მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს სობოროში
სიტყვა გ-სა კვირიაკესა ზედა, თქმული ქუთაისს ჩყჲბ-სა წელსა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბაგრატის ტაძარი


ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.

ტაძარი წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს. მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ ბურჯს ეყრდნობა.

ტაძრის შემორჩენილი ნანგრეები ნათლად მოწმობს, თუ რამდენად დიდებული ტაძარი ყოფილა იგი. კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს. შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. როგორც ჩანს ტაძარი მოხატული იყო.

მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო - დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.

ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი.
XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.

შეაფასეთ: 1.6/31
ნანახია: 1241 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0