მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ხარების დღესა
სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღეს, ჩყჲბ წელსა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

შევსთხოვ უფალს, აჭარაში კვლავ გაიხსნას ტაძრები


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

შევსთხოვ უფალს, აჭარაში კვლავ გაიხსნას ტაძრები

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა.

დღეს სრულიად საქართველო კვლავ გლოვობს. 9 აპრილი და 19 აპრილი ის თარიღებია, რომლებიც მუდამ ემახსოვრება ჩვენს ერს. ეს არის გლოვის და ამავე დროს, სულიერი ერთობის დღე. ამ მწუხარებამ ჩვენ გაგვაერთიანა.

მოგეხსენებათ, ადამიანი ღვთის ქმნილებაა. იგი ღმერთმა შექძნა ხატად თვისად და მსგავსად თვისა; ესე იგი მას მიანიჭა უკვდავი სული; სიტყვა გარდაცვალება ჩინებულად გამოხატავს იმ დიდ აზრს, რომ სულის ხორცისაგან გაყრის შემდეგ სიცოცხლე კი არ ისპობა, არამედ იცვლება. რადგან ადამიანის სული უკვდავია. ამიტომ, ვიდრე ამქვეყნად ვცხოვრობთ, უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ ჩვენი სულისა თუ ხორცისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ უმთავრესად ხორციელ ყოფაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ, გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება ჩვენი უკვდავი სული. და აი, მაშინ გაჭირვებითა და განსაცდელით უფალი გვაფხიზლებს და მოგვაგონებს, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სამზადისია იმ დიდი და უსასრულო ცხოვრებისა, რომელიც ელოდება ყოველ ადამიანსა და მის სულს ამ რწმენით ცხოვრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ამ რწმენით უნდა ვიცხოვროთ ჩვენც.

ადამიანის სულის უკვდავებაზე მრავალი თქმულა და დაწერილა პირველ რიგში წმიდა წერილში - ბიბლიაში. დღეს მეცნიერებაც ამტკიცებს სულის უკვდავებას. ამის შესახებ ალბათ, წაკითხული გექნებათ სათანადო ლიტერატურა, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ პროფესორ მოუდის წიგნი „სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ". ამ მეცნიერმა - ექიმმა გამოიკვლია ის ადამიანები, რომელთაც განიცადეს კლინიკური სიკვდილი. ისინი მოგვითხრობენ, თუ როგორ შორდება სული ხორცს. ეს უდიდესი საიდუმლოა. ამაზე განსაკუთრებით უნდა იფიქროს ყოველმა ადამიანმა; არავინ იცის, როდის დაუდგება სულთან ხორცის გაყრის ჟამი. თუმცა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ, როცა უდროოდ მიდის ადამიანი ამ ქვეყნიდან, მაგრამ წმიდა მამები შეგვახსენებენ - ყველაფერი კანონიერია და ყველაფერი განგებით ხდებაო.

ბიბლია გვასწავლის: ადამიანის მიწიერი ცხოვრება გამოცდაა. ბედნიერია ის, ვინც ამ გამოცდას გაუძლებს, ვინც არ ჩაიკეტება ეგოიზმის ნაჭუჭში, ვისაც ესმის მარადიული და საუკუნო პრობლემები და ხედავს არამარტო თავის თავს, არამედ სხვასაც. განსაკუთრებით კი - სხვათა გაჭირვებას. აი, ეს არის ქრისტიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანული სარწმუნოება. დიახ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ ორი სამოსელი გაქვს, ერთი სხვას უნდა მისცე, ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ სხვას უჭირს, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, უკანასკნელი ლუკმა უწილადო.

ქრისტიანობა არის ის, რომ თუ ვინმემ გაწყენინა ან შეურაცხგყო, ბოროტებით კი არა, სიკეთით გადაუხადო და ის სიკეთე შენვე დაგიბრუნდება. სახარება გვასწავლის, რომ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას, საშინელი სამსჯავრის ჟამს, ღმერთი ადამიანებს ორ ნაწილად გაყოფს და მარჯვენით მდგომთ ეტყვის: მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ, მწყუროდა და თქვენ მასვით, სნეული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემთან. მართალნი ჰკითხავენ, უფალო, როდის გიხილეთ, როდის გნახეთ შენ მშიერი, ან პყრობილი? და მიუგებს მათ უფალი: რაც გააკეთეთ მოყვასისათვის, ის მე გამიკეთეთ!

მხოლოდ ის დაიმკვიდრებს სასუფეველს. ნეტარებას და სიხარულს წარუვალს, რომელიც აკეთებს კეთილ საქმეს, ხოლო ის, ვინც შეპყრობილია შურით და ღვარძლით და ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, დაიღუპება.

ამიტომ უნდა ვიფიქროთ. რას ვაკეთებთ, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან.

მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ. ამერიკის ერთ ქალაქში ცნობილი მილიონერის ცოლი კვდებოდა. მილიონერის ოჯახი უაღრესად ხარბი იყო, მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭასა და დაგროვებაზე ზრუნავდა, თუმცა, სიხარულს მაინც ვერ პოულობდა. და, აი, ქალს აღსასრულიც დაუდგა. იწვა სარეცელზე და ელოდა უკანასკნელ წუთს. უბრძანა მსახურთ - ჩემი უძვირფასესი კაბა მომართვითო. მიუტანეს თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სამოსელი, რომელშიც მრავალი ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი. ქალმა კაბას მაგრად ჩაავლო ხელი და ასე გარდაიცვალა. მეუღლემ მსახურთ უბრძანა, რაც ხელში უჭირავს, კაბას ის ნაწილი მოაჭერით და თან გაატანეთო,

ქსოვილის პატარა ნაგლეჯი და ცოდვით დამძიმებული სული წაიღო თან იმქვეყნად მილიონერის ცოლმა.

ჩვენი ცხოვრებაც ასეა. მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე, ერთგულებას ვერ გაგვიწევს. ის მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს და, როგორც ორგული, იქვე ტოვებს. შემდეგ კი ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელიც ამ ქვეყნად უკეთებია.

19 აპრილს აქ წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. მთელი საქართველო ფეხზე დადგა. მთელი საქართველო ტიროდა და გლოვობდა ამ დღეს. ეს გლოვა მიემატა 9 აპრილის გლოვას. ეს ორი უბედურება გაერთიანდა, გატოლდა, მაგრამ მაინც ვერ გაგვტეხა. ჩვენ ისევ ვფიქრობთ მომავალზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა იგი მშვიდობიანი და კეთილდღეობითი იყოს.

მე ჩამოვედი აქ იმისთვის, რომ ჩვენი ქრისტიანი, მორწმუნე ერის სახელით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 9 და 19 აპრილის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილნი და არა მარტო გავიხსენოთ, არამედ ვილოცოთ მათთვის. დღეს სრულდება 40 დღე მათი გარდაცვალებიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ 40 დღე განსაკუთრებულია. ამ ხნის მანძილზე ადამიანის სული გადის საზვერეებს - ასე ეწოდება იმ ადგილებს, სადაც სული აძლევს პასუხს იმ ცოდვებისა გამო, რომელნიც მან ცხოვრებაში ჩაიდინა.

საზვერეთა გავლისას ადამიანის სულს განსაკუთრებით ეხმარება ლოცვა, ეხმარება ამ ქვეყნად გაკეთებული კეთილი საქმეები მისი ხვედრი, მისი სულის ხვედრი წყდება მე-40 დღეს, როცა ღვთის წინაშე წარდგება და უფალი გამოუტანს განაჩენს, თუ სად დამკვიდრდება იგი.

ჩვენ ჩამოვედით აქ, რათა თქვენთან ერთად აღვავლინოთ ლოცვები ჩვენი სისხლისა და ხორცისთვის, ჩვენი ძმებისა და დებისთვის, რომელნიც ასე მოულოდნელად წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მე დიდად კმაყოფილი ვარ, რომ ამ მე-40 დღეს დაემთხვა ბედნიერი დღე - მრავალი საუკუნის შემდეგ ამოქმედდა სხალთის ისტორიული ტაძარი. ეს არის უდიდესი მადლი ღვთისა.

შევსთხოვ უფალს, რომ საქართველოს ამ ერთ-ერთ წმიდა მხარეში, აჭარაში, სადაც I საუკუნეში წმიდა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა სახარება, კვლავ გაიხსნას ტაძრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ტაძრის ნანგრევებიც, ისევე, როგორც ტაძარი, უწმიდესი ადგილია, რადგან მფარველი ანგელოზი დანგრეულ ტაძარსაც პატრონობს და ეხმარება იმ ადამიანს, რომელიც რწმენით და სასოებით მიდის მასთან. ამ წეს-კანონით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. 

იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და ლოცვა-კურთხევით ისევ დაუბრუნდებით იმ ჩვენს ძლიერ ფესვებს, ჩვენი წინაპრების იმ დიდ რწმენას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, რომელმაც გადაგვარჩინა ჩვენ, ყველანი.

ღმერთმა დალოცოს და განანათლოს გარდაცვლილთა სულები. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

ამინ!

29 მაისი, 1989 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/3
ნანახია: 1313 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0