- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ძლევაშემოსილსა საკვირველთმოქმედსა, გიორგის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ი ლ ი ა II მოკრძალებული თხოვნა ტყვეთა განმათავისუფლებელო, ტანჯულთა შემწეო, უძლურთა მკურნალო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, ქართველთა დიდო იმედო, ძლევაშემოსილო წმიდაო გიორგი, მე მსასოებელი შენი, ილია II, წყალობითა და განგებითა ღმრთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, გევედრები, აწ და მარადის იყავ წინამძღვარ ქართველთა ერისა და მფარველ ეკლესიისა ჩვენისა. შენ ბრძანდები ოდითგანვე ერისმთავარი ჩვენი; ნუ დაივიწყებ ერსა შეცოდებულსა; მეოხ გვეყავ, რათა უფალმან შეგვინდოს და განკურნოს უძლურებანი სულთა ჩვენთანი; გვიხსნას ურწმუნოებისა, ამპარტავნებისა და შურისაგან, ღვარძლისა, მტრობისა და ცილისწამებისაგან, ვერცხლისმოყვარეობისა, ურთიერთშუღლისა და წყევისაგან, სიძვისა, პატივმოყვარეობისა და სხვათა ქონების მითვისებისაგან, მკვლელობისა, შურისძიებისა, არაწმიდა გრძნობებისა და ფიქრებისაგან და მოგვიტეოს უმეცრებანი ჩვენნი: ეკლესია-მონასტერთა ნგრევა, კერპთაყვანისმცემლობა, ცრუმორწმუნეობა... შესთხოვე უფალსა, რათა მოგვმადლოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; მოგვანიჭოს გრძნობები წმიდა და სული წრფელი; გაგვიხსნას გულისყური შეწევნად ქვრივთა, ობოლთა, მწირთა და ყოველთა გაჭირვებულთად, განამრავლოს ურთიერთშორის სათნოებანი და საქმენი კეთილნი; დიდმოწამე გიორგი, განგვინათლე გონება, რომ ვცნათ უფალი, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, აღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა ჩვენი; ჰყავ გულნი ჩვენნი ლმობიერ და ურთიერთ ცოდვათა მიმტევებელ; მოგვიძიე და შეგვკრიბე ქრისტეს წმიდა ეკლესიაში; სასოებით შეგვედრებ ხალხსა ჩემსა, ქრისტეს გვირგვინოსანო მხედარო გიორგი; წმიდითა მახვილითა შენითა მარად დაგვიცევ და დაგვიფარე ბოროტთაგან და ყოველთა ძვირთა საქმეთა მათთაგან; ხოლო ჟამსა განკითხვისასა შუამდგომელ გვეყავნ წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მოპოვებად საუკუნოისა ცხოვრებისა. მხურვალითა გულითა შეგთხოვ, შეეწიე საუკუნითგან გარდაცვალებულთა მამათა, დედათა და ყოველთა წინაპართა ჩვენთა და დასჯილნი სულნი სატანჯველთაგან იხსენ. მუხლმოდრეკილი გევედრები, წმიდაო გიორგი, ნუ უგულებელსყოფ ვედრებასა ჩემსა, აკურთხე ერი ქართველთა და წმიდა ეკლესია მისი; მოიღე წყალობა ჩემ ცოდვილსაცა ზედა, რამეთუ მძიმეა ჯვარი ჩემი; შემეწიე და დამიცევ მადლითა შენითა, უძლეველო. ჩვენთან არს ღმერთი! შენი სულიერი შვილი,
ძალისაებრ ჩემისა აღმასრულებელი ნებისა შენისა | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1279 |
დაამატა: 4.5/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |