებენ თავს, შემუსრავენ ბოროტ სულებს, ეშმაკებს, როგორც თქვეს წმიდა მამებმა: „შთა-თუ-ხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღ-თუ-ხდეს ამპარტავნება ცამდე, ჯოჯოხეთად შთავალს".

ა იტყოდა ნეტარი მამა: ამიტომ რაც არ უნდა მიაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილისმყოფელთაგან.

ვენ კი, განვერიდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც გაიარეს წმინდანებმა, და გვინდა ვიპოვოთ უცხო გზა, რომელზედაც გავიტანთ ჩვენს ბოროტ ნებას. მოვუსმინოთ წმიდა აბბა ამონის საქმიან დარიგებებს, რომელიც ამბობს: გულდასმით უხმე შენს თავს, როგორც არ უნდა შეგაწუხონ, დადუმდი და არ უპასუხო, სანამ შინაგანი ლოცვით არ დაიმშვიდებ გულს, და ამით შეიძენ შენს ძმას.

ისაც სურს ჭეშმარიტი გზით სვლა, შფოთის ჟამს ძლიერად აყვედრის თავის თავს და ეტყვის: რატომ ბორგავ სულო ჩემო? რას გაცოფებულხარ, როგორც ეშმაკეული? ამით აცხადებ შენს ავადმყოფობას. შენ რომ ავად არ იყო, არც გული მოგივიდოდა. რისთვის დაგიტოვებია საკუთარი თავის ბრალობა და აბრალებ ძმას? იმისათვის, რომ საქმით დაგანახა შენი სნეულება? ისწავლე ქრისტეს მცნებანი, რომელსაც შეურაცხყოფდნენ და დუმდა, გვემდნენ და არარას მიაგებდა სანაცვლოდ. არ გესმის რას ამბობდა ის და საქმით რას აჩვენებდა?: „ბეჭნი ჩემნი მივჰსცენ ცემად და ღაწვნი ჩემნი ყვრიმლის ცემად. ხოლო პირი ჩემი არა მივიქციე სირცხვილისაგან ნერწყვთასა" (ეს. 50, 6). შენ კი, საწყალობელო სულო ჩემო, მცირედი შეგინებისა და შეურაცხყოფისათვის ზიხარ და ბოღმას იტრიალებ გულში, და ებრძვი შენს თავს როგორც ეშმაკნი. რას უზამდნენ დემონები ასეთ სულს იმაზე მეტს, რასაც თვით უკეთებ საკუთარ თავს?

აკვირველია, ქრისტეს ვნებათა შესახებ ვკითხულობთ ყოველდღე, რამდენი დაითმინა მან ჩვენთვის და ჩვენ კი მცირედი შეურაცხყოფაც ვერ აგვიტანია. ჭეშმარიტად აცდენილნი ვართ მართალი გზიდან.

ა იტყოდა, მათუსალას წლებიც რომ იცხოვროს ვინმემ და არ იაროს იმ გზით, რომლითაც იარეს წმინდანებმა, რომელსაც ახლავს გინება, შეურაცხყოფა და მოთმინება, საწადელს ვერ მიაღწევს, ამაოდ დახარჯავს ცხოვრების წლებს.

ვლავ განაგრძო წმიდა მამამ საუბარი: თურმე ერთ მისთვის ახლობელ მამას ბევრჯერ ატკინა გული ერთმა მოღვაწემ იმით, რომ ყველასთან მასზე აუგს ამბობდა. ბერი იძულებული გამხდარა სამაგიერო მიეზღო მისთვის, როგორც შეეძლო. ეს რომ ნეტარმა ზოსიმემ შეიტყო, უთხრა: - რასა იქმ, მამაო, ამით ხომ საკუთარ თავს ავნებ, ასე რომ მოიქცე ხომ ყოველგვარ სათნოებას განიშორებ თავიდან? რადგანაც ჯერ ისეთი რა მოგითმენია ღირსად იმისა, რაც უფალმა შენთვის თავს იდვა? ვიცი, რომ მრავალი საფასე დათმე ქვეყნიური, მაგრამ თუ არ მოიპოვე სიმშვიდე, დაემსგავსები მჭედელს, რომელიც ურტყამს უროს, მაგრამ ჭურჭელს ვერ აძლევს თავის ფორმას, აი რას ამბობს ღმერთშემოსილი ეგნატი: მე მმართებს სიმშვიდე, რომლის ძალითაც დაითრგუნება ყოველი ბნელი ძალა ქვეყნის მპყრობელისა.

წმიდა მოწამენი სერ...
რა მოხდა როცა ნოე ...
წმიდა მოწამენი: ავ...
ღირსი აქილე, პეჩორ...
პატრიარქის ქადაგებ...
წმიდა მოწამე თეოდო...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ათანასე დიდი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მამა ანტონ მესვეტე მარტომყოფელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...