მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



წმ. ზიარების შესახებ
ქალის როლისათვის საზოგადოებაში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია

მისამართი: ჯავახიშვილის ქ. № 69

ისტორია: ტაძარი აშენდა 1864 წელს, მშენებლობა მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე - რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა. ეზო რკინის ცხაურით შემოირაგა. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივით შესრულდა - საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ამ ეკვდერის მშენებლობა მთლიანად მრევლის შემოწირულობებით განხორციელდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა გლამაზდინების ოჯახის მიერ.

მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც 1913  წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.

1988 წელს ტაძარი ხელახლა შემოიღობა, დაიდგა ახალი კარიბჭე, სანთლების გასაყიდი ჯიხური, გარემონტდა კანცელარია, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე დაეგო ქვის ფილები.

ხატები: ტაძარში დაბრძანებულ ხატთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ.ალექსანდრე ნეველის, თეოდორესეული ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის, წმ.სერაფიმე საროველის, ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეში", წმ.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და სხვათა ხატები.

ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.

შეაფასეთ: 1.4/38
ნანახია: 1035 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0