მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი
ქართველი სამღვდელობის საყურადღებოდ

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


თაყვანისცემა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა

(სვინაქსარის ადაპტირებული ტექსტი)

დიდი მარხვის მესამე კვირაკეს, წმ. ორმეოცის შუაში, ვდღესასწაულობთ თაყვანისცემას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.

მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში მაცხოვრის მსგავსად ჩვენც ჯვარცმასა და ტანჯვას ვტვირთულობთ და მოვაკვდინებთ ხორცთა ჩვენთა, ვინაიდან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა, სხეულთა დაჭკნობისა და მოკვდინებისა.

ამ ღვაწლში წინ მიგვიძღვის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი ქრისტესი, რომელიც მხიარულ-გვყოფს გულითა, და გვამხნევებს სასოებითა, გვახსენებს ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ნუგეშინისგვცემს.

ხოლო უკეთუ ღმერთი ჩვენთვის ჯვარს ეცვა, რაოდენ გვმართებს ჩვენც, რომ მისთვის ასევე ვჰყოთ? სნეულებანი უსჯულოებათა ჩვენთანი განსდევნა და შეგვიმსუბუქა, და მარადის შეგვეწევა ძლიერი ღმერთის ჯვრის ძალით.

როგორც მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი, ჯვარსა ზედა ჩვენთვის ამაღლდა და დაბადებულთა თვისთაგან შეურაცხჰყოფის სიმწარე თავს იდვა, ასევე ჩვენთვისაც ჯერ არს, რომ მასთან ერთად ვევნოთ და მისთანავე ვიდიდოთ. და თუ ჩვენ ისევე ვერ ვევნებით საქმით, მწუხარე მაინც ვიყოთ გულითა, რადგან ჩვენი სარბიელი ამა სოფლის გაჭირვება და მწუხარებაა.

როცა შევკრავთ ხოლმე ნამუშევრის მძიმე ტვირთს და მივდივართ სიმძიმით შეურვებულნი, სადაც კი ვნახავთ კარგი ფოთლოვანი ტყის ჩრდილს, იქ დავისვენებთ ხოლმე და კვლავ განვაგრძობთ გზას გამხნევებულნი. ასევე, რადგან ჟამი მარხვისა არს ჟამი მწუხარებისა და ღვაწლისა, წმიდა მამათა მიერ დაწესდა თაყვანისცემა ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვარისა, რომელიც მოგვანიჭებს შვებას, სიხარულს, მხნეობას, შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს და უმეტესი ღვაწლისაკენ მიგვიზიდავს.

აქვთ ერთი ჩვეულება ქვეყნიერთა მეფეთა - როდესაც სძლევენ ბრძოლაში მტერს და სურთ სახლში დაბრუნება, წინ წაიმძღვარებენ ხოლმე გამარჯვების ნიშნად თავისი მეფობის სკიპტრას - და ასე ბრუნდებიან დიდი სიხარულით. მასთან მყოფნიც ყველანი ერთხმად ხარობენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა.

აგრეთვე უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ინება, რათა უძლეველსა და შეუპოვარსა სიკვდილსა ჯვარისა მიერ სძლიოს და არცხვინოს, და იქმნეს დიდებულ. გაიმარჯვა კიდეც აღდგომითა თვისითა და წარმოუგზავნა სკიპტრა - თავისი სამეფო ნიშანი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რითაც მოგვანიჭა გამოუთქმელი სიხარული და ნუგეში. აღგვავსო მრავლითა კეთილითა, და განგვამტკიცა, რათა მზად ვიყოთ მეუფის მისაღებად და ბრწყინვალე ქება მივაგოთ მას გამარჯვებისთვის.

წმიდა ორმეოცის შვიდეულთა ეს წმიდა მარხვა მწუხარებისა, გლოვისა და ტირილისა, ხორცთათვის მწარე წყაროს მსგავსია, მაგრამ როგორც მოსემ თავის დროზე საღმრთო მადლით ჩააგდო ძელი და დაატკბო წყალი, ეგრეთვე ჩვენც განგვარიდა და გვიხსნა ღმერთმა გონების მეწამულ ზღვაში ფარაონისაგან პატიოსანი ჯვრის ცხოველსმყოფელი ძელით, რომელიც დაგვიტკბობს ჩვენ მარხვის ორმეოცის დღეთა სიმწარეს და ნუგეშინისგვცემს უდაბნოში მყოფთა მსგავსად, მანამ, სანამ უფალი არ მიგვიყვანს ზეციურ იერუსალიმში.

