მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ნაცვლად ქადაგებისა ლოცვა თქმული დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე
მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

თომას კვირა – კვირაცხოვლობა

აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.

მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული, ძვირფასი მასწავლებლის დაკარგვის გამო – ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, იგი პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ" (იოანე, 20:25).

აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას იმის დასტურად, რომ აღდგომის შემდეგ იგი ერთთავად მოწაფეებთან იყო, არ დაუცადა თომა შეკითხვას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი, რითაც უპასუხა მის სიტყვით გამოუთქმელ კითხვას, რის შემდეგაც თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"( იოანე, 20:28). ამით თომამ არა მხოლოდ აღდგომა ირწმუნა ქრისტესი, არამედ ირწმუნა მისი ღვთაებრიობაც!

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.

თომას კვირა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. რა არის არტოსი? აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი („არტოს" - ბერძნ. „პური"). სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. არტოსს მორწმუნეები კიდევ უფრო ანაწევრებენ და მთელ წელიწადს ინახავენ წმინდა ადგილას; ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს არტოსი მიიღება, როგორც სულიერი წამალი –საკურნებლად სულისა და ხორცისა.




ნანახია: 1402 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (2)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 1
nino 2013-05-12 2:49 PM
დიდება უფალს მისი მადლი მუდა გვფარავდეს და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ღვთის მადლით მრავალს დავსწრებოდეთ ამინ!