მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აღსარება, როგორც კურნება
უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,
ჩვენთან არს ღმერთი.

ყოველი ადამიანის ცხოვრება ღვთის შემწეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ღვთისგან განსაკუთრებული მადლი შემწეობისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც აქვს მიცემული. დღეს არის ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც მას რწმენით, სიყვარულითა და სასოებით შეევედრება, რასაც შესთხოვს, მსწრაფლ შეუსრულდება. ამ ხატის ორიგინალი ათონის მთაზე ბრძანდება. მისი სასწაული ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გამობრწყინდა.

მაინც რა უნდა ვითხოვოთ დღეს განსაკუთრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან? უპირველეს ყოვლისა, სულიერი მშვიდობა. მშვიდობა უდიდესი ჯილდოა ღვთისაგან კაცთათვის ნაბოძები. ამიტომაც, როცა მაცხოვარი მოციქულებს აღდგომის შემდეგ გამოეცხადა, მისი პირველი სიტყვები იყო: მშვიდობა თქვენთანა. ამ სიტყვებით დაიწყო მან საუბარი, რადგან ღვთის სიტყვების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც შინაგანი სიმშვიდე აქვს.

დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას უპირველესად მშვიდობა უნდა ვთხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის. შემდეგ უნდა ვთხოვოთ, რომ მისი ლოცვით ღმერთმა ის ჭეშმარიტი სარწმუნოება დაგვიბრუნოს, რომელიც აუცილებელია როგორც ყოველი ჩვენგანის, ისე მთელი ჩვენი ერის სულიერი ცხოვრების აშენებისათვის. თქვენ იცით, რომ დღეს დარღვეულია ურთიერთობა ოჯახის წევრთა, ადამიანთა, სახელმწიფოთა შორის, რაც შედეგია ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე უსიყვარულობისა, რადგან სადაც სარწმუნოება არ არის, იქ არც სიყვარულია და არც სასოება. მართალია, საქართველოში დღეს ბოროტება მძვინვარებს და გააფთრებით ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მაინც მძლავრობს. მე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოგზაურია, მატერიალურად ჩვენზე მდიდარშიც და ჩვენზე ღარიბშიც, მაგრამ არსად არ მინახავს ისეთი სულიერობა და მკვეთრი სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის, როგორიც ჩვენთან. ეს სულიერობა არც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქებს დარჩათ შეუმჩნეველი და ბრძანეს: მსოფლიოში ასეთი მრევლი არსად გვინახავსო. მათ ქართველი კაცის სიკეთით სავსე გული ამოიცნეს, რადგან ხშირად ადამიანის სამყარო მის გარეგნობაშიც ჩანს, განსაკუთრებით კი თვალებში.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ერთი ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო და ქართველები. ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ამერიკაში მან კორპორაცია „ამირანიც" კი დააარსა. ამ ქალბატონის თქმით, მან ქართველი ხალხი იმ ტკივილებისათვის შეიყვარა, რომელსაც იგი ასე მოთხმინებით უძლებს. სტუმარმა ჩვენი ერის ყოფაში ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება, რომელთაც ჩვენც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ვეღარ აღვიქვამთ ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ამ ამერიკელ ქალბატონს დაუთვალიერებია ციხე და სიკვდილმისჯილებიც მოუნახულებია. მან შეამჩნია, რომ სიკვდილმისჯილები მასთან შეხვედრისას პირველ რიგში ხალათის ღილებს იკრავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომელნიც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდნენ, კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ღირსების გრძნობა, რომელიც აიძულებდა ქალის წინაშე მოწესრიგებულნი წამდგარიყვნენ. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით, ბრძანა ამ ქალბატონმა.

მეორე მაგალითი მან ტრანსპორტთან დაკავშირებით მოიყვანა. ყველამ ვიცით, როგორ ჭირს დღეს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა; ხალხი საათობით ელოდება ტროლეიბუსის გამოჩენას და ასვლას ვერ ახერხებს, ისეა მგზავრებით გაჭედილი. აი, მოვიდა გაჩერებაზე ახალი გაჭედილი ტროლეიბუსი, კარებზე ჩამოკიდებული ახალგაზრდებით. ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა წელში მოხრილი მოხუცი ქალი ჯოხით. ახალგაზრდებმა იგი რომ დაინახეს, ტროლეიბუსიდან ჩამოვიდნენ, მოხუცი ქალი ხელით შეიყვანეს შიგ და შემდეგ ისევ ჩამოეკიდნენ კარებსო. ვერც ამგვარ ახალგაზრდებს ნახავთ თქვენ ვერცერთ ქვეყანაში. მე ვიციო, - ბრძანა ამ ქალბატონმა, რომ თქვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სულიერად უჭირს, მაგრამ საამაყო მაინც ბევრი რამ შემოგრჩათო.

მადლობა ღმერთს, რომ ამ გასაჭირის ჟამს კაცთმოყვარეობა, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი ერი, საერთოდ არ დავკარგეთ. ამან უნდა მოგვცეს ძალა, შევევედროთ უფალს, რომ ჩვენი წინაპრებისათვის დამახასიათებელი რწმენა, სიყვარული და სასოება დაგვიბრუნოს. ის, რაც შემოგვრჩა, გულის გატეხვის უფლებას არ გვაძლევს. ღმერთი ხედავს ჩვენს გასაჭირს და ქართველი კაცის გულსაც ხედავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით ინებოს უფალმა, რომ გული წმიდა დაბადოს ჩვენთანა და სული წრფელი განგვიახლოს გუამსა ჩვენსა, ამინ!

სიონი, 22 ნოემბერი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/4
ნანახია: 1227 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0