მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი 2005 წ.

„ვერავინ შესძლებს საქართველოს დანაწევრებას.
ვინც ამას ეცდება, - პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ, ამ დიდებულ დღესასწაულს - ჯვართამაღლებას!

მართლმადიდებელი ეკლესია ასე ადიდებს ჯვარს - „ჯვარო, მფარველო ყოვლისა სოფლისაო! ჯვარო, მშვენიერებაო ეკლესიათაო! ჯვარო - სიმტკიცეო მეფეთაო! ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო! ჯვარო - დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო! დიდება უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა!"

ჯვარი არის უდიდესი სულიერი ძალა, რომელიც მიეცა კაცობრიობას ბოროტი ძალის ძლევისთვის. ჯვრის ძალით ითრგუნება ეშმაკი.

მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები სულ ერთად არიან და ძალიან ხშირად ერთმანეთს ენაცვლებიან. მაგრამ ყოველი განსაცდელის დროს და მწუხარების ჟამს ჯვარი პატიოსანი გვეხმარება ჩვენ.

ყოველ ადამიანს ღვთისაგან ბოძებული აქვს ჯვარი, რომელიც ბოლომდე უნდა იტვირთოს. ნურასოდეს ვიფიქრებთ, რომ ძალიან მძიმე ჯვარი გვაქვს. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ განსაკუთრებულად მძიმე ჯვარი აქვთ. და ეჩვენებათ, რომ აღარ ძალუძთ მისი ტარება. უნდა გახსოვდეთ, რომ თუ კეთილისმყოფელი ხარ, თუ ღვთის გზაზე დგახარ, თუ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, - უფალი ისეთ ჯვარს მოგცემს, რომელსაც ბოლომდე მიიტან. და განსაცდელის ჟამს, როცა ჯვრის ტვირთვა გაგიჭირდება, უფალი შეგეწევა და ჯვარს შეგიმსუბუქებს. თითოეულმა ადამიანმა თავისი ჯვარი ბოლომდე უნდა მიიტანოს. ოღონდ აუცილებელია, რომ მოხდეს ღვთის ძალისა და ადამიანის ძალისხმევის შერწყმა, ანუ - სინერგია. ყოველ ადამიანს და ყოველ ერს ამქვეყნად აქვს თავისი გზა, თავისი ჯვარი. მაგრამ მიზანი არის ერთი - დაახლოება უფალთან! „ყოველივე მსოფლიო დავუტეოთ ზრუნვაი" - გვესმის ჩვენ საეკლესიო საგალობელში.

უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი." ამიტომ ყოველმა ადამიანმა, ყოველმა ერმა ამქვეყნად, უპირველეს ყოვლისა, სულიერი საუნჯე უნდა შეკრიბოს!

დღეს არის დღე სიხარულისა და მწუხარებისა. სიხარულისა იმიტომ, რომ ჯვართამაღლებაა და მწუხარებისა იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის დღეა. დღე ჩვენი დიდი განსაცდელისა და ტკივილისა!

უფალი განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ მასთან. აფხაზეთის დაცემაც, - ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც. თქვენ იცით, ეშმაკი ანაწევრებს, განჰყოფს, - ღმერთი კი აერთიანებს და ამთლიანებს. ჩვენ ვართ ღვთის ერი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას გადააფარა თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შესძლებს საქართველოს დანაწევრებას. ვინც ამას ეცდება, - პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს! საქართველო და ქართველი ერი იმედით უყურებს თავის მომავალს, რადგან ვიცით, რომ ჯვარცმას, მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეს ელოდება ქართველ ერს, თუ ჩვენ კვლავ გავხდებით ღვთის ერი, თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას! მთელი ერი განიცდის და ძალიან წუხს აფხაზეთში დაცემულ მხედართა, მხედართმთავართა და რიგითი ადამიანების გამო. ჩვენ ეს ყველას თანაბრად გვტკივა. უფრო მეტიც, ჩვენ განვიცდით არა მარტო იმას, რომ იქ ქართველები დაეცნენ, ამაზე მეტად განვიცდით იმას, რომ მოგვიწია ძმების სისხლის დაღვრა - იმ ომში ხომ აფხაზებიც მრავლად დაეცნენ. აფხაზები ჩვენი ძმებია, ისევე, როგორც ოსები - ჩვენ ყველანი ძმები ვართ. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღდგეს ჩვენი ძმური ურთიერთობა.

მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში და სამაჩაბლოში დატრიალდა, - არ არის არც ქართველების და არც აფხაზების და ოსების ბრალი - ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.

მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენის მხრივ ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ, ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი აფხაზეთში დაცემულთა მონათა და მხევალთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დრო, როცა გამთლიანებულ საქართველოში ერთად გაიხარებენ ქართველნი, აფხაზნი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები!

დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული - ჯვრის თაყვანისცემის დღე და მე მინდა იგი აღვნიშნო ამ წმიდა ტაძრისა და ლავრის მღვდელმსახურების დაჯილდოებით.

მღვდელმონოზონი სერაფიმე ჭედია აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრისა და ენქერის ტარების უფლებით.

მღვდელმონოზონი დოსითეოს ბოგვერაძე აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრისა და ენქერის ტარების უფლებით.

მღვდელმონოზონი ადამ ახალაძე, რომელიც ამავე დროს არის მედიცინის დოქტორიც, აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრისა და ენქერის ტარების უფლებით.

გამოვთქვამ იმედს, რომ მალე ჩავალთ აფხაზეთში და იქაც დავაჯილდოებთ აფხაზეთის სამღვდელოებას.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი, სამაჩაბლო და ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №33(340), 2005 წ.

მღვდელმოწამე ალექს...
რატომ ვიწერთ პირჯვ...
მოწამე ასკალონი
წმიდა ათანასე კონს...
წმიდა მოწამენი: ტე...
ხსენება საკვირველე...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

გილოცავ სვეტიცხოვლობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმ საროველი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

შობა ახალი წელი

დათვალიერება...

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოსე ღვთისმხილველი

დათვალიერება...