მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მშობლებო, თქვენს შვილებს თქვენვე მიხედეთ!
მოძღვრება დიდის მარხვის მეოთხესა კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა

აწინდელსა კვირიაკესა შინა, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, წმიდა ეკკლესია აღასრულებს ხსენებასა ყოველთა წმიდათასა, ესე იგი მოიხსენიებს, აქებს და ადიდებს ყოველთა მათ კეთილ-მსახურთა და ღვთის-მოყვარეთა და ღვთივ-განათლებულთა კაცთა, რომელნი სიტყვით და საქმით, შრომით და მოღვაწეობით შეეწეოდენ წარმატებასა წმიდისა სარწმუნოებისასა, განამტკიცებდენ ქრისტიანობასა და განავრცელებდენ სასუფეველსა ცათასა ქვეყანასა ზედა, და ამით ყოველთათვის იყვნენ შერაცხილ ეკკლესიისაგან გუნდთა შინა წმიდათასა. ხოლო დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ მოკლეთა სიტყვათა შინა გამოხატვა მათისა ცხოვრებისა და მათისა მოღვაწებისა. განვიმეოროთ რომელნიმე ჰაზრნი დღეს წარკითხულისა სახარებისანი, რათა პირველად, ვსცნათ და ვითარი იყო ცხოვრება წმიდათა და მეორედ, ჩვენთვისსაც გამოვიყვანოთ რომელიმე დარიგება და ნუგეში.

ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა.

აჰა მცნება, რომელსა აღასრულებდენ ყოველნი წმიდანი განმავლობასა შინა მრთელისა მათისა ცხოვრებისასა; იგინი აღიარებენ სახელსა უფლისასა წინაშე ყოველთა კაცთა, იგინი ჰქადაგებდენ სჯულსა ქრისტესსა და აუწყებდენ ყოველსა ქვეყანასა დიდებასა ღვთისასა. რომელნი მათგანნი, ვითარცა საქმითა, ეგრეთვე უმეტესად ენითა და სიტყვითა აღიარებდენ სახელსა ქრისტესსა. მიმავალნი სოფლითი სოფლად ახარებდენ იგინი ყოველთა ტომთა, მოაქცევდენ ურწმუნოთა, განანათლებდენ დაბნელებულთა, არ აშენებდენ ეკკლესიათა და ესრეთ პირსა ზედა ყოვლისა ქვეყნისასა დააფუძვნეს სჯული ქრისტიანობრივი. ხოლო რომელნიმე მათგანნი, თუმცა არა ჰქადაგებდენ ენითა თვისითა სახარებასა, გარნა წმიდა მათი ცხოვრება, კეთილი და საყვარელი მათი ყოფა-ქცევა ხმამაღლად ჰქადაგებენ დიდებასა ქრისტესსა, ვინაითგან მრთელი მათი სიცოცხლე იყო გამოხატვა და აღსრულება ქრისტეს სახარებისა. ვინ აღწერს მოკლეთა და სუსტთა სიტყვათა შინა მრავალფერთა საქმეთა და მოღვაწებათა წმიდათასა? იგინი იყვნენ ცხოველნი სახენი ქრისტესნი ქვეყანასა ზედა; იგინი იყვნენ ნათელნი და მნათობნი და მარილი ამის სოფლისანი; მათ ცხოვლად გვიჩვენეს, რა ძალა აქვს სახარება ქრისტესსა, ვითარ გამოსცვლის და განაბრწყინვებს იგი ბუნებასა კაცისასა, ოდესცა კაცი სრულიად დაემორჩილება მას. ღვაწლი არ იტვირთეს, რომელი შრომა არ აღიღეს თავის თავზედ, რომელი მაგალითი არ გვაჩვენეს და რომელი სახე სიწმიდისა და სათნოებისა არ მოგვცეს ჩვენ? გარნა, ძმაო, შენც შეგიძლიან აღიარო სახელი ქრისტესი წინაშე კაცთა მზგავსად წმიდათა. ვითარ, რომელითა სახითა? სიტყვითაცა და უმეტესად საქმითა. უკეთუ ცხოვრება შენი წმიდა არს, უკეთუ შენ ყოველი კაცი ცხადად გხედავს, რომ გეშინის ღვთისა და აღვსებული ხარ სასოებითა, იცოდე, რომ ძალისამებრ შენისა აღგიარებია შენ სახელი ქრისტესი წინაშე კაცთა, და იგიცა აღგიარებს შენ მეორედ მოსვლასა თვისსა წინაშე მამისა თვისისა ზეცათასა. ხოლო უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარ გიყოფიეს შენ ქრისტეს წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა საქმენი შენნი უცხადესად გამოაჩენენ უარის ყოფასა შენსა. მოიხსენე, რას იტყვის მაცხოვარი: არა ყოველმან, რომელმან მრქვას მე: უფალო, უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა, მრავალთა მრქვან მე მას დღესა შინა: არა სახელითა შენითა წინასწარ-ვმეტყველებდითა, და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით, და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა შინა ვრქვა მათ: არა გიცნი თქვენ; განეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მატთ. ზ. კა-კდ).

რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. აჰა მეორე მცნება, რომელი აღასრულეს ყოველთა წმიდათა. მრთელი მათი ცხოვრება იყო დაუსრულებელი შრომა, მოღვაწება და ტვირთვა ქრისტეს ჯვარისა, არა მქონებელნი სახლისა და კარისა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და კმაყოფილებითა სოფლისათა, ხშირად შიშველნი და მშიერნი, იგინი ვიდოდენ სოფლითი სოფლად და ახარებდენ სახარებასა ქრისტესსა. დევნულნი, წყლულნი, ცემულნი, განკიცხულნი, შეურაცხნი, იგინი არა დასცხრებოდენ ქადაგებისაგან, არა უკუნ-იქცეოდენ სიყვარულისაგან, არ მოიშლიდენ განათლებასა სოფლისასა. ვინ გამოხატავს მათსა მოთმინებასა! მრთელ სიცოცხლეში ტანჯულნი, მრავალ გზის მყოფნი ცეხლსა შინა განსაცდელთასა, იგინი სიკვდილსაც ვერ ეღირსოდნენ მოსვენებით სარეცელსა ზედა თვისსა, არამედ იყვნენ მოწყვედილ მრავალ-ფერითა ტანჯვითა.

ესრეთ ყოველი გქონდეს სახეში, ძმაო ჩემო! გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და განსაცდელი, გამომავალი ვითარცა გულისა შენისაგან, ეგრეთვე სოფლისა და სულიერისა მტერთაგან. თავსა შენსა მარადის უნდა აიძულებდე, ვნებათა და ცოდვათა შენთა, რომელნი არიან ასოთა შინა შენთა, აღვირ-უხსმიდე, სოფლის მწუხარებათა და გაჭირვებათა წინა-აღუდგებოდე, განსაცდელთა სულიერისა მტერისაგან გამომავალთა განარჩევდე და განაქრობდე ლოცვითა და მოთმინებითა.

ახლა ისიც ვიხილოთ, რა იყო დასასრული შრომათა და მოთმინებათა წმიდათათა? რა მიიღეს მათ ნაცვლად მათის სამსახურის ერთგულებისა? ესეცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: აჰა ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა? ხოლო იესო ჰრქვა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა, რაჟამს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. აჰა რას მიაგებს უხვი და უხვად მიმცემელი უფალი ერთ-გულთა თვისთა მონათა! ჩვენც გვექმნება, ძმაო, სასოება ამისა, უკეთუ ვბაძავთ შრომასა და მოთმინებასა მათსა. გარნა, საუბედუროდ, ჩვენ ხშირად ვართ სულ-მოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა. მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვსდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენსა, სად არის სიმართლე, რათ მიყო მე ეს ღმერთმა? რას ფიქრობ, ჰოი სულმოკლეო და მცირედ მორწმუნეო! ნუ თუ უმჯობეს ხარ შენ ყოველთა წმიდათა, რომელთა ვერ იხილეს ნუგეში და გამოხსნა ამ ქვეყანაზედ? მითხარ, რა მიიღო ამ სოფელში მოციქულმა პავლემ, რომელმან განანათლა კიდენი ქვეყნისანი სახარებისა? თავი მოჰკვეთეს მას კეთილ-მსახურთა. რა უყვეს პეტრეს? ჯვარზედ ჩამოკიდეს იგი. იოანე ღვთის-მეტყველსა? ადუღებულს ზეთში შთააგდეს იგი. ვითარ გაათავა ცხოვრება თვისი მეორე იოანემ, მსგავსმან პირველისა, ოქროპირად წოდებულმან, მნათობმან სოფლისამან და ორღანომან სულისა წმიდისამან? იგი იყო განგდებულ სამწყსოისა თვისისაგან და აღასრულა ცხოვრება თვისი გზასა ზედა. ან რომელი წმიდათაგანი ეღირსა დიდებასა და ნუგეშსა ამის სოფლისასა? დიახ, შეეძლო ღმერთსა აქვე, ამ სოფელში, მიგება წმიდათა კეთილისა მათის მსახურებისა წილ; გარნა ზეცას უმჯობესი მისაგებელი განუმზადა მათ, რომელსა იგინი აწ ხედვენ და გემოვნებენ.

დასასრულ ნუ დავივიწყებთ უკანასკნელთა სიტყვათაცა დღევანდელისა სახრებისა: მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა. სოფელსა ამას შინა ყოველნი წმიდანი იყვნენ შეურაცხნი და უკანასკნელნი, ხოლო მომავალსა საუკუნესა იგინი იქმნებიან მსაჯულნი აქაურთა მათთა მსაჯულთა.

ვევედროთ ღმერთსა, რათა ჩვენცა გვყოს მოზიარედ მათისა დიდებისა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1271 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0