მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება
კურთხეულ იყავ

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა ზედა

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა
სოფლისათა სიტყვანი მათნი (ფსალმ. 18,4)

დღეს ჩვენ, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობდით ხსენებასა წმიდა თავთა მოციქულთასა პეტრე და პავლესა, და არა თუ მხოლოდ ჩვენ, არამედ ურცხვნი მორწმუნენი ყოველთა ადგილთა შინა, სადაცა კი იხსენება სჯული ქრისტესი, დღეს, შეკრებილნი ტაძართა შინა, აქებენ, ადიდებენ და თაყვანისცემენ წმიდათა ამათ მოციქულთა. ორი ათასი წელი გავიდა თითქმის მასუკან, რაც იგინი სცხოვრებდენ ქვეყანასა ზედა, გარნა ხსენება მათი, არა თუ არ მოისპო კაცთა შორის, არამედ უმეტესად გავრცელდა. რა არის მიზეზი ამისა? ვინ იყვნენ იგინი? რა ჰქმნეს იმის ღირსი? რით დაიმსახურეს ეგოდენი პატივი? იქნება, იგინი წინაპარობით, ანუ შთამომავლობით იყვნენ დიდებულნი? არა! პეტრე იყო უბრალი კაცის შვილი და თვითონაც მეთევზე; პავლეც დაბალი კაცის შვილი, და ხელოვნებით კარვის მკერავი. ანუ, იქნება, იგინი იყვნენ ერთობ მდიდარნი, ღონიერნი და მძლავრნი? არა! იგინი იყვნენ ღარიბნი და საწყალნი. ანუ, იქნება, იგინი იყვნენ ერთობ სწავლულნი, მაღალნი ფილოსოფოსნი? არცა ესა! პეტრე სრულიად უსწავლელი იყო, პავლემ იცოდა მხოლოდ ძველი სჯულის წიგნები. მაშასადამე, რით ეღირსნენ იგინი ეგოდენსა პატივსა, რომელ სახელსა მათსა ზედა აწ აშენებენ ტაძრებსა, და წინაშე ხატთა მათთა თავსა და მუხლსა სიმდაბლით მოიდრეკენ მეფენიცა და მდიდარნიცა, და სწავლულნიცა, და ითხოვენ მათგან შემწეობასა?

ყოველსა ქვეყანასა გახდა ხმა მათი. და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი. აჰა პასუხი ამისა! იგინი იყვნენ მქადაგებელნი მაღლისა ჭეშმარიტებისა; დაუცხრომელად და დაუღალავად ჰმოძღვრიდენ და ასწავლიდნენ იგინი ყოველთა კაცთა, და სწავლითა თვისითა ისეთი კეთილი ცვლილება მოახდინეს კაცთა შორის, ისრე აღამაღლეს და გააუმჯობესეს კაცთა ზნეობა, რომელ სახელი მათი არის და იქნება უკვდავი, ვიდრემდის ქვეყანაზედ დარჩება სიყვარული ჭეშმარიტებისა.

რას და რა სახით ასწავლიდენ იგინი? რა იყო საგანი მათის ქადაგებისა; და რას მოითხოვდნენ იგინი კაცთაგან? მიმავალნი ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად, იგინი ყოველგან ჰღაღადებდენ და იტყოდენ. გაიღვიძეთ, განახლდით, გამოიცვალენით; მოვიდა სასუფეველი ღვთისა; მოიწია მაცხოვარება ზეცითგან; დაივიწყეთ ყოველი უწინდელი, და შეუდექით ახალსა ცხოვრებასა; უარს-ჰყავით ყოველივე ძველი და თავიცა თქვენი; სიცოფედ შეჰრაცხეთ ყოველი, რასაც აქამდის ჰფიქრობდით და რისაც ჩვეული იყავით, და ხელმეორედ დაიბადენით.

