- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მოწამე ასკალონი20 (02.06) მაისიწმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს, ბოძზე დაკიდეს და ბასრი იარაღით დასერეს. მან მდუმარედ დაითმინა ტკივილები. ერთ-ერთი მეომარი მოწამესთან მივიდა და თქვა: „შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული". წმიდანმა უპასუხა: „მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად ვადიდებ შემოქმედ ღმერთს". არიანემ ბრძანა, წმიდანი ნილოსის მეორე ნაპირას, ქალაქ ანტიოქიაში წაეყვანათ, სადაც მალე თვითონაც უნდა ჩასულიყო. წმიდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი მდინარეში გაეჩერებინა მანამ, სანამ არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს. მართლაც, მდინარის შუაგულში არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ მოახერხეს მისი დაძვრა ადგილიდან. წმიდანის რჩევით მთავარმა აღიარა იესო ქრისტე, მაგრამ მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა და ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება, შემდეგ კი მდინარეში ჩაახრჩობინა იგი. წმიდა ასკალონმა ქრისტიანებს დაუბარა: „ძმანო, ესწრაფეთ საუკუნო გვირგვინს უფლისა ჩვენისა. მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვით ჩემს ცხედარს. დამარხეთ იგი ზედ გამობმულ ქვებთან ერთად". მართლაც, მესამე დღეს ქრისტიანებმა იპოვეს წმიდანის ქვებგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ დაასაფლავეს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+42
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |