მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ღმერთმა განაქარვოს უმეცრებაჲ ერისა
ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა იმ დიდი ცხოვრებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ვასილი ეგზემპლიარსკი

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა
იყო სამოთხესა..." (ლუკ. 23,43)

სამი ჯვარი აღმართა პილატემ გოლგოთაზე: ორი ავაზაკთათვის და ერთი მაცხოვრისთვის.

აღსასრული მოახლოებულიყო.

შესაძლოა, ავაზაკებს ხიფათითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრება აგონდებოდათ;

განიცადეს კი უფლის მსგავსად გამათრახება, ტანჯვა-დამცირება? ! ალბათ, არა.

სიკვდილი მათთვისაც გარდუვალი იყო. უიმედობა და გაბოროტება ჯვარცმულ ავაზაკებს ყველა ადამიანის მიმართ დაეუფლათ.

ხედავდნენ გასისხლიანებულსა და ტანჯულ უფალს. ესმოდათ მაცხოვრის შეურაცხმყოფელი სიტყვები მღვდელმთავრებისაგან და ხალხისაგან. ეგებ სასწაულსაც ელოდნენ. სასწაულს, მათაც რომ იხსნიდა. მაგრამ მალე გადარჩენის იმედი გაუქრათ, და ეს უგულისხმონიც ქრისტეს შეურაცხმყოფელთა შორის აღმოჩნდნენ. მათ მართლა არ უწყოდნენ რას სჩადიოდნენ, იტანჯებოდნენ ხორციელად და სულიერად. უიმედობით გაბოროტებული ავაზაკები გმობდნენ უფალს, უფალი კი, უსაზღვროდ ტანჯული, გმობისა და სიძულვილის ნაცვლად აქამდე უცნობ, განსაცვიფრებელ მიმტევებლურ სიტყვებს წარმოთქვამდა...

ყოვლისშემძლე ტანჯული...

მშვიდი, მოსიყვარულე, მზრუნველი, არ სწყევლიდა მტანჯველთ, არც რისხავდა, არამედ ლოცულობდა მათთვის.

კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ-დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი" სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება... და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა და ჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

„სიკვდილის ღირსია!" - გამძვინვარებულნი გაჰყვიროდნენ მღვდელმთავარნი;

ჯვარცმის აღსრულებას მოითხოვდა ბრბო;

ხელებს იბანდა უბადრუკი მსაჯული...

გაუუხეშდათ გულები „მართლებს" (სჯულის მოძღვრებს და მასწავლებლებს).

ბრძენნი და წინამძღვარნი ბრმანი და ყრუნი შეიქმნენ სიმართლისათვის.

ჯვარცმულმა ავაზაკმა კი, არამარტო აღიარა ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ცუდი არაფერი ჩაუდენია, არამედ ჯვარცმულსა და ტანჯულ ადამიანში უფალი შეიცნო.

„გარდამოხედინ აწ ჯუარით, რაითა ვიხილოთ და გურწმენეს" (მარ. 15,32) - დასცინოდნენ მღვდელნი და მწიგნობარნი. უფალს თავისი ძალმოსილება რომ ეჩვენებინა, ეს ადამიანები ირწმუნებდნენ, მლიქვნელურად გაეგებოდნენ ფეხქვეშ და მონებივით მუხლებზე იღოღებდნენ. მაგრამ რა ფასი ექნებოდა ამას?

ავაზაკი კი ლაპარაკობს ქრისტეს სასუფეველზე და უფალს უწოდებს მას, ვინც კაცთა შორის უკიდურესად დამცირებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე კვდებოდა...

საუკუნეები გვაშორებს ისტორიულ ჯვარცმას. ჯვარი, ოდესღაც დამცირებისა და შეურაცხყოფის სიმბოლო, ცხოვრების მომნიჭებელ და თაყვანსაცემ დიად რამ ნიშნად იქცა.

მაგრამ როგორ აღიქვამდა ყოველივეს ჯვარცმული ავაზაკი? მის წინაშე, ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ - უკიდურესი დამცირებისა და შეურაცხყოფის მთელი სისავსე. ყოველივე აღიქვა, განიცადა და გაიგო მან. ავაზაკმა რამდენიმე სიტყვაში წარმოაჩინა რწმენა, რომლის მსგავსი არც მანამდე ჰქონია და არც შემდგომ ექნება ვინმეს. უჩვენა რა უფალმა კაცობრიობას ყოვლისმიმტევებლური სიყვარულით გადარჩენის გზა, მეყსეულად შედგა ამ გზაზე პირველი ადამიანი - ადამიანი უდიდესი პირადი რწმენით, პირველი მაცხოვრებელი (მკვიდრი) ქრისტეს სასუფევლისა.

უდიდესი იყო ავაზაკის რწმენა და უდიდებულესი უფლის პასუხი: „... დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა".

„უსჯულოთა თანა შეირაცხა", გლახაკებთან ცხოვრობდა, მეზვერეთა, ცოდვილთა მეგობარი იყო და ავაზაკთან ერთად აღესრულა ჯვარზე.

განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა, არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისაგან: - „... დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა".

გოლგოთაზე სხვა რომ აღარაფერი თქმულიყო, მორწმუნეთა ცხოვრების ნუგეშად ესეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ქადაგება ჯვრიდან ჯერ არ დასრულებულიყო.

წმიდა წინასწარმეტყ...
ქრისტეს შობა
წმიდა ანატოლი, კონ...
ღირსი ათანასე მიდი...
ღირსი აქილე ლარისი...
პატრიარქის ღვაწლის...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანდრია პირველწოდებული

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირინეს მადლი და ძალა

დათვალიერება...