- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტისიტყვა წარმოთქმული მირქმა-მიგებების დღესასწაულზედღეს ჩვენ უფალს იმ ღრმა და მადლიერი სიხარულით მივეგებებით, რომლითაც სჳმეონ ღვთისმიმრქმელს ხელთა ზედა თვისთა ეტვირთა ღვთიური ყრმა და მასში ყველა ძველი წინასწარმეტყველების ასრულებას ხედავდა შესახებ იმისა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც კაცსა და ღმერთს შორის გაუცხოება დასრულდებოდა, როცა ღმერთი ჩვენთან გარდამოხდებოდა ხორციელად ვითარცა მაცხოვარი და თავისი განკაცებით, თავისი ცხოვრებით, თავისი მოძღვრებითა და თავისი ჯვრიანი სიკვდილით ჩვენს ღმერთსა და მამასთან შეგვარიგებდა. მირქმის დღესასწაულზე შეუღლებულია სიხარულიცა და ქრისტეს ჯვრიანი სიკვდილის მოლოდინიც. არსებობენ დღესასწაულები, როდესაც სული იმდენად აღვსილია ზეიმით, რომ ხელს ვერ აღაღებ საშრომლად; მაგრამ არიან ისეთი დღესასწაულებიც, როდესაც ხელს იმიტომ ვერ გაანძრევ, რომ გული ან მწუხარებითაა სავსე ან წმინდა ძრწოლით. უფლის მირქმის დღესასწაული ორივ ამ ნიშანს აერთიანებს. მიეგებება ქრისტეს სჳმეონ ღვთისმიმრქმელი, ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც მართალი ცხოვრებით იცხოვრა, ვისაც ღვთისგან ჰქონდა აღნათქვამი, რომ არ იხილავდა გემოს სიკვდილისას, ვიდრე სოფლის მაცხოვარს არ იხილავდა, მოსრულსა თავისი შერიგებისა და ამასოფლის ფერიცვალების საქმის აღსასრულებლად. ამ სიხარულსავე ამოწმებს ანა წინასწარმეტყველიც. ისინი იმაზედ უბნობენ, რომ აღსრულდა მთელი მოლოდინი არამარტო ძველი აღთქმისა, არამედ ერთიანად კაცობრიობისა დასაბამიდან სოფლისა, მისი სურვილი, წუხილი, იმედი მასზედ, რომ მოსულიყო უფალი და აღარ ყოფილიყო მასსა და ჩვენ შორის გაუვალი უფსკრული. ისინი ერთდროულად ზეიმობენ იმაზე, რომ არამარტო წარსული, არამედ აწ მომავალიც გამართლებულია და იმედითა და სიხარულით ბრწყინავს. მოვიდა უფალი და მოგვეახლა სასოებაც, რომელსაც ვერანაირი მწუხარება, ვერანაირი მიწიერი საშინელება ვერ ჩააქრობს, რამეთუ ღმერთი უკვე ჩვენ შორისაა, ქრისტეა ჩვენს შორის, და ვეღარავინ გამოგვტაცებს ვერც მის ხელთაგან, ვერც მის სიყვარულს. მაგრამ უფლის მირქმის დღესასწაული იმავ დროს წმინდა ძრწოლისა და წუხილის ბეჭედსაც ატარებს. იგივე სჳმეონმა, რომელმაც უფლის ხორციელად მოსვლა ამცნო, ღვთის დედას აღუთქვა, მოუტანა ცნობაც იმის შესახებ, რომ მის გულს მახვილი განვლიდა, განგმირავდა იმგვარი ტკივილი, განიცდიდა ისეთ ტანჯვას, რომელიც არავის არასდროს დედამიწაზე არ განუცდია. მაშინ მან არ უწყოდა, როგორი იქნებოდა ეს საშინელება და სატანჯველი; მოგვიანებით, როდესაც გოლგოთაზე ჯვართან იდგა, ბოლომდე იწვნია იგი: წუხილი და ძრწოლა დედისა, რომელიც თავის შვილს უსამართლო მსჯავრით ჯვარზე მილურსმნულს ხედავს, იმ ადამიანთა სიძულვილით, ვისთვისაც ის ცხოვრობდა, ქადაგებდა, ვისთვისაც ღმერთი კაც იქმნა; ხედავდა, თუ როგორ ტოვებდა საათობრივ მას სიცოცხლე და ბოლოს იგი სავსებით უსულო მიიქვა თავის დედობრივ მკლავებზე. ეს მას