ხოლო ჯვარი ეს ძელისა, ცხოველსმყოფელად გადმოითარგმნება და არის ცხოვრების ხე, რომელიც დანერგულ იყო სამოთხეში ედემს შუა, ამიტომ ღმერთშემოსილმა მამებმა ძელი ჯვარისა წმიდა ორმეოცს შუა დანერგეს, და აწ, ამ ხის ნაყოფის გემოს იხილავს, აღარ მოკვდება, არამედ საუკუნო ცხოვრება ექნება. მისითა ძლიერებითა, ქრისტე ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ბოროტისა განსაცდელისაგან და ღირს გვყვენ თაყვანისცემად საღმრთოთა ვნებათა შენთა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, რათა სავალი ორმეოცთა წმიდათა დღეთა გზა-შუენიერად განვლოთ და შეწყნარებულ ვიქმნეთ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ.

„მახარებელი" № 8
ჭულევის მონასტერი, 2000 წ.

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

სიტყვა დიდმარხვის მესამე კვირიაკეს

წმინდა ეკლესიამ დიდმარხვის შუალედში მარხვის შესამსუბუქებლად უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსვენება დააწესა. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს, იგი უეჭველად უნდა განიცდიდეს ხორცთა წუხილს, მასთან სულის შეუპოვარ ბრძოლას და ამ ყველაფრის გარდა, – მანქანებას ეშმაკისას, რომელიც ჩვენს სულზე მოქმედებს გულისთქმათა გზით, რომელთაც დიდი სევდა მოაქვთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში არასრულყოფილნი და განუმტკიცებელნი არიან. სწორედ ამგვარნი მმარხველნი, დე, ანუგეშოს თაყვანისცემისათვის, გულითადი ჭვრეტისა და ამბორებისათვის, ამჟამად გამოსვენებულმა ცხოველსმყოფელმა ჯვარმა უფლისა, დე, აღამსუბუქოს ღვაწლი მათი; დე, ნუ მოაკლდებიან მისგან ნუგეშინისცემას არაჭეშმარიტად მმარხველიც და საერთოდ – უმარხველნიც; დე, ემთხვიოს მასზედ მაცხოვარს; დე, ჯვრიდან ასწავლოს ღვთიურმა ვნებულმა ქრისტიანის მნიშვნელოვანი მოვალეობა – მარხვა და ცოდვისმოყვარულ ხორცთა ჩვენთა მოკვდინება. იმდენად, რამდენადაც ჯვარი თავისთავად სიყვარულზე სასაუბროდ განგვაწყობს, ამჟამად ჩვენც ვიტყვით რასმე ჯვარზე განცხადებული ღვთის ჩვენდამი სიყვარულის დიდებულებაზე, რათა ქრისტიანთა გაციებულ გულებში ღვთისა და ქრისტიანის შესაფერისი ცხოვრებისადმი სიყვარული აღვანთოთ. მართლაცდა, შემოქმედი ღმერთის მიერ თავისი ქმნილებისადმი – ადამიანისადმი სიყვარულის რაგვარი უფსკრული გამოიხატა ჯვარზე. შემოქმედმან ცისა და ქვეყანისამან, – ყოველთა ხილულთა და არახილულთა, მან, რომელმან დაჰკიდნა ცასა ზედა მზე, მთოვარე და ურიცხვნი ვარსკვლავნი; მან, რომელმან განჰფინა ჰაერი საარსებოდ (განსასვენებელად) ყოველთა სულდგმულთა, რომელმან მიმოჰღვარა მდინარენი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა; ვინაც დაჰფარა მიწა ყოველი მწვანვილითა და კვლავაც განამრავლებს, აღმოაცენებს და ჰკვებავს ყოველსა ცოცხალსა ქმნილებასა, მხოლოდშობილმან ძემან ღვთისამან ნებითა თვისითა თავს-იდვა, განკაცებულიყო სიცოცხლიდან სიკვდილად ადამიანისა დაცემულისა ცხონებისათვის; იგი ყველაფერზედ უფრო მტანჯველ სიკვდილს დაითმენს მისთვის ჯვარზე, და თანაც სიკვდილს – ყველაზე უფრო საკიცხველს, რათა მისი ვნებები მართლმსაჯული ზეციური მამის მიერ შერაცხულიყო, ვითარცა საკუთარი ვნებები ყოველი დროისა და ადგილის კაცობრიობისა; რათა ამ გზით, მისდამი რწმენითა და სიყვარულით შესაკუთრებული კაცობრიობა დაიხსნას ჯოჯოხეთის წარმოუდგენელ სატანჯველთაგან და მეორე სიკვდილისაგან. ადამიანიც, ხედავს რა დაუბინდავი თვალითა გულისათა დიდებული, ყოვლადძლიერი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს ცოდვილი ადამიანისადმი, შეუძლებელია ღვთის უკიდეგანო სიყვარულის შეგრძნებით არ ატირდეს; – და ისიც ღვრის სიყვარულისა და მადლიერების ცრემლებს, არმქონე სხვა რაიმე შესაწირისა, გარდა ცრემლებისა მისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ცრემლები ჩვენი სიყვარულისა. მაგრამ ღვთის ამგვარ სიყვარულს რით პასუხობს უმეტესობა? უგრძნობელობით, მზადყოფნით კვალაც ჯვარს აცვას თავის სულში ძე ღვთისა ყველა შესაძლო მანკიერებებით, თავისი ცოდვილი ხორცის გაძლიერებული მაამებლობით ისე, რომ მრავალმა ჩვენგანმა თითქოს დაივიწყა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ჯვარზე გადატანილი ვნებები, უმეტესობა ცხოვრობს არა ზეცისათვის და არცა სულისათვის, არამედ მიწისა და საკუთარი სხეულისათვის, და ძალითი-ძალად, ეკლესიის განწესებისაებრ, თანხმდება, სხეულს რამდენიმე დღით უარი უთხრას ზედმეტი ჭამა-სმისაგან. მაშ, ჩვენ ყველა საშუალებით გავურბივართ ჩვენსავ ცხონებას; ევნო ჩვენთვის მაცხოვარი ჯვარზე, ჩვენ კი არც გვსურს ამ ვნებებზე რაიმე ვიცოდეთ; ჩვენი ხსნისათვის მცნებად მოგვცა, თითოეულმა ავიღოთ საკუთარი ჯვარი და თანაწარვყვეთ მას ზეციური დიდებისაკენ, ჩვენ კი ამის გაგონებაც არ გვსურს; მიგვითითა, როგორც წამალზე, თვისთა ხორცთა მოკვდინებაზე ვნებებითა და გულისთქმებითურთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ, ვნებები დავიკმაყოფილოთ, გულისთქმანი ავისრულოთ. და რა? დასასრულიც მსგავსივე იქნება. და შთავინთქმებით მარადიული ცეცხლით, და გეჰენიის ალში წვეთსაც არავინ მოგვცემს ენის გასაგრილებლად, იმის გამო რომ აქ გვქონდა მრავალგვარი გასაგრილებლები, ათასგვარი სიამოვნებანი ცოდვილი ხორცისთვის. ნუ იქნებინ, უფალო! ვიჩქაროთ ჯვრისაკენ, ვიდრეღა ჯვარცმული ჯერაც გვიწყაროებს თვისთა წყალობათა. ამინ.

წმიდა იოანე ოქროპირი

რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: „და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა" (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო  სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. „მე ვარ მწყემსი კეთილი" (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. „რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე" (1 კორ. 5, 7). ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა - სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა. ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა - ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება. ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა" (ეს. 53, 7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული.

წმიდა მოწამენი: ალ...
ეკლესია და შესაწირ...
მღვდელმოწამე ხარლა...
წმიდა მოციქული ანდ...
ღირსი აღათონი, რომ...
ნათლისღების შესახე...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა მამა გაბრიელის დარიგებანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ევსტათი (პლაკიდა) და მისი ოჯახი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე მარინე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოსე ღვთისმხილველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...