- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIმრწამს უფალოწმიდა ბასილი დიდი, რომლის წირვაც დღეს შესრულდა, ერთ-ერთ ლოცვაში ამბობს: შენ, უფალო, მაჩვენე ჩვენ დიდი ესე ცხოვრებისა საიდუმლონი. მართლაც საიდუმლოებითაა მოცული ჩვენი როგორც ამქვეყნიური, ასევე იმქვეყნიური ცხოვრებაც და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აქვს სურვილი მათი წვდომისა, ადამიანისათვის მრავალი საიდუმლო მაინც დაფარული რჩება. ამიტომაც ევედრება უფალს წმიდა ბასილი დიდი, მან უჩვენოს დიდი ესე ცხოვრებისა საიდუმლონი. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თუნდაც ამქვეყნიური ცხოვრების არსს ჩასწვდება და მის ზოგიერთ საიდუმლოს ეზიარება. მიწიერი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო ისაა, რომ იგი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს უფრო დიდი ცხოვრებისათვის. ქართველმა კაცმა მას ისეთი სახელი უწოდა, რომელშიც მთელი მისი არსი ჩააქსოვა - წუთისოფელი. ხშირად ჩვენ შეცდომით ვფიქრობთ, რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ სულისათვის უნდა ვიზრუნოთ და ხორცი სრულიად დავივიწყოთ, მაშინ, როცა ხორციც ღვთის ქმნილებაა და მისით შემოსვა თვით ძე ღვთისამ ინება, უფრო მეტიც, ადამიანის სხეული იესო ქრისტეს სახით ზეცად ამაღლდა და მარჯვენით მამისა დაჯდა. ამიტომაც სულთან ერთად ხორცზეც უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ისიც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომელია მათ შორის უპირატესი და რომელზე მეტი ზრუნვა გვმართებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი მეცნიერება და პრესა ბევრს ლაპარაკობს სულიერ ცხოვრებაზე, ჩანს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათ არ ესმით, რას წარმოადგენს სულიერი ცხოვრება, რადგან არ სჯერათ სულის არსებობისა და უკვდავებისა. მაგალითისათვის ავიღოთ მეცნიერების ისეთი დარგი როგორიც ფსიქოლოგიაა, როგორც თავად სახელწოდება მეტყველებს, მას სულისა და მასში მიმდინარე პროცესების შესწავლა ევალება, მაგრამ როგორ უნდა შეისწავლოს ის, რისი არსებობაც არ სწამს! იგივე შეიძლება ითქვას ფსიქიატრიაზე, რომელმაც დაავადებული სული უნდა განკურნოს. გუშინ საღამოს გაიმართა კონფერენცია, რომელზეც შოთა რუსთაველის საზოგადოება დაარსდა. საზოგადოების მიზანია ზრუნვა საქართველოში ეროვნული პრობლემების მოგვარებისათვის, ქართული ენის სიწმინდისათვის, ქართული კულტურისა და ქართველი კაცის სულიერი განვითარებისათვის. სიტყვაში, რომლითაც შეკრებილ საზოგადოებას მივმართავ, აღვნიშნე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები დიოფიზიტები ვართ და იესო ქრისტეში ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს ვაღიარებთ. ასევე უნდა ვაღიაროთ ადამიანში მისი ორი სამყარო - სულიერი და მატერიალური. ადამიანმა ორივე ბუნების სრულყოფისა და ამაღლებისათვის უნდა იზრუნოს. იგი სულითაც და ხორცითაც უნდა ავიდეს სრულყოფის იმ კიბეზე, რომელიც იოანე კლემაქსმა, ვისაც ეკლესია დღეს იხსენებს, აღგვიწერა. უკეთუ ჩვენ მიზნად ჩვენი ერის სულიერ წინსვლას ვისახავთ, თავისთავად ცხადია, პირველ რიგში სულის არსებობა უნდა ვიწამოთ. ამიტომაც იყო, რომ ისტორიულად ქართველი ერის სულიერი აღმავლობა პირველ რიგში რწმენის მსახურებთან, საეკლესიო პირებთან და მათ მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული. ყოველი ქართული მონასტერი ხომ არა მხოლოდ ასკეტიზმის სავანეს, არამედ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრსაც წარმოადგენდა. ორიოდე სიტყვით მინდა დღეს წირვაზე წაკითხულ სახარებასაც შევეხო. როცა უფალი ფერისცვალების შემდეგ მთიდან ჩამოვიდა, ნახა, რომ მოწაფეებს მწიგნობარი ებრაელები ეკამათებოდნენ და მიზეზი იკითხა. მაშინ მასთან ერთი კაცი მივიდა და უამბო, რომ მის მოწაფეებს განსაკურნავად მიუყვანა შვილი, რომელსაც სული უტყუებისა - ე.