მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი
სიტყვა მიგებების დღესასწაულისა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მღვდელი ვ. ვ. შჩუკინი

„არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი..."

„არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი..." (ლკ. 18, 11) - თითქოს სავსებით უცოდველი სიტყვებია, არადა რაოდენი შინაგანი ბოროტება და ზნეობრივი დაცემულობა იმალება ამ სიტყვების უკან! ჩვეულებისამებრ, ჩვენ არც კი ვეჭვობთ იმის შესახებ, თუ საით მივყავართ ამგვარ ფრაზას; ვაი, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთის ფსკერისაკენ!!!

ამ მუხანათი ფრაზის ფარისევლური ცოდვის მთელი სიმძიმე რომ შევაფასოთ, საჭიროა თანამიმდევრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვჭვრიტოთ, თუ რაოდენ უკიდურესია ზნეობრივი დაცემის ამგვარი ფარისევლური - თვით განდიდებით (პატივმოყვარეობით) აღსავსე გზა.

არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი! ამ მზაკვრულ საზომს მუდმივად იყენებენ ფარისევლურად განწყობილი ადამიანები მაშინაც, როცა რაღაც ღირსებებით მართლაც აღემატებიან სხვა ადამიანებს, და მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ბევრად უარესნი არიან ვიდრე „სხუანი კაცნი".

აი, მთელი კიბე მოყვასისადმი ჩვენი ფარისევლური დაპირისპირებისა, რომლის პირველსავე საფეხურზე ზუსტად ვიმეორებთ სახარებისეული ფარისევლის ნათქვამს: „არა ვითარცა სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე..." აქ ჩვენ ჩვენს თავს ვადარებთ აშკარა ბოროტმოქმედ და ცოდვილ ადამიანებს, სადამდეც, ღვთის წყალობით, ჯერ არ დავცემულვართ.

ასეთ, წინასწარ უკვე განწირულ, ადამიანებს, მართლაც ვჯობივართ; ამდენად ამ სიტყვაში (არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი) მართლაც გამოსჭვივის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ეს არის ცივი, გულგრილი, საძრახისი, ერთი სიტყვით - ფარისევლური სიმართლის მარცვალი. სწორედ ასეთი სიმართლის შესახებ გვეუბნება მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: „უკეთუ არ აღემატოს სიმართლე თქვენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მთ. 5, 20). თუმცა კარგი იქნებოდა დამღუპველი ფარისევლური თვითგამართლების ამ საფეხურზე რომ გავჩერებულიყავით; მაგრამ არა, ფარისეველთან ერთად ვეშვებით საკუთარი თავის და მდგომარეობის სხვებთან შედარებითი უკეთესობის (ამპარტავნების) განცდის მეორე საფეხურზე: „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი, გინა ვითარცა ესე მეზუერე", როგორც რომელიმე მოყვასი ჩემი.

ატყობთ, რამდენად დაბალია ზნეობრივი მიმართებით სხვებთან დაპირისპირების ეს საფეხური, ვიდრე პირველი? ამ შემთხვევაში ჩვენ ვუპირისპირდებით ჩვენსავე მსგავს ადამიანებს, უწინარესად ჩვენსავე ნაცნობ-მეგობრებს. არ გვავარ ჩემს ნაცნობს, რომელიც ნიადაგ ლოთობს, არც ჩემს თანამშრომელს (კოლეგას), რომელიც ქრთამს იღებს, მე ამას არ ჩავდივარ; არ ვგავარ ჩემს ამხანაგს, რომელიც სულ იტყუება და მისი არავის სჯერავს - მე აქამდე არ დავცემულვარ. რამდენი ასეთი ან ამის მსგავსი ფრაზა, თუ არ გვითქვამს, გონებაში მაინც გაგვივლია. და ჩვენ არა თუ არ გვრცხვენია ამის გამო, არამედ ვმშვიდდებით და ვტკბებით მათით, და ეჭვიც კი არ გაგვაჩნია იმის შესახებ, რომ ამგვარი აზრები სავსეა ამპარტავნული თვითგანდიდებითა და მოყვასის დაუნდობელი განკითხვით.

შესაძლოა, ზოგჯერ ამგვარი განსჯისას თუ განკითხვისას მართალნიც ვიყოთ, მაგრამ ამ სიმართლეს მთლიანად შთანთქავს საკუთარი თავის მოტყუების მთელი სიცრუე. ჩვენ იმის გაგონებაც კი არ გვსურს, რომ თუ ერთს შემთხვევაში რაღაცით აღვემატებით ჩვენც მოყვასს, ათ შემთხვევაში ბევრად ჩამოვრჩებით.

სამწუხაროა, რომ თვითგანდიდებისა და მოყვასის ფარისევლური განკითხვის ამ საფეხურზე გვავიწყდება ან საერთოდ გულგრილნი ვრჩებით უფლის სიტყვებისადმი: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ... ანუ რაჲსა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ რქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენს! ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო ამოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა" (მთ. 7, 1-5).

დიახ! ჯერ განეშორეთ საკუთარ მანკიერებებეს და მაშინღა თქვით, რომ არ ემსგავსებით კაცთა ცოდვილთა! თუ ეს მოახერხეთ, მაშინ სწორედ ყველაზე ნაკლებად იქნებით მსგავსი რამის მთქმელი. ჭეშმარიტად უმწიკვლო და მართალი კაცი არასოდეს დააყენებს საკუთარ თავს მოყვასსე მაღლა, არ მოიძულებს მას, როგორც ცოდვილს და უღირსს. მას შეაბრკოლებს მადლმოსილი ქრისტიანული სიყვარული და მორჩილება, რაც ესოდენ მიუწვდომელია ფარისევლური თვითგანდიდების მეორე საფეხურზე მდგომთათვის, მაგრამ საუბედუროდ ჩვენ უფრო დაბლა - მესამე საფეხურზე ვეშვებით. სამწუხაროდ და საძრახისად, ცოდვებსა და მანკიერებებში ბევრად აღვემატებით ძველთაძველ ფარისეველთაც კი!

არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი, თუნდაც ღირსებითა და მდგომარეობით ჩემზე აღმატებული, რომელთა შორის მრავალი ჩემზე მეტად კნინი და უგუნურია. ამგვარ უაზრო თვითგანდიდებამდე არ მისულა უკიდურესად წამხდარი ფარისეველიც კი, ჩვენ კი ყოველ ნაბიჯზე გვემართება ასეთი რამ. ხშირად ვაკრიტიკებთ წარჩინებულთა შორის ღირსეულ ადამიანებს, რადგან გვჯერა, რომ მათს ადგილზე, ჩვენ გაცილებით უკეთ და გონივრულად მოვიქცეოდით. არად გავდებთ მათს ღირსებას და ამაყად ვაცხადებთ: მათზე ჩემს მანკიერებასაც კი არ გავცვლიდი! და თუ ამ შემთხვევაში ჩვენში არ ლაპარაკობს უკიდურესი ქარაფშუტობა, მაშინ საქმე გვაქვს საკუთარი თავის უზომო სიყვარულთან, რომლისთვისაც არაფერია წმინდა და პატივსაცემი მისი ვიწრო და საბრალო პიროვნული ინტერესების ჩარჩოებს გარეთ.

ამ უაზრო განცხადებაში ხომ სიმართლის ნატამალიც კი აღარ არის, თუკი მე ვთვლი თითქოს ჩემი მანკიერებაც კი აღემატება წარჩინებულთა ღირსებას? ეს ხომ თვით ჭეშმარიტების უარყოფაა, რომლის წყაროც ჩვენივე შური, ჭირვეულობა, ბაქიაობაა?! ქრისტიანისათვის ამგვარი შეუფერებელი და ყოვლად საშინელი ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოგვიწოდებს წმ. მოციქული იაკობი:

„ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ხდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქუეყანისაჲ, მშვინვიერი და საეშმაკოჲ" (იაკ. 3, 14-15).

აი, სადამდე მიგვიყვანა ამაყმა ფარისევლურმა დაპირისპირებამ მოყვასისადმი თითქმის ეშმაკისეულ განწყობილებასთან, და მართლაც, ეშმაკს ვემსახურებით, როდესაც დამღუპველ მტკიცების მესამე საფეხურზე ვეშვებით და ვაცხადებთ: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი.

ამ შემზარავ უკანასკნელ საფეხურზე უმსგავსონი თავის თავს ადარებენ ასევე უმსგავსო ადამიანებს და მათს შორის პირველობას იჩემებენ უმსგავსობაში. გულქვა ადამიანი ამბობს: მე არ ვგავარ მას, რომელიც თუნდაც ბოროტია, მაგრამ უმწეო; ჩემგან ნუ ელი შებრალებას. ურწმუნო აცხადებს: მე არ ვგავარ მათ, რომელთაც ზოგი რამ სწამთ, ზოგი რამ არა, მე საერთოდ არა მწამს ღმერთის, არც ეშმაკის. გარყვნილი კი თავს იწონებს: მე არ ვგავარ სხვებს, გაწითლება და უხერხულობა ჩემთვის უცხო ხილია.

ყოველივე ამის დედა აზრი კი ასეთია: შესაძლოა ყველაზე უარესიც ვარ, მაგრამ სამაგიეროდ არ ვგევარ სხვებს და ამით ვამაყობ! სწორედ ესაა გზის დასასრული! ბოროტებით კვეხნა და ქადილი თავად ეშმაკის ბუნებაა, ხოლო აქედან - ერთი ხელის გაწვდენაღაა ჯოჯოხეთის ფსკერამდე!

გვიხსენ ჩვენ უფალო ამგვარი შემზარავი დაცემისაგან! ბოროტი საქმეებითა და ფიქრებით კვეხნა და თავის მოწონება?! არ მსურს ამის დაჯერება, რომ რომელიმე ჩვენგანი შეგნებულად მიისწრაფვის ასეთი ზნეობრივი გარყვნილებისაკენ. და თუკი არის კიდევ ვინმე ასეთი, იგი უნდა ძრწოდეს წინასწარმეტყველის სიტყვებზე: „რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი?.. სიცრუვესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა აღლესილი მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკვაჲ. შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყუისა. შეიყვარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისაჲ და ენაჲ მზაკუვარი, ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგზადის შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით (ფსალმუნნი 51, 3-7).

ამისთვის მიეზღო თავისი ბოროტებით მოქადულს - ეშმაკს; იგივე მოელის მისი სატანული ბუნებით დასნებოვნებულ ყოველ მიწიერს.

ო! გვეშინოდეს ამ უიმედო და საზარელი ხვედრისა. ასეთ დაცემას დროულად უნდა გავცილდეთ, უარვყოთ ფარისევლური დაპირისპირება პირველსავე საფეხურზე და შევუდგეთ მხსნელი მორჩილებისა და სიმდაბლის აღმავალ კიბეს.

ყბადაღებული ფრაზა: არავითარ ვითარცა სხუანი კაცნი - სრულიად უნდა განვაშოროთ ჩვენს ბადეთაგან. უმჯობესია თუ კი საპირისპირო მნიშვნელობით წარმოვთქვამთ მას: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი, მეძავნი, მრუშნი, მწვალებელნი და სხვანი, რომელთაც დასძლიეს თავიანთი ცოდვილი ჩვევები და მიდრეკილებები, ხოლო მე ცოდვის მორევში ვიძირები. მათ შეძლეს გულწრფელი სინანული და სიმართლისაკენ იბრუნეს პირი, ხოლო მე კვლავაც დაუდევარი ვარ. მათი გულები სავსეა უფლისადმი მხურვალე სიყვარულით, ხოლო ღვთისადმი ჩემი სიყვარული არაა ესოდენ წრფელი და ჭეშმარიტი.

ნამდვილად არა ვარ მე ვითარცა სხუანი კაცნი, რადგან ყველაზე უარესი ვარ!..

არამედ ვარ ვითარცა სხვანი კაცნი, რადგან ცოდვით ჩავისახე და ცოდვითვე დავიბადე და ნიადაგ ვცოდავ, მაგრამ ღმერთო ჩემო, მწედ მომევლინე, რათა შევამცირო ცოდვათა ჩემთა სიმრავლე...

უფალო და მეუფეო! დაგვიცევ და გვაკურთხე ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების გზაზე.

რიგა, 1911 წ.

წმიდა მოწამე ანთის...
ღირსი აგაბო ისმაიტ...
მოწამენი: ანანია ხ...
წმიდა მოწამენი: ევ...
წმიდა ათანასე კონს...
როგორ აფასებენ მიც...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა მამა გაბრიელის დარიგებანი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნატალია

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...