მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება წმიდა დავით აღმაშენებლის დღეს
სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მენელსაცხებლე დედათა კვირა


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

მენელსაცხებლე დედათა კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო,

დღეს წმიდა ეკლესია აღასრულებს წმიდა მენელსაცხებლე დედების - მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, სუსანასა და სხვათა ხსენებას. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ერთ-ერთი პირველ კვირა დღეს რომ ეკლესიის მიერ საგანგებოდ იქება და იდიდება ნეტარხსენებული დედების ღვაწლი, არაა შემთხვევითი. როგორ მოიპოვეს მენელსაცხებლე დედებმა ესოდენი პატივი და ღირსება? რა მოიმოქმედეს მათ განსაკუთრებული? საღვთო წერილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ მათ მიეღოთ განსაკუთრებული მონაწილეობა ქვეყნად სახარების ქადაგება-გავრცელებაში. წმიდა წერილში არც ის ჩანს, რომ მათ გადაეტანოთ მრავალი ტანჯვა-წამება და დაეთხიოთ სისხლი ქრისტეს სჯულისათვის, თუ ასეა, მაშ რისთვის მიანიჭა ეკლესიამ ამოდენა ღირსება და პატივი? რისთვის ვუგალობთ დღეს მათ ასეთი მონდომებითა და სიყვარულით? რისთვის და იმ უსაზღვრო სიყვარულისათვის, ერთგულებისა და სამსახურისათვის, მაცხოვრის მიმართ რომ გამოიჩინეს მისთვის ყველაზე მძიმე და სახიფათო ვითარებაში, როცა ურიათა გულბოროტი მღვდელმთავრების მიერ წაქეზებული ებრაელნი სასტიკად დევნიდნენ ყველას, ვინც კი იესო ქრისტესთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული. როცა ქრისტე მიტოვებულ იქნა ახლობელი ადამიანებისაგანაც, მენელსაცხებლე დედები განცხადებულად ტიროდნენ და იგლოვდნენ იესო ქრისტეს, უშიშრად იდგნენ უფლის ჯვარცმის წინ, ხოლო შემდეგ განთიადისას მოსწრაფებით მიიჩქაროდნენ უფლის საფლავისაკენ, რათა ეცხოთ ნელსაცხებელი. მიიჩქაროდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ იმას, რომ ამით ხიფათსა და განსაცდელში იგდებდნენ თავს; მიიჩქაროდნენ დედები და დავიწყებოდათ ფიქრი იმაზე, რომ უხეშ მცვლებს შეეძლოთ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და არ დაეშვათ ისინი კეთილი საქმის შესასრულებლად. მიიჩქაროდნენ ქრისტეს მხევალნი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ ვინ გადაუგორებდათ მათ საფლავიდან უზარმაზარ ლოდს, ურიებმა საგანგებოდ რომ მიაგორეს. დედებმა საფლავს კი მშვიდობით მიაღწიეს, მაგრამ დიდად გაიოცეს, როცა ლოდი გადაგორებული დახვდათ და ზედ სპეტაკი ანგელოზი იხილეს ღვთისა, რომლისგანაც შეიტყვეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი. შეშინებული დედები ის იყო უკან გამობრუნებას აპირებდნენ, რომ მოციქულებისათვის ეცნობებინათ მომხდარი სასწაული, რომ მათ გზაზე გამოეცხადათ იესო ქრისტე ჩვენებით, რომელსაც დიდი სიხარულით შეუვრდნენ და თაყვანი სცეს.

როგორც დავინახეთ, ძმანო, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად გამოეცხადა არა მოციქულებს, რომელნიც ურიათა შიშის გამო დაიფანტნენ, არამედ მხნე და ერთგულ მენელსაცხებლე დედებს. ძე ღვთისამ თავისი მკვდრეთით აღდგომა, ძლევა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისა ყველაზე უწინ ახარა მენელსაცხებლე დედებს. სწორედ მათ, პირველებს ადამიანთა შორის, მიმართა სანუკვარი სიტყვით „გიხაროდენ", რაც იმ დიდი ერთგულებისა და სიყვარულის საფასური იყო, მისდამი რომ გაიღეს.

ამიტომ საყვარელნო ძმანო, ვიხსენებთ რა კურთხეულ დედებს, ამით გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ერთგულების, სიყვარულისა და კეთილი სამსახურისათვის, იესო ქრისტეს რომ მიაგეს, მაგრამ უმთავრესი მიზანი მათი მოხსენიებისა მაინც ის უნდა იყოს, რომ მათი ღვაწლის გახსენებამ ჩვენს გულებშიც გააღვიძოს მაცხოვრისადმი ერთგულების, სიყვარულისა და კეთილი მსახურების სურვილი.

მათი კეთილი სამსახურის გახსენებით წმიდა ეკლესია ყოველი მორწმუნე ქრისტიანისაგან ითხოვს მსგავს ერთგულებასა და სამსახურს ღვთისას. ნურავინ იფიქრებს, რომ ქრისტეს სამსახური დღეს შეუძლებელია, რადგან ხილულად ის ჩვენს შორის არ იმყოფება. უფალი ჩვენთანაა მარადის, ჩვენს შორისაა, ჩვენს გულებშია. თომა მოციქულსა და მისი სახით ყოველ მორწმუნეს აკი აღუთქვა მაცხოვარმა „ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე-ო" (ინ. 20, 29), ე.ი. ნეტარნი იქნებიან ისინი, რომელნიც უფალს იწამებენ და ემსახურებიან მარადის, ვიდრე ქვეყნად მის მეორედ მობრძნებამდე. მაგრამ როგორ ვემსახუროთ ქრისტეს, რა გზით შეიძლება მასთან მიახლება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ მაცხოვრისავე სიტყვები გამართლებულ ადამიანებს რომ მიმართავს საყოველთაო განსჯა-გასამართლებისას: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი, დასაბამიდან სოფლისათ: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. რამეთუ რავდენ უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25, 34-40). ასე რომ, ძმანო, მოყვასის სიყვარული უფლის სიყვარულია, ეკლესიის სამსახური ღვთის სამსახურია, ყოველივე თქვენს მიერ გაღებული მოყვასის საკეთილდღეოდ - ღვთისადმი გაღებული; მოყვასის გადასარჩენად თავგანწირვა - უფლისათვის თავის გაწირვაა, ერთგულება და სიყვარული წმიდა ეკლესიისა - უფლის ერთგულება და სიყვარულია.

ამისათვის გლოცავთ და გევედრებით საყვარელნო ძმანო! მივემსგავსოთ მენელსაცხებლე დედებს მაცხოვრის ერთგულებასა და სიყვარულში. მარადის კეთილად ვმსახურებდეთ უფალს ჩვენსას. თვით უკიდურესად  მძიმე და სახიფათო მდგომარეობაშიც კი არ უნდა შეგვეშინდეს მისი აღიარება და სიყვარული, კეთილად აღსრულება მისი მცნებებისა.

საყვარელნო მენელსაცხებლე დედანო! თქვენ გხვდათ ბედნიერება ადამიანთა საცხონებლად განკაცებული ძე ღვთისას ხილვისა და მსახურებისა. თქვენ მისი ჯოჯოხეთური ტანჯვის მოწმენიც ხართ, იმ ტანჯვა-წამებისა, რომელმაც კიდევ უფრო განგიმტკიცათ სიყვარული და თავდადება ყოვლად უსამართლოდ დასჯილი ღმერთკაცისა. ჩვენ, საყვარელნო დედანო, ამ დიდ პატივს მოკლებულნი ვართ, მაგრამ სიყვარულით ჩვენც ძალიან გვიყვარს უფალი იესო ქრისტე, ჩვენც როგორც თქვენ 20 საუკუნის წინათ, ვიგლოვთ და დავტირით ქრისტეს წამებასა და სიკვდილს; ჩვენც, როგორც თქვენ, ფიქრით და აზრით ხშირად მივეშურებით მაცხოვრის საფლავისაკენ, რომ გადავაგოროთ უზარმაზარი ლოდი ურწმუნოებისა და ბოროტების და სიყვარულით ვცხოთ მის უწმიდეს სხეულს ნელსაცხებელი საკუთარი ცრემლით განზავებული. ხომ ხედავთ, წმიდა დედანო, როგორ გემსგავსებით თქვენ; გემსგავსებით იმიტომ, რომ ერთი სიყვარული გვაერთიანებს ჩვენ, ერთი მიზანი გვამოძრავებს - ესაა უფლის სიყვარული, მოყვასის სიყვარული.

ამიტომ ერთად შევთხოვოთ უფალს წმიდა დედანო, რომ არ მოგვშლოდეს ჩვენ, ადამიანებს, გრძნობა სიყვარულის, სიხარულის, თავდადებისა და ერთგულების, რომ უფლის ცხოველმყოფელი მადლი არ მოკლებოდეს  მის სამწყსოს.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

1982 წ. სამთავრო

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1348 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0