ი. სიმუნჯე სტანჯავდა. ამავე დროს იგი ბოროტი სულისაგანაც იყო შეპყრობილი, რომელიც მას ხან ცეცხლში და ხან კიდევ წყალში ჩავარდნისაკენ უბიძგებდა. მოწაფეებმა მისი განკურნება ვერ შეძლეს, რითაც მწიგნობრების სიხარული გამოიწვიეს, რომელთაც უნდოდათ დაემტკიცებინათ ხალხისათვის, რომ არც იესო ქრისტესა და არც მის მოციქულებს არავითარი ძალა არ გააჩნდათ. პირველი სიტყვები, რომელიც უფალმა წარმოთქვა, ეს იყო: ჰოი ნათესავი ურწმუნოჲ, ხოლო შემდეგ ბავშვის მიყვანა ბრძანა. არაწმინდა სულმა ყრმა დააკვეთა, იგი მიწაზე დავარდა, გორვიდა და პეროოდა, ე.ი. პირიდან დუჟი და ქაფი გადმოდიოდა. მაცხოვარმა მამამისს უთხრა: უკეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. ეს სიტყვები იმისაკენ მოგვიწოდებს, რომ რწმენა ეჭვის გარეშე უნდა გვქონდეს მაშინ, როცა უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ვერ თავისუფლდება ეჭვისაგან, რომელიც მას არც ვედრებისა და ლოცვის აღვლენის დროს ტოვებს, ეს გულისა და გონების მღრღნელი ეჭვი ადამიანის სულს კლავს. ამგვარი ეჭვისაგან არც მუნჯი ყრმის მამა იყო თავისუფალი, ამიტომაც უპასუხა: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. როგორც თვითონგე აღიარა, მისი რწმენა სრულყოფილი არ იყო, რაღაც აკლდა, ამიტომაც სთხოვა მაცხოვარს, რაც არ მყოფნის, იმაში შენ შემეწიე, შენ აღავსე ეს ნაკლულევანება შენი სიყვარულითო. მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ უბრძანა უფალმა არაწმინდა სულს, რომელიც ყრმაში ჩასახლებულიყო: მე გიბრძანებ შენ განვედ მაგისაგან და ნუღარა შეხვალ მაგისა. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ამ სიტყვებს, რომელშიც ჩანს, რომ მაცხოვარი, როგორც ეს უფალს შეეფერება, უკვე თავისი სახელით ბრძანებს, რაგანაც უფალია იგი. როცა მოციქულებმა განკურნებული ყრმა იხილეს, მოძღვარს ჰკითხეს, რა იყო მიზეზი იმისა, რომ თვითონ მათ იგივე ვერ შეძლეს, რაზედაც მაცხოვარმა უპასუხა: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკოზ 9,14-29). ეს სიტყვები, გარდა იმისა, რომ ერთხელ კიდევ გვიდასტურებს ლოცვისა და მარხვის მნიშვნელობას, იმაზეც მეტყველებს, რომ თავდაპირველად თვით მოციქულებიც კი არ ლოცულობდნენ და მარხლობდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ახლა ჩვენ დიდმარხვაში ვართ და თავს ვიკავებთ ხორცის ჭამისაგან, მაგრამ მარხვა მარტო საჭმლის მიღების შეზღუდვას როდი ნიშნავს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ამ დროს ადამიანი განსაკუთრებით უნდა ერიდოს ზედმეტ და უქმ ლაპარაკს. მით უმეტეს, როცა ყველა ჩვენგანმა იცის, რომ უფლის წინაშე ყოველ ჩვენს სიტყვაზე ვაგებთ პასუხს. მარხვის დღეებში განსაკუთრებით უნდა ვზრუნავდეთ მოყვასზე. შესაძლოა ადამიანს მატერიალური გასაჭირი არ ადგეს, მაგრამ სულიერად უჭირდეს, ამ დროს მას ჩვენგან კეთილი, მანუგეშებელი სიტყვა და თბილი ღიმილი სჭირდება. ჩვენ კი ხშირად ეს ღიმილიც გვენანება ერთმანეთისათვის, უფრო სწორად, არ შეგვიძლია, რადგან ღიმილი შინაგანი არსის გამოვლენაა, ხოლო ჩვენი შინაგანი არსი მშფოთვარეა და სიმშვიდეს მოკლებული. როგორც ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან ვიცით, წმინდა მამები მათთან შეწევნის მისაღებად მისულ ადამიანებს ძალიან ცოტას ელაპარაკებოდნენ, და უმეტესწილად დუმდნენ, მაგრამ მათი შინაგანი ძალა თავის საქმეს მაინც აკეთებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული მრავალმეტყველებას არ საჭიროებს, იგი ადამიანთა შორის არსებული რეალური კავშირით გამოიცნობა, რომელიც დუმილითაც ცხადდება. შევსთხოვ ყოვლადწმიდა სამებას - მამას, ძესა და სულიწმინდას, რომ გაგაძლიეროთ, სულიერად აგამაღლოთ და დაგიფაროთ, რათა დიდი მარხვა კეთილად განვლოთ. ღმერთმა მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს, ამინ. 15 მარტი, 1998 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1389 |
დაამატა: 3.0/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |