მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
აღდგომა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გადარჩენის ერთადერთი გზა: „განცდაჲ თვისთა ცოდვათა"

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

მოგვიახლოვდა დასაწყისი დიდი მარხვისა. წარსულ კვირას მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე ეწოდებოდა, ხოლო ამ კვირას უძღები კვირა ჰქვია. იგი დიდი მარხვის, უფრო სწორად ბრწყინვალე აღდგომისათვის მომზადებას გულისხმობს, ხოლო დიდი დღესასწაულის შესახვედრად მომზადება სულიერ განწმენდას ნიშნავს. ამ დროს ადამიანი ცდილობს განშორდეს მიწიერ საზრუნავებს, ვნებებსა და ცოდვას და თავის სულსა და მომავალზე ფიქრს იწყებს.

დღეს წირვაზე სახარებიდან უძღები შვილის იგავი იქნა წაკითხული. მასში უფალი გვიხსნის, თუ რას ნიშნავს ღვთისაგან განშორება და რა მოჰყვება შედეგად მას. ამ იგავის მიხედვით ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან უმცროსმა მამისაგან წასვლა განიზრახა და თავისი წილიც მოითხოვა. დავფიქრდეთ, რა იყო მიზეზი შვილის მამასთან განშორებისა; რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არ უყვარდა თავისი მშობლები, თავისი სახლი, მაგრამ ეგონა, რომ ბედნიერებას მამის გარეშე, დამოუკიდებლად უფრო მიაღწევდა. წილი კი იმიტომ მოითხოვა, რომ სჯეროდა - თავის კუთვნილ ქონებას კიდევ უფრო გაზრდიდა. პირიქით კი მოხდა, რაც ჰქონდა, ისიც განაბნია, ყველაფერი დაკარგა და გაღატაკდა. მაგრამ მთავარი ქონების დაკარგვა როდია, მთავარი ისაა, რომ მან დაკარგა დიდი ძალა, - სიყვარული და მფარველობა მამისა; ამიტომ როცა იმ ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფებოდა, შიმშილობა ჩამოვარდა, ძალიან გაუჭირდა და ერთ შეძლებულ კაცს ღორების მწყემსად დაუდგა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მამის ოჯახში ბედნიერად ცხოვრობდა, იძულებული გახდა, მეღორე გამხდარიყო. მას ის საჭმელიც კი სანატრელი ჰქონდა, რომლითაც ღორებს კვებავდნენ. გასაჭირმა, რომელშიც ის აღმოჩნდა, თავისი შედეგი გამოიღო, სინანულის განცდა დაეუფლა, იფიქრა: მამაჩემის მსახურნი უკეთესად ცხოვრობენ, მივალ და ვეტყვი: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, არა ვარ ღირსი ძე მეწოდოს, მაგრამ მიმიღე, როგორც ერთი მუშაკთაგანი. როგორც ხედავთ, გონზე მოვიდა თუ არა, მის სულიერ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, სინანული დაიბადა. სწორედ ის გრძნობა, რომელსაც ეფრემ ასური ითხოვს, თავის ვედრებაში: „მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა"; თავისი სულიერი სიღატაკეც დაინახა, რაც შედეგად მოჰყვა მამასა და შვილს შორის კავშირის დაკარგვას და მართლაც, გაეშურა მშობლიური სახლისაკენ. მამამ შორიდანვე დაინახა შვილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი მას ელოდებოდა, გარეთ იდგა და გზად გაჰყურებდა, რომელზედაც მისი საყვარელი ვაჟი უნდა გამოჩენილიყო. როდესაც მამამ ბოლოს და ბოლოს დიდი ხნის უნახავი შვილი დაინახა, სიხარულით შეეგება და გულში ჩაიკრა. შვილმა, რაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ის ითხოვა, სახელდობრ, მიეღო იგი, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. მაგრამ მამამ ვაჟის საუკეთესო სამოსით შემოსვა და ბეჭდით შემკობა ბრძანა, ნიშნად იმისა, რომ მისი წოდება უბრუნდებოდა. სახარებაში ვკითხულობთ, რომ გახარებულმა მამამ ესეც არ იკმარა, საუკეთესო ზვარაკი დაუკლა და დიდი ზეიმი გამართა. სამუშაოდან დაბრუნებულმა უფროსმა ვაჟმა, როცა სახლში ნადიმის გამართვის მიზეზი შეიტყო, ეწყინა და მამას უსაყვედურა: მთელი ჩემი სიცოცხლე შენ გემსახურები და ჩემთვის ერთი თიკანიც კი არ დაგიკლავს, ჩემს ამხანაგებთან ერთად რომ მეზეიმაო. მამამ უპასუხა: რაც მაქვს, ყოველივე შენია, მაგრამ ეს შვილი დაკარგული მყავდა და ვიპოვე, მკვდარი იყო და გამიცოცხლდაო.

