მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა პირველსა კვირიაკესა ზედა დიდის მარხვისასა
აღიღე ჯვარი შენი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (V-IX სს.)

ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის
სამონასტრო კომპლექსი (V-IX სს.)

გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმ. მარინეს ეკლესია, VI-VII სს-ის ყოვლადწმიდის სამეკლესიანი ბაზილიკა, მოხატული XVI-XVII სს-ში, და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოები, მარანი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები; მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი.

წმ. მარინეს სახელობის ეკლესია

სამონასტრო კომპლექსში ყველაზე ადრეულ ნაგებობას წარმოადგენს წმ. მარინეს მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით, ხოლო სარკმლებთან შირიმის ქვებია გამოყენებული.

ეკლესია მარტივი ჯვრის ტიპისაა, რომელსაც გეგმაში საფუძვლად უდევს ტოლმკლავებიანი ჯვარი. აღმ. მკლავი შიგნით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით და მცირე ბემით. მკლავთა გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი გარედან აღმ.-დას.-ის ღერძზე აგებული ორქანობიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. გუმბათის ყელი ძალიან პატარაა (იგი არ აღემატება 0.5 მ-ს) ნაცვლად გუმბათისა აქ დამრეცი, უსწორო ზედაპირის მქონე კამარაა.

ეკლესიას აშუქებს ყოველ მკლავში გაჭრილი თითო პატარა, ვიწრო სარკმელი და სამხრ. ერთადერთი შესასვლელიდან შესული სინათლე.

საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული იატაკის დონესთან შედარებით; საკურთხევლის ქვემოთ, კედელთან, სწორკუთხოვანი ტრაპეზი დგას. ეკლესია შიგნიდან ერთიანად შელესილი და მოხატულია.

საკურთხევლის აბსიდზე გამოსახულია ვედრების თემა. კომპოზიციის მთავარანგელოზთა გამოსახულებები ბემის კედლებზეა გადანაცვლებული.

ჯვრის მკლავთა კამარებზე საუფლო ციკლია წარმოდგენილი. მოხატულობის ქვედა რეგისტრები, არსებითად, წმიდათა და მოწამეთა გამოსახულებებს ეთმობა.

წმ. მარინეს ეკლესიის საკურთხეველი წმ. მარინეს ეკლესიის ფრესკები

 

„ყოვლადწმიდის" სამეკლესიანი ბაზილიკა ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, ხოლო ფასადების კუთხეები, კამარის საბჯენი თაღები და სარკმელთა მოჩარჩოება-ნაწყობია შირიმის ქვით.

„ყოვლადწმიდა"

სამეკლესიანი ბაზილიკის (19.5 X 14 მ) შუა ეკლესიას სამმხრივი გარშემოსავლელი აქვს, რომელიც გვერდის ეკლესიებსა და მათ შემაერთებელ დას. გასასვლელს შეიცავს. საკურთხევლის ორსავე მხარეს გამოყოფილია გეგმაში სწორკუთხოვანი სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დას. ნაწილში მეორე სართულზე პატრონიკეა განთავსებული.

მთავარი ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ბაქანი სამი საფეხურითაა ამაღლებული. აბსიდს მთელ პერიმეტრზე ამაღლებული საფეხური დაუყვება, რომელსაც სარკმლის ქვეშ მონასტრის წინამძღვრისთვის გამოყოფილია დასაჯდომი. სარკმლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხი ნიშია დატანებული. საკურთხევლის ცენტრში გვიანდელი სწორკუთხა აგურის ტრაპეზი დგას.

„ყოვლადწმიდა" (ხედი დასავლეთიდან)

დას. ნაწილში მდებარე პატრონიკე ერთ დიდ ნალისებრ და წვეროსთან ოდნავ შეისრული ფორმის თაღს ეყრდნობა. თაღის ჩრდ. ნაწილში ზევით ვერტიკალური ხვრელია მოწყობილი პატრონიკეზე ასასვლელად. ხვრელი იატაკის დონიდან საკმაოდ მაღალზეა და, როგორც ჩანს, მასზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. პატრონიკეს დას. კედელში ორი ფართო, ნალისებრი თაღით დასრულებული ღიობია, რომლითაც პატრონიკე სტოას მეორე სართულს უკავშირდება.

სიმაღლის შთაბეჭდილებას აძლიერებს საკურთხევლის გრძელი, ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელი. რამდენადმე უფრო ქვემოთ, გვერდითი ნავების ღერძზე, ვიწრო სარკმლებია გაჭრილი. გარდა ამისა, მიწის დონეზე ნავებთან საკურთევლის ქვეშ მოწყობილ გრძელ სამარხებში შესასვლელი ორი დაბალი სწორკუთხა კარია გაჭრილი.

დანარჩენი ფასადების გადაწყვეტაში, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ორ-ორ თაღიანი და სამთაღიანი (სამხრ.-ით) შესასვლელები.

დღეისათვის კომპლექსში შემავალ ნაგებობათაგან (გალავანი, თაღები, დამხმარე ნაგებობანი) ზოგი დანგრეულია, ზოგიც საკმაოდ დაზიანებულია და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

სამონასტრო კომპლექსი შედის გურჯაანი-ველისციხის ეპარქიაში (ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)).

შეაფასეთ: 1.4/45
ნანახია: 1042 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 1
raban 2013-04-28 10:34 PM
მანდ 2008ში ცხოვრობდა დიდ სქემოსანი ბერი მამა სერაფიმე თითქმის მარტო
4 თვე ძაად შეაყვარა თავი კახელებს წარმოშვებით ასსურელი თან მჭვრეტელს ეძახდნენ ახლა კი სოფელ ძველი ქანდის სიონის წინამძგვარია და წირვა ლოცვას ქრისტეს ენაზე აგავლენს ანუ არამეულად უწმინდესმა მარლთმადიდებელ ასსურელ დიასპორის წინამძგვრათ აკურთხა დგესაც დიდი
სიყვარულით იხსენიებს მამა სელაფიელს და იმ წმინდა ადგილს