უწინასწარმეტყველა სჳმეონ ღვთისმიმრქმელმა; და ამიტომაც ვდღესასწაულობთ რა ამ დღეს, ვხარობთ რა მასზედ როგორც ჩვენს ცხოვნებაზე, მოვიგონოთ ამასთან ღვთის დედის ეს გულის განმგმირავი მწუხარებაც. მთელს ქვეყანაზე რამდენ დედას შეუძლია ამ წუხილის გაგება, ვისაც შვილები – ვაჟიშვილები და ქალიშვილები ავადმყოფობებმა თუ ომების სასტიკმა სიკვდილმა წაართვა... თითოეული ჩვენთაგანი შემდგომად შობისა ტაძარში მოიყვანება, ან მოგვიანებით მოვალს, რათა მოინათლოს და ღვთის წინაშე გაეკლესიურებული წარდგეს. ყრმის ან მოზარდის ეს ეკლესიად მოყვანება სახეა იმისა, რაც მაშინ ძველად იერუსალიმში მოხდა. როგორადაც ძე ღვთისა, რომელიც ძედ კაცისა იქმნა, წარდგა ღვთის წინაშე, ასევე თითოეული ჩვენთაგანიც, როდესაც ნათელს-იღებს, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ცხოვრებას ეზიარება. ყოველი ჩვენთაგანი ტაძრად მოიყვანება და მოვალს, რათა ბოლომდე, უარყოფის გარეშე ღვთის მონაპოვრად იქცეს, არა ზოგადად „ღვთის შვილად", არამედ ღვთის ძედ ან ასულად, რომელიც იმ გზაზე დგება, რომელზეც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ვიდოდა. თუ ჩვენ გვსურს გავიგოთ, რას ნიშნავს ბოლომდე ქრისტიანად დარჩე, მოვიგონოთ ერთი სახარებისეული გამონათქვამი და მოციქულ პავლეს ერთი სიტყვა. როდესაც იერუსალიმისაკენ ვნებად მიმავალ უფალს იაკობმა და იოანემ ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა შემდგომად მისი გამარჯვებისა მისი სამეუფო საყდრის მარჯვენით და მარცხენით დამსხდარიყვნენ, მაცხოვარმა მათ კითხვითვე უპასუხა: მზად ხართ შესვათ სასმისი, რომელიც მე მეგულების შესმად (ანუ თანაზიარი გახდეთ იმ ტანჯვისა, რომელიც მე უნდა ვიგემო)? მზად ხართ ნათელ-იღოთ იმ ნათლის-ღებით, რომლითაც მე ნათელ-ვიღებ (ანუ შთაეფლოთ იმ ტანჯვის საშინელებაში, რომელიც მე მელოდება)? მოციქულებმაც უპასუხეს: მზად ვართ!... ჩვენც ასევე, როდესაც ნათელ-ღებულნი, ღვთის წინაშე წარვსდგებით, იმ იმედით რომ თავის დროზე ჩვენც გავიზიარებთ მის მარადიულ ხვედრს, საუკუნო ცხოვრების ზეიმს, მზად უნდა ვიყვნეთ ვთქვათ: უფალო, მზად ვართ მიწაზეც გავიზიაროთ შენი მიწიერი ბედი, მზად ვართ, შენსავით, სიმართლით ვიცხოვროთ, ჭეშმარიტება აღვამაღლოთ, ჯვრულად გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი ვიდრე სიცოცხლის შეწირვამდე – სხვებისთვის, მეგობრებისთვის, მტრებისთვის, დავსდვათ სული ჩვენი. როგორც ერთხელ საუბარში მითხრა უწმინდესმა ალექსიმ, ეკლესია – ეს სხეულია ქრისტესი, განტეხილი ადამიანურ ცოდვათა მისატევებლად... ეს რომ აღსრულდეს, საჭიროა პავლე მოციქულის სიტყვები გვახსოვდეს: ჩემთვის სიცოცხლე – ქრისტეა, სიკვდილი შეძენა, თუმცა რამდენადაც თქვენთვის სასარგებლოა, აუცილებელი, მზად ვარ დავრჩე დედამიწაზე თქვენ შორის... ჩვენგან ვის ძალუძს, მთელი გულითა და სულით, მთელი ნებელობით, და მთელი ცხოვრებით თქვას: სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა, - არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ქრისტე ნათლის-ღებაში, საიდუმლოებებში, თავის სწავლებაში, თავის მშვიდ სიახლოვეში მე ახალ ცხოვრებას მანიჭებს, არამედ იმ აზრითაც, რომ მხოლოდ ის, რაც ქრისტესია, მხოლოდ ის, რითაც ის ცხოვრობდა, გახდა ამჟამად ჩემი ცხოვრების მიზანი და შინაარსი? სწორედ ეს კია – ნიშანი ჭეშმარიტი ქრისტიანისა; და ჩვენ რომ ამგვარად ვცხოვრობდეთ, ქრისტესთან ესევითარი ერთობით, მისდამი ასეთი სულერთიანი სიყვარულით, პავლებრ ჩვენც შევძლებდით გვეთქვა: სიცოცხლე ჩემთვის – ქრისტეა, ხოლო სიკვდილი – შეძენა, რამეთუ, ვცხოვრობ რა დედამიწაზე, მე გამოყოფილი ვარ ქრისტესგან, ყველა სურვილი კი, ჩემი ცხოვრების მთელი სწრაფვა კი იმაში მდგომარეობს, რომ პირისპირ ვჭვრეტდე მას, რათა საუკუნოდ მისთანა ვიყო, რათა არაფერი განმაშორებდეს მისგან... და მიუხედავად ყოველივე ამისა პავლე მოციქული, რომელმაც ქრისტესგან ისწავა სიყვარული, - ჰყვარებოდა თავისი ახლობელი და შორეული, მოყვასი და მტერი, მდევნელი და დამცველი, ამბობს: და მაინც, რამდენადაც ეს თქვენთვის უმჯობესია, მე თქვენთან დავრჩები დედამიწაზე... ასევე ჩვენც მთელი სულით, მთელი ჩვენი სასიცოცხლო ძალებით უნდა ვესწრაფდეთ ქრისტესთან შეხვედრას, და იმავ დროს შეგვეძლოს თქმა: დიახ, მაგრამ საქმე მაქვს დედამიწაზე, მე ჩემი ცხოვრების სიწმინდით, ჩვენგან მომდინარე სინათლით, ჩემი საქციელის სიმართლით, ჩემთა სიტყვათა ჭეშმარიტებით, მთელი ჩემი არსებით უნდა დავამოწმო ქრისტე და მართალია დიდათ ვნატრობ მასთან ყოფნას, მაინც დავრჩები ამ დაობლებულ, უღიმღამო, მწარე წუთისოფელში, რათა მასში სინათლე შევიტანო, შევიტანო იმედი, შევიტანო სიხარული, სიყვარული შევიტანო... ამ დღესასწაულზე, რომელიც ჩვენ ჯვრიანი გზის ნათელში და ქრისტეს ჯვრიან მსხვერპლში საკუთარ ტაძრად მიყვანებას მოგვაგონებს, განვაახლოთ ნათლის-ღების ჟამს ჩვენგან მიცემული აღთქმა, ახალი გადაწყვეტილებით, განახლებული იმედით, კვლავაც დავადგეთ ქრისტეს გზას, და ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ სუსტნი ვართ, რომ არ გვაქვს საკმაო სიმტკიცე. უფალმა პავლე მოციქულს, რომელიც ძალას სთხოვდა, უპასუხა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღესრულების... და პავლე მოციქულიც აღმოიძახებს: და ამიტომაც თავს შევიქებ მხოლოდ უძლურებითა ჩემითა, რათა ყოველივე ჩემში ქრისტეს ძალით აღესრულოს! და სხვაგან იტყვის: ყოველივე შესაძლებელია ჩემს მიერ, ჩემითა განმამტკიცებელითა იესუ ქრისტესითა... პავლეც ჩვენსავით კაცი იყო ხორცითა და სისხლითა, მასაც ჰქონდა შიშნეულობა, ტკივილის შეგრძნება, ისიც იბრძოდა თავისი მიზნიანობისა და ერთგულებისათვის. და მან გაიმარჯვა, და იგი ჩვენ გვეუბნება: შემომიდექით მე, ვითარცა მე ქრისტესა... აღვასრულოთ სიტყვაჲ ესე და დღეყოველ ახლებურად, უფრო ღრმად, მეტი სრულყოფილებით შევიქმნებოდეთ ქრისტესი და მსგავს ვექმნეთ მოძღვარსა, მაცხოვარსა და ღმერთსა ჩვენსა. ამინ. 15 თებერვალი. 1982 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1320 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |