მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ადამიანის მოწოდებისათვის
ბრმის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბავშვის ლოცვა (ათონელი ბერის ნაამბობი)

ბავშვის ლოცვა

(ათონელი ბერის ნაამბობი)

დავიბადე ბესარაბიაში, მაშინ, როცა ახალნდელი მოლდავეთის ტეროტირია რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლად ხალხი ძალიან მორწმუნე იყო. თავად კეთილზნეობრივ ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლები ყოველკვირა და დღესასწაულებზე ტაძარში დადიოდნენ. მეც ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა სიყვარული ღვთისმსახურებისადმი, ლოცვებისადმი, ლამის მშობლებზე ხშირად დავდიოდი ტაძარში. უფალმა კარგი მეხსიერებით დამაჯილდოვა, ასე რომ, მახსოვდა ლიტურგიის თანმიმდევრობა, ცისკარი, მწუხრი, პარაკლისი, პანაშვიდი, მრავალი ლოცვა, ტროპარი და კონდაკი ვიცოდი ზეპირად. არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ღირსი გავხდი, დედა ღვთისა მეხილა. ეს ასე მოხდა: დედამ შემთხვევით საქათმეში ჩამკეტა. ვაკაკუნებდი, ვყვიროდი, მაგრამ ამაოდ - ჩემი არავის ესმოდა. ბნელდებოდა, მივხვდი, რომ იძულებული ვიყავი, ღამე იქ, ქათმებთან ერთად გამეთია. მოხერხებული ადგილის ძებნა დავიწყე... და უეცრად დავინახე შესანიშნავი ქალი, რომელმაც საწოლის გაშლა დაიწყო. განსაკუთრებით გამაკვირვა ბალიშმა - ისეთი მოხერხებული იყო, მაშინვე გავიფიქრე: ასეთი ბალიში რომ მქონოდა, საქათმეშიც კარგად გავათევდი ღამეს-მეთქი. შემდეგ გაოცებულმა დავინახე, რომ ქალმა საწოლში საოცარი ყრმა ჩააწვინა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მივხვდი, რომ თავად ღვთისმშობელი აძინებდა ღვთაებრივ ყრმას. გამიკვირდა, ჩვენს საქათმეში რატომ ვხედავდი ასეთი საოცრებას, დავიწყე იმის ლოდინი, შემდეგ რა მოხდებოდა. რა თქმა უნდა, თვალიც არ მომიხუჭავს.

როცა დედა ღვთისამ თავისი ძე ჩააწვინა და როგორც მომეჩვენა, ყრმამ თვალები დახუჭა, ყოვლადწმიდა მე მომიბრუნდა და სახელით მომმართა. მან თავიდან მიამბო ჩემს მშობლებზე და აქებდა მათ, შემდეგ კი ჩემი მომავალი ცხოვრება გამომიცხადა. ის მეუბნებოდა, რომ უნდა ვისწავლო ლოცვა და გავეცნო ღვთისმსახურებას, რომ ვიქნები მღვდელი, რომ არ უნდა დავქორწინდე და ბერად აღვიკვეცო.

„როცა გაიზრდები, - მითხრა ყოვლადწმიდამ, - ათონზე, წმიდა მთაზე, ჩემს წილხვედრ მიწაზე გაემგზავრები. ცათა სასუფეველი მრავალი ღვაწლით მოიპოვება, უამრავ მწუხარებას გადაიტან, სანამ დამშვიდდები. ჩემი და ჩემი ძის კურთხევა ყოველთვის შენთან იქნება".

ამ სიტყვების შემდეგ თვალები თითქოს თავისით დამეხუჭა და ჩამეძინა. დილით შეშფოთებულმა მშობლებმა მიპოვეს, გაიხარეს, რომ ჯანმრთელი და უვნებელი მიხილეს. ხილვის შესახებ მათ არაფერი ვუთხარი, მაგრამ ყოველივე ეს მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემს ცხოვრებაში აღიბეჭდა და შემდგომ ცხოვრებაში სრულდებოდა და დღემდე სრულდება. იმ დღეებში, დაბნელებისთანავე ლოცვად ვდგებოდი. მაშინ გავიგე, რომ მოსე მტრებს ამარცხებდა, როცა ხელები სალოცავად ჰქონდა აპყრობილი. მის მსგავსად, ღამეში მეც რამდენიმე საათის განმავლობაში ხელაღპყრობილი ვიდექი და ისე ვლოცულობდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ რაღაც ძალა მეწეოდა, რომ ეს დამეთმინა.

ასე გავიდა ოთხი დღე. კვირას დილის რვა საათზე მინდვრისკენ გავემართეთ, სადაც პარაკლისს ვიხდიდით ხოლმე. პარაკლისი რომ დავამთავრეთ, ათი საათისთვის ტაძარში მივედით ლიტურგიაზე. მამა ბასილმა ასამაღლებელი წამორთქვა და მსახურება დაიწყო. ევქარისტიული კანონის დაწყებისას ტაძარში და მთელ სოფელში ჩამობნელდა: ყოველი მხრიდან ღრუბელი დაიძრა. მახსოვს, შემეშინდა კიდეც, სეტყვა არ წამოსულიყო და მოსავალი არ გაენადგურებინა. და მართლაც, თავიდან ციდან სეტყვის რამდენიმე მტრედის კვერცხის ზომის მარცვალი ჩამოვარდა. მაგრამ ამის შემდეგ თავსხმა წვიმა წამოვიდა. კოკისპირულად წვიმდა, მინდვრები წყლით დაიფარა, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ წვიმამ მორწყა მხოლოდ ჩვენი სოფლის მიდამოები და კიდევ რამდენიმე სოფელი, საიდანაც ბავშვები ჩვენთან ერთად სალოცავად იყვნენ მოსულნი. ლიტურგიის შემდეგ მღვდელმა საკურთხეველში შემიყვანა და ხელზე მაკოცა. მე, რა თქმა უნდა, განვცვიფრდი. თანასოფლელებსაც გაუკვირდათ, რატომ აკოცა ხელზე მამა ბასილმა „ცინგლიანს". ასე ზოგჯერ მეძახდნენ ხოლმე, მე კი სულაც არ მწყინდა და ვფიქრობდი, რომ რადგან ასე მეძახდნენ, სწორედ ასეთიც ვიყავი. თუმცა სხვები ამბობდნენ: „ალბათ გეორგიცე მღვდელი გახდება, რადგან მამაო ხელზე ემთხვია".

მეორე დღეს ჩვენს ტაძარში მეზობელი სოფლებიდან ქალები მოვიდნენ და მამა ბასილს სთხოვეს, ელოცა, რომ წვიმა მათ მინდვრებზეც მოსულიყო. მოძღვარმა ტაძარში მდგომ ბავშვებზე მიუთითა და უთხრა:

- აი, ვის უნდა სთხოვოთ ლოცვა, - და გვაკურთხა, რომ გაგვეძლიერებინა ლოცვა-ვედრება წვიმის გამოსათხოვად. მოძღვრის სიტყვებმა ისე გამამხნევა, რომ მომდევნო ღამეც ხელაპყრობილმა გავატარე, უფალს ვთხოვდი შეწევნას. და ისევ წამოვიდა წვიმა, მინდვრები დაარწყულა. ერთ სოფელში დაგვცინოდნენ და არ სჯეროდათ, რომ ბავშვების ლოცვით გვალვა შეწყდა. ამის შემდეგ წამოვიდა წვიმა ზუსტად ამ სოფლის მინდვრების საზღვრის გასწვრივ, მეზობელი მხარე სულ დაასველა, მათთან კი წვეთი წყალიც არ ჩამოვარდნილა. მაშინ კი აყვირდნენ:

- ესენი ჯადოქრები არიან! შეულოცეს, რომ მხოლოდ მათთან წვიმდეს!

მაგრამ სინამდვილეში ჩვენ კი არ ვჯადოქრობდით, უბრალოდ, ბავშვები ისევ ვიკრიბებოდით მინდორში და ვლოცულობდით, უფალს ვთხოვდით წვიმის წამოსვლას.

ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე ებრაელი ბავშვი მოინათლა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მშობლებმა მათ ამის ნება დართეს.

მას შემდეგ უფრო გულმოდგინებით დავიწყე ტაძარში სიარული, ღამღამობით ვლოცულობდი, ზეპირად ვკითხულობდი ფსალმუნებს, ლოცვებს, საათობით ვიდექი ხელაღპყრობილი და ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ვლოცულობდი - და ამას ჩემთვის ენით გამოუთქმელი სიხარული მოჰქონდა. მე ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს და ბავშვურად მჯეროდა, რომ ის ჩემს ნებისმიერ თხოვნას შეასრულებდა.

ჩვენთან, სოფლის ტაძარში მსახურობდა ძალიან კარგი მღვდელი - მამა ბასილი. მოძღვარს ვუყვარდი და მეხმარებოდა, ხელს მიწყობდა ლოცვით მოშურნეობაში და სულიერ ცხოვრებაში. როცა დედას სურდა, ჩემთვის ღამეული ლოცვები აეკრძალა, რადგან ჩემი ჯანმრთელობა აღელვებდა, მოძღვარმა ურჩია, არ ენერვიულა. ეუბნებოდა, დაე, შენმა ვაჟმა ილოცოს ბავშვური ლოცვით, მისი ლოცვა ხომ აუცილებლად მივა ღმერთამდე.

ერთხელაც ბესარაბიის და რუმინეთის მთელ მიწაზე საშინელი გვალვა დაიწყო. წვიმა დიდხანს არ მოსულა, პური იღუპებოდა, ბაღ-ბოსტნები ხმებოდა, ბევრი მოსალოდნელ შიმშილზე ალაპარაკდა. ყველა ეკლესიაში ტარდებოდა პარაკლისები. ჩვენი მამა ბასილი 12 დღე ზედიზედ მსახურობდა. მაგრამ ზეცა წვიმას არ გვაძლევდა.

მაშინ მამა ბასილმა გვითხრა: - უფალი არ ისმენს ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ხომ ყველანი ძალიან ცოდვილნი ვართ. საჭიროა, ბავშვებმა სთხოვონ, რომ თავიდან აგვაშოროს შიმშილი.

ამ სიტყვების შემდეგ მოძღვარი მე მომიბრუნდა და მითხრა:

- გეორგიცე, შეკრიბე ჩვენი სოფლის ბავშვები; ყველანი, ვინც კი მოისურვებს და ერთად ილოცეთ, რათა უფალმა წვიმა გამოგვიგზავნოს.

მართლაც, შევკრიბე ბავშვები შვიდიდან თორმეტ წლამდე - ყველანი ერთად ორმოცი თუ ორმოცდაათნი ვიყავით. ჩვენს შორის იყვნენ არა მხოლოდ მოლდაველები, არამედ სხვა ეროვნების ბავშვებიც, ებრაელი გოგონებიც კი.

და აი, დილით უთენია გავედით მინდორზე, და ჩვენი ბავშვური პარაკლისი შევასრულეთ. მახსოვს, ვკითხულობდი ლოცვას, დანარჩენები კი ტროპარებს გალობდნენ და იმ ლოცვებს ამბობდნენ, რაც იცოდნენ. მინდორში მომუშავე ქალებმა გაიგონეს ჩვენი ხმა. შემდეგ კი აღნიშნავდნენ, რომ არასოდეს მოუსმენიათ ასეთი საოცარი გალობა - მოეჩვენათ, რომ თვით ანგელოზები გალობდნენ და არა ბავშვები. იგივეს ამბობდნენ მწყემსებიც, რომლებიც საქონელს მოშორებით მწყემსავდნენ. ასე გამოვდიოდით რამდენიმე დღე დილაობით მინდორში - ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს...

სხვა აღმსარებლობის ადამიანები, რომლებიც ამ საოცარი მოვლენის მოწმენი გახდნენ, ამბობდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთი - დიდებული ღმერთია, რადგან ბავშვებსაც კი აძლევს ესოდენ ძალას. და უკანასკნელი, რისი გახსენებაც მინდა ესაა - ჩვენი სოფლის მცხოვრებნი ამბობდნენ რომ არასოდეს ყოფილა ისეთი უხვი მოსავალი, როგორც იმ წელიწადს მოვიდა. მათაც კი, ვინც იმედგაცრუებულებმა მიწა გადახნეს, პურის უხვი მოსავალი მიიღეს. სასწაულით მცენარეები ისევ ამოვიდა და უამრავი ხორბალი გამოიღო.


ჟურნალი „დედაეკლესია", №17, 2005 წ.




ნანახია: 1220 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0