მართალია, ეს იგავი ყოველ ადამიანზეა თქმული, მაგრამ მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს, იგი წარმოადგენს აგრეთვე წინასწარმეტყველებას საერთოდ კაცობრიობის დამოკიდებულებაზე ღმერთთან. ამ იგავით უფალი წინასწარმეტყველებს, რომ ერთი ნაწილი კაცობრიობისა ღმერთს განუდგება და მასთან კავშირს გაწყვეტს, მაგრამ როცა გაღატაკდება და ყოველივეს დაკარგავს, ისევ მამაზეციერს დაუბრუნდება, და ისიც სიყვარულით ჩაიკრავს გულში, ოღონდ ამისთვის ჯერ სინანული ანუ განცდაჲ თვისთა ცოდვათაა საჭირო.

ჩვენ ძალიან რთულსა და მძიმე დროში მოგვიხდა ცხოვრება, მაშინ, როცა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის განსაკუთრებით იგრძნობა, როცა ადამიანს გონება დაებინდა და ერთმანეთისაგან ვეღარ არჩევს სიკეთესა და ბოროტებას. რა არის წამალი, როგორ შეიძლება შველა ამგვარი ადამიანებისა? მხოლოდ უფალსა და მის მადლს შეუძლია ამ ბურუსიდან მათი გამოფხიზლება. დღეს ჩვენ გონიერი და მოსიყვარულე გული გვჭირდება, ისეთი გული, როგორიც ჩვენს წინაპარს ჰქონდა, მაგრამ ჩვენს წინაპართა მაღალ ზნეობას ქვაკუთხედად ჭეშმარიტი სარწმუნოება ედო. მათი რწმენა იმდენად მტკიცე და ცოცხალი იყო, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისათვის უკანასკნელი ლუკმის მიცემა შეეძლოთ. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ დღეს გადაგვარჩენს, არის სინანული ანუ „განცდაჲ თვისთა ცოდვათა". ჩვენ გვაქვს განცდა ცოდვათა, ოღონდ სხვათა ცოდვათა. საოცარი რამ გვახასიათებს: სხვისი ცოდვები დავინახოთ და განვიცადოთ, საკუთარი კი - არა. ისე დავბრმავდით, რომ ჩადენილი ბოროტებითაც კი სიამაყე დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში ხშირად იგრძნობოდა, რომ უფალს სურდა ეხსნა ჩვენი ხალხი მსხვერპლის გაღებისაგან, მაგრამ ეს ჩვენ თვითონვე უარვყავით. დღეს ქართველი კაცი ისე დაძაბუნდა, რომ ძალა აღარა აქვს უფალთან მისვლისა, ამიტომ თვითონ უფალი მოდის ჩვენთან. მართალია, ჩვენ ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს. საქართველო სულიერად გაბრწყინდება, საქართველო გაიღვიძებს, რადგან შეუძლებელია ამ მდგომარეობაში დარჩეს ერი, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია. რადგანაც ჩვენ უფალმა არჩევანის უფლება გვიბოძა, სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის ცოდვათა მიტევების, შერიგებისა და თავმდაბლობის გზა უნდა ვარჩიოთ იმას, რაც დღეს გვახასიათებს.

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უკანასკნელი ათი წელი განსაკუთრებული წლები იყო, როცა რწმენისაკენ მიბრუნებულმა ხალხმა მანამდე ცარიელი ტაძრები აავსო, მაგრამ ჩანს, რომ მის საბოლოო მოქცევას უფრო მეტი დრო უნდა, ჩანს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სახელით ვართ ქრისტიანები. ღმერთმა ინებოს, ყოველ ადამიანს ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული, რათა არც ერთი მათგანი არ დაიღუპოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, სულიერად გააძლიეროს და დაამშვიდოს საქართველო და მთელი ქვეყანა.

ამინ.

სიონი, 23 თებერვალი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

წმიდა მოწამენი: ან...
მღვდელმოწამე აპოლი...
მშობლების პატივისც...
წმიდა მოწამე თეოდო...
წმიდა მოწამე აბო თ...
წმიდა მოწამე ბოიან...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე დემეტრე თავდადებული

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პეტრე და პავლე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნეტარი დედა მატრონა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანა წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გილოცავ მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...