მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე
ადამიანის გულისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა ილია მართლის დაბადების დღე


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმიდა ილია მართლის დაბადების დღე

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმიდა ილია მართალი, რომლის ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. საოცარია, რომ მისი სითბო და ნათება კიდევ უფრო საგრძნობი მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენმა ერმა და ეკლესიამ ღვთის განჩინებით იგი წმინდანად შერაცხა.

დღეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რას ქადაგებდა წმიდა ილია მართალი. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გვმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. ჩვენ მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფრთხილებელი საუნჯე ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. მის დასაცავად და მოსაფრთხილებლად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ. ჩვენ კი ეს ხშირად არ შეგვიძლია არა იმიტომ რომ ღმერთმა მადლი და სიყვარული მოგვაკლო, არამედ იმიტომ რომ ხშირად მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ვცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარი სახელის განდიდებასა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭისათვის ვიღვწით. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. ამ დროს კი უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიგი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმიდა ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძღოლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმიდა ილია მართალი გამოუჩნდა.

სამწუხაროდ, ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რორელიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმიდა ილია მართალი ასხივებდა. ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო. მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმიდა ილია მართლის სიცოცხლეზე ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისაგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული.

შევსთხოვ უფალს, რომ ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული დაგვიბრუნოს, რომელიც აუცილებლად გამოგვაცემინებს ისეთ ნათელსა და სითბოს, როგორც ეს ნამდვილ ქრისტიანს შეშვენის.

წმიდა ილია მართალის მადლი გეწეოდეთ, მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ.

8 ნოემბერი, 1988 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1245 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0