მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ვასილი ეგზემპლიარსკი

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

„აღსრულებულ არს..." (იოან. 19,30)

„აღსრულებულ არს - თქვა უფალმა ჯვარზე - „მიიდრიკა თავი და განუტევა სული". აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! მიწაში ჩავარდნილი მარცვალი თუ არ მოკვდა, მარტო დარჩება. ხოლო თუ მოკვდება, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. ქრისტემ ჯვარზე თავი მიიდრიკა, სული განუტევა და სათავე დაუდო განახლებულ, გადარჩენილ კაცობრიობას! ქრისტეს აღსრულებისას გაუქმდა ძველი აღთქმის ეკლესია. შუაზე გაიყო ტაძრის კრეტსაბმელი, რომელიც ღმერთს ადამიანთაგან განყოფდა და გაუქმდა ძველი აღთქმისეული ტაძარიც. ადამიანთა ცოცხალი სულებისაგან დაიწყო ახალი, სულიერი ტაძრის დიადი მშენებლობა, რომლის თავკიდური ლოდი, თავი და საფუძველი, საწყისი და დასასრული, არის ქრისტე, სამყაროს მაცხოვარი. აღსრულდა და კვლავაც აღესრულება. აღსრულდა, გოლგოთა აღარ განმეორდება:. მასში გაიარა მარადიულმა მღვდელმთავარმა და ადამიანებს დაუსრულებელი სიცოცხლე უბოძა. უფლის გარეშე ხსნა არ არსებობს. გადარჩენის მსურველი ადის გოლგოთაზე ქრისტესთან, ეწაფება ცხოვრების წყაროს, ჭამს მის ხორცს, სვამს მის სისხლს და მყოფობს უფალთან, ცხოვრობს მისი ცხოვრებით, წმიდაა მისი სიწმიდით და ცხონდება არა თავისი საქმეებით, არამედ ქრისტეს სისხლით, მისადმი რწმენით.

აღსრულდა, მაგრამ არ დასრულებულა. ქრისტიანული სინდისი ვერ დამშვიდდება, ვერ მიეცემა სულიერ სიხარულს, ვერ მოისვენებს ქრისტეს ჯვრის ჩრდილქვეშ. მას სურს შეუდგეს ქრისტეს. შეუდგეს და გაჰყვეს მას საკუთარი ჯვრით; ჯვარს ეცვას, მოკვდეს ამ სოფლისთვის, სურს ემსახუროს ქრისტეს დაწყებულ საქმეს. ქრისტეს მიერ დათესილი მარცვლიდან ამოზრდილი ხე კვლავ იზრდება. ისევ ფუვდება მის მიერ ჩადებული საფუარი. არ დასრულებულა ღმრთის ტაძრის მშენებლობა, მიწას ზეცასთან რომ გააერთიანებს. ადამიანთა გადამრჩენელი და მათგან სულიერი ტაძრის ამგები იყო და არის ქრისტე, მაგრამ მისი ნებაა, რომ ადამიანები თანამუშაკნი იყვნენ ამ საქმეში. ამაღლდა უფალი დედამიწიდან და მის მიერ გადარჩენილ კაცობრიობას მიანდო წამოწყებული ცოცხალი მშენებლობა. წავიდა უფალი და დაგვიტოვა თავისი ხატება, ხატება ამ სოფლის მიერ უარყოფილი, შეურაცხყოფილი და გასისხლიანებული მართლისა; ხატება, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ამა სოფლის უსჯულოებასთან შეურიგებლობის და სიმართლისათვის ბრძოლის სულის ჩამდგმელი და ქრისტეს ეკლიან გზაზე მავალთა ნუგეშინისმცემელი.

აღსრულდა ქრისტეს საქმე ამქვეყნად და არ დასრულდება ვიდრე დიადი დღის დადგომამდე, როცა ძე კაცისა თავის მეორე „აღსრულებულ არს" იტყვის. „ვიქმენი მე ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული... რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ და იგი იყოს ჩემდა ძე" (გამოცხ. 21,6-7)

უფალმან თავისი ჯვარცმის შესახებ ბრძანა: „ოდეს აღვმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" (იოან. 12,32) და შემდგომად ამისა ყოველი გულმხურვალე ქრისტიანი პავლე მოციქულის მსგავსად აღმოთქვამს: „ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა" (გალატ. 6,14). ამინ!

მღვდელმოწამე ათანა...
ღირსი და ღმერთშემო...
გარდაცვლილთა გამოც...
იგავი უძღებ შვილზე
1000 სპარსელი მოწა...
ათი ქალწულის შესახ...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ კვირაცხოვლობას

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მამა ანტონ მესვეტე მარტომყოფელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანდრია პირველწოდებული

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...