აჰა, რა საკვირველსა სიტყვასა ეტყოდენ იგინი ყოველთა კაცთა. მცირეს რამეს კი არ ითხოვდენ იგინი მსმენელთაგან, არამედ თვით სულსა, გულსა და სიცოცხლეთა მათსა. სიცოცხლე, სისხლი და ყოველი ქონება გამზადებული უნდა ჰქონოდა მსმენელთა მათთა, შესაწირავად ყოველ წამს ამ ქადაგებისათვის. ერთობ მძიმე და გასაოცარი იყო ესრეთი ქადაგება და ეგოდენი მოთხოვნილება! ვის შეეძლო მიღება მისი, ვინ და რა სახით აღასრულებდა ამ სიტყვას? გარნა, განსაცვიფრებლად ჩვენდა, ურიცხვნი პირნი ემორჩილებოდნენ მათსა სწავლასა; სიტყვა მათი ცეცხლად ეკიდებოდა გულთა კაცთასა, და რომელნი უწინ იყვნენ შთაფლულნი ცოდვათა შინა და სიცრუეთა, აღსდგებოდნენ, გამოიცვლებოდნენ და შეიქმნებოდნენ სახედ სიწმიდისა, და თავთა თვისთა აღარ ზოგავდენ ამ ქადაგების წარმატებისათვის.

რა სახით და რა საშუალებით მოახდენენ მოციქულნი ესრეთთა საკვირველთა საქმეთა? თვისითა საკუთარითა ძალითა და მადლითა, ანუ სხვის შემწეობითა? იგინი აღიარებდენ და იტყოდნენ, რომელ ჩვენ ვართ მოწამენი და მოციქულნი, მოვლინებულნი ჯვარცმულისა და მკვდრეთით აღდგომილისა იესო ქრისტესაგან. იგინი ყოველგან და ყოველთვის შეაგონებდნენ და იტყოდნენ: ამიერიდგან ქვეყანა უნდა აღსდგეს და სცხონდეს ქრისტე იესოს მიერ. რა სახით? ყოველმან ადამის ძემან მხურვალითა გულითა უნდა მიიღოს სულსა შინა თვისსა იესო ქრისტე და მისი სიტყვა, და ყოველი თვისნი ძველნი ზრახვანი მიამსჭვალოს ჯვარსა ზედა იესო ქრისტესსა, განახლდეს, ხელ-ახლად დაიბადოს და ამიერიდგან სცხოვრობდეს არა თავით თვისით, არამედ ქრისტე იესო უნდა სცხოვრებდეს მის გულში, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული თავის თავზე.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე დღესაც მასვე ჰქადაგებენ ჩვენს წინაშე. თუმცა იგინი აღარა სცხოვრებენ ჩვენს შორის, გარნა უმჯობესი მათი კერძო სული, და გული მათი, გამოხატული შინა მათთა, ახლაც არის ჩვენთან და ყოველდღე წაიკითხება ეკლესიათა შინა. მათი სიტყვა, მათი ქადაგება ახლაც თითქმის იმ სახითვე არის საჭირო ჩვენთვის, ვითარცა იყო საჭირო იმ დროს, როდესაც იგინი ჰქადაგებდენ. მართალია, ჩვენ ამ სწავლაშიაც დავიბადენით, სიყრმიდგანვე გვემის იგი და დავემორჩილეთ მას, სიყრმეშივე მოვინათლენით, მაშასადამე, განვახლდით და ხელახლა დავიბადენით, გარნა, საუბედურდ, ახლაც საჭირო არის ჩვენდა განახლება და ხელ-ახლად დაბადება, მისთვის, რომ დავძველდებით ცოდვათა შინა ჩვენთა. უკეთU ვისმეს აქვს სიყვარული წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და სურს მათი პატივისცემა და მიღება მათგან მადლისა და შემწეობისა, ყური დაუგდოს მათსა სწავლასა, გამოიღვიძოს და განახლდეს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება და პატივი. ამინ.

სასულიერო იერარქიი...
განჩინება მიცვალებ...
წმიდა მოწამე არიად...
წმიდა მოწამე ანასტ...
მღვდელმოწამე ალექს...
ხილული სასწაულები

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ლევანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა იოანე ნათლისმცემელი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...