მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა
განკითხვა, მხილება და განსჯა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

მისამართი: ბეთლემის (ყოფილი აზიზბეკოვის) ქუჩა № 7

ისტორია: ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედაციხის ეკლესიად, რომელშიც შედიოდა „ორმოცმოწამეთა", წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერი, ციხის დიდი წმ. გიორგის ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი", „ჯვარის მამა", ქვემო ბეთლემის მონასტრამდე. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ნის გეგმით მოაღწია.

1735 წ. უფლისწული ვახუშტის გეგმაზე, ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის" ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის სექცია, არაქართველი მოსახლეობა მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც.

ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან ჩაუტარდა მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები, დასუფთავდა, მოპირკეთდა ეზო, მოეწყო გამწვანება.

ტაძარი და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით საკურთხევლიდან იყო ჩასასვლელი ქვევით. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

დღეს-დღეობით ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია და განიცდილს დიდ სივიწროვეს. არ გააჩნია სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა. შეუძლებელია ლიტანიობის ჩატარება, რადგან ეკლესიის ჩრდილოეთის კარზე მიშენებულია ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეს უძველესი ტაძარი სერიოზულ მიხედვასა და შველას საჭიროებს, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისაგან, ასევე, განსაკუთრებით, თბილისის მერიისგან, რათა მოიხსნას უკანონო მიშენებები და ტაძარს დაუბრუნდეს კუთვნილი: სამრეკლო, ჩრდილოეთის ფასადის ქვედა სართული და დასავლეთ ფასადთან არსებული ნაწილები, რომლებიც კლდისუბნის ეკლესიის სრულ საკუთრებას წარმოადგენს.

უფლის შეწევნით, იმედია სახელმწიფო დაწესებულებები გაითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და გორგასალისეული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მალე სრულად აღდგება, გაიმართება ლიტანიობა და ძველი თბილისის ტაძრებს თავისი ზარის ხმას შეუერთებს საკუთარი სამრეკლოდან.

შეაფასეთ: 1.6/33
ნანახია: 1033 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0